x
image
Yoona
Mediator image
იარაღი, სწრაფი კვება და დუნდულების კონკურსი: 80-90-იანი წლების „ხრწნაშეპარული“ იტალია
ყოველ ზაფხულს 1980-იან, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში, ტურისტული კურორტი რიმინი იყო მსოფლიოში ყველაზე იტალიური ადგილი. მაშინ ჯერ არ იყო არც საბანკო კრიზისი, არც ევრო. სილვიო ბერლუსკონი და მისი ბიკინიში გამოწყობილი ტელეწამყვანები ბატონობდნენ მის კომერციულ სატელევიზიო არხებზე. რეჟისორ ფედერიკო ფელინის დაკრძალვა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი იყო.



image



1983 წელს ქალაქში გაიხსნა პირველი იტალიური სწრაფი კვების ქსელის კაფე Italy& Italy. იგი გახდა სიმბოლო იმ კულტურული ცვლილებებისა, რაც ქვეყანამ შედარებით მოკლე დროში განიცადა. დაწესებულების წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩა: რამდენიმე წლის შემდეგ McDonald’s-მა შეისყიდა Italy& Italy და ყველა ფილიალი საკუთარ რესტორნად გადააქცია.



რიმინის პირველი სანაპირო კურორტის გახსნიდან 150 წლის იუბილე

image




რიმინში მცხოვრები ფოტოჟურნალისტი პასკუალე ბოვე წლების განმავლობაში აფიქსირებდა ამ კურორტის გიჟურ ზაფხულს. ფოტოგრაფმა ლუკა სანტესემ გადახედა ბოვეს არქივს, რომელიც 200 ათასზე მეტი კადრისგან შედგებოდა და შეარჩია რამდენიმე, რომლებიც შევიდა წიგნში Italy& Italy, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. ეს არის ქალაქის ბაზრობების, მხიარული სატელევიზიო ვარსკვლავების, რომლებიც შემდეგ პოლიტიკაში წავიდნენ, და ნაწილობრივ შიშველი ხალხის, რომლებიც ცდილობენ ზაფხულიდან მაქსიმუმის მიღებას, ატმოსფერული ეიფორიით სავსე ფოტოების კოლექცია.



გოგონა პოზირებს პოლიციის ფურგონის წინ

image



მომხმარებლები Italy& Italy-ში - პირველი ეროვნული სწრაფი კვების ქსელი იტალიაში

image



პოლიციის ჩხრეკის შედეგები

image



საუკეთესო დუნდულების კონკურსი ერთ-ერთ კლუბში

image



ფეხბურთის ფანები

image



მსახიობი მარია გრაცია კუჩინოტა სიამოვნებით მიირთმევს იტალიურ ნაყინს ჯელატოს

image



რეჟისორ ფედერიკო ფელინის დაკრძალვა 1993 წელს

image



კლუბური გართობა რიმინში

image



ქალაქის ბაზრობა

image



ასევე დაგაინტერესებთ:

ქუჩის ფოტოგრაფიის შედევრები: რეალური ცხოვრება თითოეულ კადრში

წარსული, რომელიც არასოდეს დაბრუნდება: მე-20 საუკუნის ნიუ-იორკის 15 ფოტო

ველური დასავლეთი და ცხელი სამხრეთი დევიდ იაროუს ფოტოებში

საფრანგეთის გული: 1930–40–იანი წლების პარიზის 30 განსაცვიფრებელი ფოტო

30+ ფერადი ფოტო წარსულიდან და ისტორიები, რომლებიც მათ უკან დგას


0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
116