სხვა 2024 წლის 20 ყველაზე გემრიელი წვნიანი მთელი მსოფლიოდან - რეიტინგი 27 აგვისტო, 13:22 მსოფლიოში წვნიანის ათასობით რეცეპტი არსებობს. რომელია ყველაზე გემრიელი? ალბათ, ყველას გასინჯვას ვერ შეძლებთ, თუნდაც ნახევარი ცხოვრება ამაზე დახარჯოთ.
საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან TastaAlas-ის ექსპერტები, რომლებმაც შეადგინეს მსოფლიოში საუკეთესო წვნიანების დეტალური სია რეალური ადამიანების ხმების საფუძველზე, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს. მიღებული რეიტინგი, რომელიც 100 კერძისგან შედგება, აჩვენებს, რომელი წვნიანებია საუკეთესო 2024 წელს. „ჩესნეჩკა“ - მე-20 ადგილი ქვეყანა: ჩეხეთი კლასიკური კერძი მზადდება ქათმის ბულიონის გამოყენებით, კარტოფილის, კვერცხის და ბევრი ნივრის დამატებით. როგორც წესი, მიირთმევენ ორცხობილასთან ერთად. „კალაკეიტო“ - მე-19 ადგილი ქვეყანა: ფინეთი ეროვნული ფინური წვნიანი. ჩვეულებრივ დღესასწაულებზე ამზადებენ. არსებითად წარმოადგენს რძიან წვნიანს ორაგულის ან კალმახის დამატებით.„გულაი“ - მე-18 ადგილი ქვეყანა: ინდონეზია ქოქოსის რძეზე დაფუძნებული კერძი ხორცით და ბევრი სანელებლით.„სინიგანგი“ - მე-17 ადგილი ქვეყანა: ფილიპინები ფილიპინური წვნიანი ან რაგუ. ხასიათდება მჟავე და ცხარე გემოთი, რომელიც მიიღწევა მკვახე მანგოს ან ბრინჯის ძმრის გამოყენებით. ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.„ოსპის წვნიანი“ - მე-16 ადგილი ქვეყანა: თურქეთი სხვადასხვა სახეობის ოსპის საფუძველზე მზადდება. შეიძლება იყოს ვეგეტარიანული ან ხორციანი.„ტომ კჰა კაი“ - მე-15 ადგილი ქვეყანა: ტაილანდი ცხარე ქათმის წვნიანი სოკოთი, მოხარშული ქოქოსის რძეში.„კიტაკატა რამენი“ - მე-14 ადგილი ქვეყანა: იაპონია რამენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა, რომელიც ღორის ძვლების გამოყენებით მზადდება.„ცუკემენი“ - მე-13 ადგილი ქვეყანა: იაპონია საკმაოდ უჩვეულო წვნიანი. ცივი ატრია, რომელიც ჯერ ბულიონში უნდა ჩააწოთ და შემდეგ მიირთვათ.„პოზოლე“ - მე-12 ადგილი ქვეყანა: მექსიკა ტრადიციული მექსიკური წვნიანი, რომელიც ხორცისა და სიმინდისგან მზადდება. სისქით და ნოყიერებით გამოირჩევა.„რამენ შოიუ“ - მე-11 ადგილი ქვეყანა: იაპონია რამენის კიდევ ერთი სახეობა. ამ კერძის მთავარი განმასხვავებელი თვისება სოიოს ბულიონია.„მისო რამენი“ - მე-10 ადგილი ქვეყანა: იაპონია ამ წვნიანში მისო პასტა გამოიყენება ბულიონის მოსამზადებელ მთავარ ინგრედიენტად.„ტონკოცუ რამენი“ - მე-9 ადგილი ქვეყანა: იაპონია კუნძულ კიუსიუს სავიზიტო ბარათი. წვნიანი მზადდება ღორის ხორცისა და ძვლებისგან. ბულიონი უნდა მოიხარშოს მინიმუმ 6 საათის განმავლობაში.