x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მათზე გიჟდებიან, მათ კი რცხვენიათ: ნახეთ, რა კომლექსები აწუხებთ ცნობილ სახეებს

image


მართალია, გარეგნულად ვარსკვლავები საკმაოდ თავდაჯერებულადაც კი გამოიყურებიან, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად ბევრი მათგანი სულაც არ არის კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ტუჩების ფორმა არ მოსწონს, ზოგს - ყურები, აი, ზოგს კი - სახეზე მიმოფანტული ჭორფლი აღიზიანებს. მოდით, ვნახოთ კიდევ რა კომპლექსები აწუხებთ ცნობილ სახეებს და გავიგოთ რა არ აკმაყოფილებთ მათ საკუთარ გარეგნობაში.




ანჯელინა ჯოლი (ტუჩები)


image


მთელი მსოფლიო მსახიობის დიდი, სავსე ტუჩებით აღფრთოვანებას ვერ მალავას, თუმცა აი, თავად ენჯის კი საკუთარი ტუჩების მოცულობა სულაც არ მოსწონს. "ვიცი, რომ ბევრ ქალი ჩემი ტუჩების ფორმაზე გიჟდება, თუმცა მე მეჩვენება, რომ ისინი მთელ ჩემს სახეს ფარავენ", - განაცხადა მსახიობმა.





ნიკოლ კიდმანი (სხეულის ფორმები, ჭორფლი)


image



ვინ იფიქრებდა, რომ ნიკოლ კიდმანს ამდენი კომპლექსი ექნებოდა. ყველაზე მეტად საკუთარ თავში მას მეტისმეტი სიგამხდრე არ მოსწონს: "განუწყვეტლივ ვფიქრობ იმაზე, რომ ბიჭური სხეული მაქვს, ვისურვებდი უფრო ქალური და სასურველი ფორმები მქონოდა, რადგან ასეთი სხეული ბევრად უფრო მიმზიდველი და ლამაზია", - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში მსახიობმა საკმაოდ გულწრფელად.



image


გარდა ამისა, ნიკოლი არც თავისი ფერმკრთალი კანითა და ჭორფლით არის აღფრთოვანებული, როგორც აღმოჩნდა ავსტრალიელ ლამაზმანს ამის კომპლექსი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება, როცა კლასელები მას უჩვეულო გარეგნობის გამო დასცინოდნენ.



ჯენიფერ ლოურენსი (სხეული)



image


"ყოველთვის მსურდა "ნორმალური" სხეული მქონოდა, თუმცა სამწუხაროდ ასეთი არ მაქვს, ამიტომ ყოველდღე პილატესით ვარ დაკავებული და კვების რაციონსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, რათა უფრო "ნორმალური" გავხდე, თუმცა ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოში თავს ყველაზე მსუქნად ნამდვილად არ ვთვლი, რაც უკვე კარგია, " - განაცხადა "ოსკაროსანმა" მსახიობმა.



კამერონ დიასი (მკერდი)


image


"გამუდმებით ვიმოწმებ მკერდს იმ იმედით, ზომაში ცოტა ხომ არ გაიზარდა: მაგრამ არა, ისევ პატარაა!" - ხუმრობს მსახიობი. "ბევრი ქალი თვლის, რომ მკერდი დიდი ზომის უნდა იყოს, მაგრამ მე იმის ცოცხალი მაგალითი ვარ, რომ პატარა მკერდითაც შორს წასვლა სრულიად შესაძლებელია, "-განაცხადა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში.




დევიდ ბექჰემი (ხმა)


image


თქვენ წარმოიდგინეთ და, ისეთ მიმზიდველ მამაკაცს როგორიც დევიდ ბექჰემია არაერთი კომპლექსი აქვს. მაგალითად, ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, მისი მეტისმეტად მაღალი ხმა ნაკლებად მამაკაცურია.




ჯუდ ლოუ (სახე)


image


ჰოლივუდის ვარსკვლავი საკუთარ სახეს ზედმეტად ქალურად მიიჩნევს. მსახიობის აზრით, სწორედ მისი ასეთი მომხიბვლელი გარეგნობაა მის ორიენტაციასთან დაკავშირებით გავრცელებული არაერთი ჭორის მიზეზი.







0
319
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
319