მოვლენები 3 ყველაზე სექსუალური და შთამბეჭდავი რეკლამა მოდის ისტორიაში ( + ვიდეო) 2018, 6 ნოემბერი, 11:36 რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.
"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არა მარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიონ თავს, რათა წარმოებულის მეტი რეალიზაცია მოახდინონ. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ უამრავი კრეატიული რეკლამა ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. დღევანდელ სტატიაში მინდა იმ 3 რეკლამის შესახებ გესაუბროთ, რომლებიც მოდის ინდუსტრიის რეკლამებს შორის, ყველაზე მდიდრულ, სექსუალურ, გემოვნებიან და შთამბეჭდავ რეკლამად ითვლება. 1. "თომას ბერბერის ისტორია" / Burberry. ეს უფრო მეტია, ვიდრე ბრენდის რეკლამა - ეს არის ამბავი იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც შექმნა შედევრი, მაგრამ იქამდე გაიარა სიყვარულში იმედგაცრუების და დაბრკოლებების რთული გზა. რეკლამა უკეთდება პალტოებსა და საწვიმარ ქურთუკებს. ვიდეორგოლში, (რომელშიც მონაწილეობს სიენა მილერი და ის Burberry-ის კრემისფერ ქურთუკში არაჩვეულებრივად გამოიყურება) ამბის თითოეული დეტალი ლამაზად და მდიდრულადაა გადმოცემული. 2. "დროის მიღმა" / Lacoste. რეკლამაში მოთხრობილია მამაკაცის ამბავი, რომელიც მატარებლების სადგურზე შემთხვევით ხვდება ახალგაზრდა ლამაზ ქალს და ერთი ნახვით უყვარდება ის. მაგრამ, მათ დრო არ ჰყოფნით, ერთად რომ იყვნენ, რადგან ყოველ ვაგონში ეპოქა იცვლება, მასთან ერთად კი - მოდა იმ ეპოქის მიხედვით და ულამაზესი მელოდია, გადამღები გუნდის ოპერატიული მუშაობა და Lacoste -ს სამოსი საოცარ სანახაობას ქმნის. 3. "სწორედ ის" / Chanel. Chanel № 5 -ის შთამბეჭდავი რეკლამა, რომელშიც მონაწილეობს შეუდარებელი ნიკოლ კიდმანი. რეკლამა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და ის ნიკოლთან ერთად კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. არაჩვეულებრივი ატმოსფერო, მუსიკა და მონაწილეები სიყვარულის და რომანტიკის ჰანგებს გადმოსცემენ. იხილეთ აგრეთვე: ● შთამბეჭდავი სოციალური რეკლამები, რომლებიც დაგაფიქრებთ ● გენიალური დიზაინერების ყველაზე შედევრული რეკლამები, რომლებიც გაგაოცებთ ● უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამები ● ყველაზე შედევრული, თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამები ● ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთ 204 10-ს მოსწონს
|