x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, როდის და როგორ წარმოიშვა საცვალი სტრინგი?
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს. ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".



image



ქალის თეთრეული, კარადის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის სტილი მუდმივად იცვლება. 1900-ნი წლებიდან არსებობდა ქალის თეთრეულის სპეციალური სტილები და დღევანდელ დღემდე მან დიდი ევოლუცია განიცადა.




იყო დრო, როდესაც ბებიები უსირცხვილოდ და ცოდვილებად თვლიდნენ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც იცვამდნენ საცვალს - სტრინგი და იმასაც ამბობდნენ, რომ "ახლანდელი ახალგაზრდები, საერთოდ გადავიდნენ რელსებიდან". რატომ უკვირდათ ბებიებს? გამოდის, რომ ე.წ. საცვალი სტრინგი, გასულ საუკუნემდე არ არსებობდა? სწორედ ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს დღევანდელ სტატიაში.



image



უტყუარი ფაქტია, რომ 1892 წელს, კაპიტან რაიდერის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციით გრენლანდიაში გაირკვა საცვალი სტრინგის არსებობა. მან აღნიშნა, რომ ამ სტილის საცვალი ადგილობრივ ქალებს ჰქონდათ და იყენებდნენ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მას ევროპაში მოეხდინა სექსუალური რევოლუცია - რაიდერმა იდეა ევროპაში შეიტანა.



image



სხვათა შორის, კოპენჰაგენის მუზეუმშიც ინახება სტრინგების პროტოტიპები, რომლებსაც ესკიმოსი ქალბატონები ტანისამოსის სახით ატარებდნენ.



აღმოჩნდა, რომ პირველად საცვალი სტრინგი გაჩნდა შორეული ჩრდილოეთის და ციმბირის ქალებში და მათ სექსუალური ელფერი თითქმის არ ჰქონდათ. ისინი ძირითადად ცხოველის ტყავისა და ბეწვისგან იკერებოდა და როგორც უკვე აღვნიშნე, გარე სამოსად გამოიყენებოდა.


image


ძნელი წარმოსადგენია, რომ სტრინგი ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონეს.



image


ნახატზე გამოსახულია 1889 წელი და ნანსენის სტუმრობა ესკიმოსებთან. ნათლად ჩანს, რომ ესკიმოს ქალბატონებს ბეწვის თბილი შარვლები უკვე აღარ აცვიათ.




image





იხილეთ აგრეთვე:




რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟიimage






როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა ბოლო საუკუნის მანძილზეimage



0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0