„ბეირანი“ - მე-8 ადგილი ქვეყანა: თურქეთი ტრადიციული წვნიანი, რომლის მთავარი ინგრედიენტებია ბატკნის ხორცი, ბრინჯი, ნიორი, კარაქი, წიწაკის პასტა.„სოპა ტარასკა“ - მე-7 ადგილი ქვეყანა: მექსიკა ლობიოს პიურესგან დამზადებული წვნიანი პომიდვრით, რომელსაც ემატება საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩილის წიწაკა.„ჰოგო“ - მე-6 ადგილი ქვეყანა: ტაივანი ტრადიციული ჩინური კერძი. წარმოადგენს მდუღარე (ან ძალიან ცხელი) ბულიონს, რომელიც გააქვთ სუფრაზე სხვადასხვა დანამატთან ერთად. განკუთვნილია დიდი კომპანიებისთვის. შვედური მაგიდის აზიური ალტერნატივაა.„რამენი იოკოჰამას სტილში“ - მე-5 ადგილი ქვეყანა: იაპონია წვნიანის რეცეპტი 1974 წელს გამოჩნდა იოკოჰამაში. კერძი შედგება სქელი ატრიისგან და ბულიონისგან, რომელიც ნაღების ტონკოცუს (ღორის ბულიონი) და სოიოს სოუსის ნაზავია. შიგთავსში შედის ღორის ხორცი, დაჭრილი წყალმცენარეები, პრასი და ისპანახი.„რამენი“ - მე-4 ადგილი ქვეყანა: იაპონია რამენი წვნიანი ატრიით, რომელიც პირველად გამოჩნდა იაპონიაში 1910 წელს, როდესაც ჩინელმა მზარეულებმა ატრია და მარილიანი ბულიონი შეურიეს.„სოტო ბეტავი“ - მე-3 ადგილი ქვეყანა: ინდონეზია საქონლის ხორცის წვნიანი. მზადდება ხორცისა და სუბპროდუქტებისგან, რომლებიც ნელ-ნელა ითუშება ქოქოსის რძის ბულიონში. წვნიანი უნდა იყოს შეზავებული სხვადასხვა სანელებლით, როგორიცაა ლემონგრასი, გალანგალი, კურკუმა, ლაიმა და ქინძი.„რავონი“ - მე-2 ადგილი ქვეყანა: ინდონეზია არომატული წვნიანი მზადდება ჩაშუშული საქონლის ხორცით და სხვა ტრადიციული ინდონეზიური ინგრედიენტებით, როგორიცაა ლაიმას ფოთლები, ლემონგრასი, კოჭა და ჩილის წიწაკა. მთავარი ინგრედიენტია ინდონეზიური შავი კაკალი.„ვორი-ვორი“ – 1-ელი ადგილი ქვეყანა: პარაგვაი წარმოუდგენლად გემრიელი და ნოყიერი წვნიანი. მასში შედის ხორცი (საქონლის ან ქათმის ხორცი), მსხვილი დამპლინგი, რომელიც შედგება სიმინდის ფქვილისგან და ყველისგან, ასევე ბოსტნეულისგან, როგორიცაა სტაფილო, ნიახური და ხახვი.„ხარჩო“ - 65-ე ადგილი ქვეყანა: საქართველო ას საუკეთესო წვნიანს შორის მოხვდა ქართული წვნიანიც. შეიცავს საქონლის ან ქათმის ხორცს, ბრინჯს და ნიგოზს. გაზავებულია ქართული სანელებლებით, როგორიცაა ხმელი სუნელი და ტყემლის სოუსი. მიირთმევენ ცხელს და ახალდაჭრილი ქინძით მორთულს.ასევე დაგაინტერესებთ: ამაზრზენი ამერიკული კერძები, რომლებზეც აშშ–ს მაცხოვრებლები უბრალოდ გიჟდებიან 15 ქვეყნის მაცხოვრებლებმა აჩვენეს, რა ღირს საკვები იქ, სადაც ცხოვრობენ თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი, რომელიც იმდენი ღირს, რომ დაჯერება გვიჭირს ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი? 350 შეფასება არ არის |