x
image
Yoona
Mediator image
ველური დასავლეთი და ცხელი სამხრეთი დევიდ იაროუს ფოტოებში
დადგმული ფოტოგრაფია ძალიან რთული ჟანრია, განსაკუთრებით თუ გჭირდებათ წარსული ეპოქის ჩვენება. მცირე დეტალმაც ფოტოზე შთაბეჭდილება შეიძლება გააფუჭოს და ღირებულება წაართვას. ამერიკელი ფოტოგრაფი დევიდ იაროუ საკუთარ თავს ასეთი შეცდომების დაშვების უფლებას არ აძლევს. მისი ნამუშევრები, რომლებიც ძველ დროზე მიმართულია, საფუძვლიანი და წარმოუდგენლად ატმოსფერულია.

(ფრთხილად! შიშველი ნატურა).



image



ფოტოგრაფი დევიდ იაროუა დაიბადა 1966 წელს შოტლანდიის უძველეს ქალაქ გლაზგოში. ფოტოგრაფიამ ჯერ კიდევ სკოლის წლებში გაიტაცა და უკვე 20 წლის ასაკში მიიღო პირველი სერიოზული სამსახური გამოცემაში „ლონდონ თაიმსი“. მისი ვარსკვლავური საათი აღმოჩნდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეხიკოში მივლინება, სადაც ახალგაზრდა ფოტოგრაფმა დააფიქსირა დიეგო მარადონას ტრიუმფის მომენტი.




image



ფოტომ, რომელიც ისტორიული გახდა, მყისიერად აქცია იაროუ სახელგანთქმულად და დაიწყეს მისი მიწვევა ყველა სახის სპორტული მოვლენების გასაშუქებლად. დევიდმა გადაიღო ბეისბოლის მატჩები აშშ-ში და ოლიმპიური თამაშები - მის პროფესიონალიზმს მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემები დიდად აფასებდნენ.



image

ისტორიული ფოტო დიეგო მარადონასთან



მოგვიანებით იაროუმ გადაწყვიტა ვიწრო მიმართულების დატოვება და დაიწყო ველური ბუნების გადაღება აშშ-ში და აფრიკაში, აქაც აღიარება მოიპოვა. ახლა ფოტოგრაფი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს, უპირატესობას ანიჭებს ცხოველების გადაღებას და დადგმულ ფოტოებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის სტილში.



image



საინტერესოა, რომ ველური დასავლეთის ან „მშრალი კანონის“ განგსტერული ცხოვრებიდან სცენების გადაღებისას ხშირად იყენებს ცხოველებს, რაც მის ნამუშევრებს მეტად სანახაობრივს ხდის.



image


image


image


image


image


image


image


image


image



დევიდის კიდევ ერთი სიყვარული აფრიკაა. ფოტოგრაფმა იმოგზაურა შავი კონტინენტის სიგრძეზე და სიგანეზე და გადაიღო ადგილები, სადაც მანამდე არცერთ პროფესიონალ ფოტოგრაფს ფეხი არ დაუდგამს. ხშირად იაროუს ცხოვრება ბეწვზე ეკიდა - განსაკუთრებით მაშინ, როცა უწევდა სამხედრო კონფლიქტებში ჩართულ რეგიონებში მუშაობა.



image



ფოტოგრაფი ყოველთვის თვლიდა, რომ კარგი კადრი რისკის ფასად ღირდა და არ აშინებდა მკაცრი შიშველი მამაკაცების არსებობაც, რომელთაც ადრე კამერა ნანახიც არ ჰქონდათ, მაგრამ კარგად იცნობდნენ AK-47.



image


image


image


image


image



ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი გონების ოინები“ - ჰოლანდიელი მხატვრის შემაძრწუნებელი და უცნაური ნახატები

All About Photo Awards 2024 წლის გამარჯვებულების 20 ფოტო, რომელიც ემოციების ქარიშხალს იწვევს

მოტო არტის ღმერთი დევიდ ული და მისი ლამაზმანები Harley-Davidson

საოცნებო გოგონები სკანდალურად ცნობილი ფოტოგრაფის დევიდ ჰამილტონის ობიექტივში

მოგონებების სამყარო ტომ ჰასის ფოტოპროექტში „ანარეკლი“


0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
248