x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში გადაღებული საინტერესო ისტორიული ფოტოები
ისტორიული ფოტოების კიდევ ერთი ნაკრები. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე წუთი დროს სასიამოვნოდ და შემეცნებითად გაატარებთ. ამ ნაკრებში შესულია ექსკლუზიურად დიდ ბრიტანეთში გადაღებული ფოტოები. ერთად დავათვალიეროთ.



პიანინო მწოლიარე პაციენტებისთვის. დიდი ბრიტანეთი, 1935 წელი

image



ოქსფორდის შარვალი. 1920 წელი

image



ოქსფორდის და კემბრიჯის სტუდენტებმა დაიწყეს ასეთი ფართო შარვლის ტარება იმის გამო, რომ ლექციებზე ბრიჯებით მისვლა აკრძალული იყო. მოგვიანებით, ეს მოდა მთელ მსოფლიოში გავრცელდა.



კატა ინგლისურ სამხედრო ხომალდზე Queen Elizabeth. გალიპოლი, 1915 წელი


image



კატა გემზე თილისმა გახდა. ეჭვგარეშეა, მან წარმატებები მოუტანა გემს, რადგან გემმა გაიარა ორი მსოფლიო ომი, მონაწილეობა მიიღო მრავალ საზღვაო ბრძოლაში და ხელუხლებელი დარჩა.



ლონდონი, 1954 წელი

image



დიზაინერი ბენჯამინ ბოუდენი თავისი ველოსიპედის Spacelander პროტოტიპით, 1946 წელი

image



ველოსიპედს ფუტურისტული დიზაინი ჰქონდა და აღჭურვილი იყო ძრავით, რომელიც ციცაბო ფერდობებზე გავლის საშუალებას იძლეოდა.



ინდივიდუალური დაკვეთით შექმნილი ავტომობილი, რომელიც სიგარეტს Black Cat არეკლამებს. ინგლისი, დაახლოებით 1915 წელი

image



Black Cat - სიგარეტი, რომელიც 1993 წლამდე იყიდებოდა მთელ მსოფლიოში. ბრენდს სახელი ნამდვილი შავი კატის პატივსაცემად დაარქვეს. კატას საათობით ეძინა დონ ხოსეს მაღაზიის ვიტრინაში, უორდონის ქუჩაზე, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე დიდი ხნით ადრე. ვინაიდან კატა გამვლელებისთვის ნაცნობი სანახაობა გახდა, მაღაზია ცნობილი გახდა როგორც „შავი კატების მაღაზია“. დონ ხოსემ გადაწყვიტა კატის გამოყენება კომპანიის იმიჯის ნაწილად და 1886 წელს იგი გახდა კომპანიის Carreras მიერ რეგისტრირებული პირველი სავაჭრო ნიშანი.



ღამის კაფე. ლონდონი, 1952 წელი

image



საინტერესო ფაქტი: ცნობილი სატელეფონო ჯიხურების წითლად შეღებვა 1924 წელს დაიწყო. წითელი ფერი შეირჩა, რომ სატელეფონო ჯიხურები ადვილად შესამჩნევი ყოფილიყო.



მერძევე თხილამურებით რძეს არიგებს ლონდონის თოვლიან ქუჩებში. 1962 წლის 31 დეკემბერი

image



მაღაზია Lipton გლაზგოში, შოტლანდია. 1936 წელი

image



ახლა მსოფლიოში ცნობილი ჩაის კომპანიაა, მაგრამ ყველაფერი დაიწყო ერთი ჩვეულებრივი საბაყლო დახლით. ტომას ლიპტონმა დიდ ბრიტანეთში 1890 წელს დაარეგისტრირა.



დედოფალი ელისაბედი პოზირებს ვატერლოოს დროინდელი მონუმენტური ვაზის გვერდით. ბუკინგემის სასახლე, 1939 წელი

image



ფოტოზე ელისაბედ II-ის დედა, ელისაბედ ბოუზ-ლაიონი, იგივე დედა დედოფალი. აქ 39 წლისაა.



სანაპიროს ფოტოგრაფი ჰერნე ბეიში, ინგლისში. 1963 წელი

image



პოლიციელმა გადაარჩინა გოჭი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში წყალდიდობის დროს. 1953 წელი

image



უჩვეულო ველოსიპედი. ლონდონი, 1950-იანი წლები

image



ბავშვები ასრულებენ შეშლილი ჩაის წვეულების სცენას „ალისა საოცრებათა ქვეყნიდან“. ინგლისი, 1930 წელი

image



ყველაზე პატარა ფეხსაცმლის მაღაზია ლონდონში, 1900 წელი

image



კლასობრივი დაყოფა ომამდე ინგლისში, 1937 წელი

image



ფოტომ მაშინდელ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბრიტანეთში კლასობრივი სხვაობის მაგალითად მოჰყავდათ და არისტოკრატების საწინააღმდეგო სტატიებში იყენებდნენ.



პატარა მრეცხავები. ლონდონი, ინგლისი, 1890-იანი წლები

image



სილამაზის კონკურსი. ინგლისი, 1967 წელი

image



ძრავიანი და საჭაპნე ტრანსპორტის „საცობი“. პიკადილის ქუჩა, ლონდონი, 1910 წელი

image



ასევე დაგაინტერესებთ:

გასული საუკუნის 37 წელი LIFE-ის ფოტოებში, 1936 წლიდან 1972 წლამდე

იარაღი, სწრაფი კვება და დუნდულების კონკურსი: 80-90-იანი წლების „ხრწნაშეპარული“ იტალია

წარსული, რომელიც არასოდეს დაბრუნდება: მე-20 საუკუნის ნიუ-იორკის 15 ფოტო

საფრანგეთის გული: 1930–40–იანი წლების პარიზის 30 განსაცვიფრებელი ფოტო

30+ ფერადი ფოტო წარსულიდან და ისტორიები, რომლებიც მათ უკან დგას


0
166
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
166