x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ იცვამენ სინამდვილეში სხვადასხვა ქვეყნის ქალები?
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.




image



მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.






პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.









მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?




დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ იცვამენ სინამდვილეში სხვადასხვა ქვეყნის ქალები, რაც შეცვლის თქვენს ძველ წარმოდგენას ამ საკითხზე.





როგორ იცვამენ სინამდვილეში სხვადასხვა ქვეყნის ქალები?




1. ირანი.

image


ირანში მართლაც არსებობს კანონი, რომელიც გოგონებსა და ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს. და მაინც, სხვა მუსლიმური ქვეყნებისგან განსხვავებით, ირანელ ქალბატონებს მაინც ეძლევა არჩევანის თავისუფლება ტანსაცმელში.







2. იაპონია. image

დიახ, ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ იაპონელ ქალებს უყვართ მოკლე კალთები და მულტფილმის გარეგნობა. დიახ, ეს მართალია, მაგრამ ძირითადად ზოგიერთი სუბკულტურის წარმომადგენლები იცვამენ ასე. იაპონელი ქალების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ელეგანტურ გარეგნობას და საინტერესო აქსესუარებს.







3. საფრანგეთი. image

ფრანგ ქალებს საერთოდ არ მოსწონთ პრეტენზიულობა მოციმციმე ლოგოებით. მათი გარდერობი ძალზედ მარტივია.







4. იტალია. image

სინამდვილეში, იტალიაში ნათელ დიზაინერულ კაბებს და მასიურ სამკაულებს ატარებენ ისინი, ვისაც პოდიუმზე გასვლა სჭირდება, ან ისინი, ვისაც უნდა, რომ გამოიყურებოდეს მდიდრულად. ასე რომ, აპენინის ნახევარკუნძულის მაცხოვრებლების პრეფერენციები ძირითადად ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებს ურჩევნიათ casual სტილი, ოდნავ უფროსი თაობა ირჩევს ელეგანტურ გარეგნობას.პენსიაზე გასვლისასაც კი, იტალიაში ქალი არ წყვეტს ქალურობას: ის ყოველთვის ზრუნავს საკუთარ თავზე და ანახლებს გარდერობს.







5. რუსეთი. image

რუსეთში, თუნდაც ცივ სეზონში, შეგიძლიათ შეხვდეთ გოგონებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და მოკლე კალთებით. მართალია, ახლახან ბევრმა დაიწყო უპირატესობა მოხერხებულობისთვის მიენიჭებინა, მაგრამ არა სტილის გრძნობის გარეშე.







6. დიდი ბრიტანეთი. image

ინგლისის მაცხოვრებლებმა იციან როგორ გააერთიანონ შეუსაბამო ნივთები და არ ეშინიათ ექსპერიმენტების გაკეთების. დიახ, და არ დაგავიწყდეთ, რომ ინგლისელი ქალები უსწრებენ მსოფლიო მოდას და არ აინტერესებთ ტენდენციები, რადგან ტენდენციები სწორედ აქედან იღებს სათავეს.



0
526
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0