მოვლენები როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა ბოლო საუკუნის მანძილზე 2019, 23 მარტი, 10:24 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.
ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". ქალის თეთრეული, კარადის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის სტილი მუდმივად იცვლება. 1900-ნი წლებიდან არსებობდა ქალის თეთრეულის სპეციალური სტილები და დღევანდელ დღემდე მან დიდი ევოლუცია განიცადა. მოდით, ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ, რა ცვლილებები განიცადა მან ბოლო საუკუნის მანძილზე. 1. საყვარელი საცვლები კაბის ქვეშ ჩასაცმელად. (1910-1920 წწ) ახლა შეიძლება ასეთი სამოსით ქუჩაშიც გადიან, თუმცა უწინ ისინი კაბის ქვეშ ეცვათ. 2. კომფორტული შორტი. (1920-1930 წწ) მჭიდრო შორტი საცვალი ან მთლიანი, მასთან ერთად ბიუსტჰალტერი, ქალის ფიგურას უსვამდა ხაზს. 3. გამოყოფილი ბიუსტჰალტერი. (1930 წ) როგორც ირკვევა, გამოყოფილი, ცალკე ბიუსტჰალტერი 1930 წელს შეიქმნა. სტილისტები, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ კორსეტები ძალიან სახიფათო და მოუხერხებელი იყო. 4. ბიუსტჰალტერის მოდერნიზაცია. (1930-1940 წწ) მომდევნო 10 წელში კიდევ უფრო დაიხვეწა ბიუსტჰალტერების სტილი და ახლა მას უკვე მყარი ქსოვილისგან კერავდნენ. 5. შერეული ქსოვილის ბიუსტჰალტერები. (1950-1960 წ) მერილინ მონროს სექსუალურობა დიზაინერებისთვის სულ ახალ-ახალი იდეების შთაგონება ხდებოდა. მათ უკვე დაიწყეს მაქმანის, აბრეშუმისა და "შიფონის" ქსოვილის გამოყენება ქალის თეთრეულის შესაქმნელად. 6. კეკლუცური სტილი. (1960 წ) 60-იან წლებში შექმნილი თეთრეული, განსაკუთრებული სექსუალურობითა და რომანტიკულობით გამოირჩევა. 7. მაქმანიანი კომპლექტი. (1970 წ) 70-იან წლებში სტილი თითქმის არ შეცვლილა, უბრალოდ მაქმანები დაემატა. 8. გამოკვეთილი თეძოები. (1980-1990 წწ) მომდევნო თხუთმეტი წლის შემდეგ კი დიზაინერებმა საცვლებით ხაზი გაუსვეს ქალის თეძოს. ასევე არ შეეშინდათ, ექსპერიმენტი ფერებზეც ჩაეტარებინათ. 9. ხაზგასმული სექსუალურობა. (1990 წ) 90-იან წლებში უკვე სექსუალურობის პიკი იყო და მთლიანად სტილი იყო ნამდვილად დახვეწილი და სექსუალური, სადაც ვულგარულობის წვეთიც არ იყო. 10. შეზღუდვების გარეშე. (2000 წ) ალბათ ყველას გახსოვთ ეს საშინელი პერიოდი, სადაც საცვლების მრავალფეროვნებას და გამოჩენას დიდი პოპულარობა ჰქონდა. 11. არანაირი ზღვარი. (2010 წ) ახლა არანაირი ზღვარი არ არსებობს და შეგვიძლია ქუჩაში გასვლა ისეთი სამოსით, რომელიც თქვენს თეთრეულს არ გამოკვეთს, ან პირიქით, გამჭვირვალე სამოსის მიღმა ლამაზად გამოიყურება. იხილეთ აგრეთვე: რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟი ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1) ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2) ● როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულში ● 12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე? ● 11 ყველაზე საზიზღარი სამოსი მოდური მაღაზიებიდან 2949 12-ს მოსწონს
|