x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტურინის სუდარაზე იტალიელმა მეცნიერებმა ქრისტეს სახის მიდამოებში სისხლი აღმოაჩინეს

image

მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე, ქრისტეს სახის ანაბეჭდზე სისხლის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

შესაძლოა ტურინის სუდარაში გაახვიეს იესო ქრისტეს სხეული ჯვარცმის შემდეგ


იტალიელმა მეცნიერები ამტკიცებენ რომ, ჯვარცმის შემდეგ ტურინის სუდარაში შესაძლოა მართლაც იესო ქრისტეს სხეული იყო გახვეული. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.


ივლისში, პადუას უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯულიო ფანტიმ თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენა 1970-იან წლებში ტურინის სუდარიდან აღებული ნიმუშებიდან ხელახალი ანალიზისთვის და მათში სისხლის პაწაწინა ნაწილაკები აღმოაჩინა. ამავდროულად, სისხლში აღმოჩენილი იქნა ორგანოების უკმარისობის, ტრავმისა და ავადმყოფობის ნიშნები და რადიაცია. იქვე აღმოჩენილია ძველი იერუსალიმისთვის დამახასიათებელი მატერიალი, რითაც შესაძლებელია ვივარაუდოდ, რომ სუდარა ამ რეგიონიდან არის ჩამოტანილი. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს სუდარის ზუსტი ასაკი შეიძლება იყოს მინიმუმ ორი ათასი წელიწადი.


თუმცა, ყველა ექსპერტი არ ეთანხმება ახალ დასკვნებს ტურინის სუდარის ასაკთან დაკავშირებით. ასევე, ზოგიერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ სისხლი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოხვედრილიყო ქსოვილზე ბოლო 700 წლის განმავლობაში და ის შეიძლება ეკუთვნოდეს ნებისმიერ ადამიანს.

ტურინის სუდარა არის ღია ფერის ტილო მამაკაცის მკრთალი ანაბეჭდით, რომელშიც ქრისტიანები ჯვარცმულ იესოს ცნობენ.

image

ტილო პირველად საზოგადოებას წარუდგინეს 1350-იან წლებში, როდესაც იგი გამოიფინეს სოფელ ლირეში პატარა ეკლესიაში, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარეობს. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ეს არის შუა საუკუნეების ნაყალბევი.

ვატიკანმა მხოლოდ 1978 წელს დართო ნება მეცნიერებს, რა დროსაც ქსოვილისგან პირველი ფიზიკური ნიმუშები იქნა აღებული .ოთხმა სხვადასხვა ლაბორატორიამ სხვადასხვა ქვეყნიდან დაადასტურა ვარაუდი, რომ ტურინის სუდარა შეიქმნა XIII - XIV საუკუნეებში.

image


0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0