x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრამპი ცუკერბერგს მთელი დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარებას შეპირდა
image

დონალდ ტრამპი მარკ ცუკერბერგს არჩევნების გაყალბებისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება ციხეში გატარებას შეპირდა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიიდან სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თავის ახალ წიგნში კორპორაცია Meta-ს ( ფლობს Facebook, Instagram, WhatsApp и Reality Labs-ს)) ხელმძღვანელს მარკ ცუკერბერგს დაჰპირდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ციხეში აყურყუტებს თუ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გააყალბებს. ამის შესახებ Politico იუწყება.


„ჩვენ მას ყურადღებით ვაკვირდებით და თუ ამჯერად რაიმე უკანონობას ჩაიდენს, სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს ციხეში გაატარებს, ისევე როგორც სხვები, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ითაღლითებენ“, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა ლიდერმა.


წიგნში „გადავარჩინოთ ამერიკა“(Save America), რომელიც 3 სექტემბერს უნდა გამოვიდეს ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ცუკერბერგმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო . მისი თქმით, მათი შეხვედრის დროს მეწარმე „რაც შეიძლება კეთილგანწყობილი იყო“ მის მიმართ, სინამდვილეში კი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.


ტრამპმა ამას წინათ განაცხადა, რომ პრეზიდენტობა უფრო საშიშია, ვიდრე სარბოლო მანქანის მძღოლობა და რომ ეს ყველაზე რთული პროფესიაა მსოფლიოში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი "გარკვეული დოზით" არიან დამნაშავენი მისი სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში.

2
540
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
540
  
ესეც რუსეთუმე იქნება,ხომ ვიცი,ისეთი გონებრივი გაქანება გაქვთ ამ შიგ ევროპელებს და მედასავლეთე უვიცებს. დაუჭამიათ ერთმანეთი,ცუკერბერგსაც და იმ სასწაული სიცილის პატრონ კამალას. ასემც უქნიათ სამოქალაქო ომი დაუწყიათ და დაუნგრევიათ ქვეყანა,ერთი მაგათი დედაც მ...
29 აგვისტო, 18:47
ეს მატყუარა იმასაც იძახდა დემოკრატები ბავშვებს ჭამენო. ქართველი რუსეთუმესავითაა, რენტივიზე რასაც მოჰკრავს ყურს, სიმართლე ჰგონია :)
0 1 2