x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
მეგრელთა გამოყოფის მსურველნი – მდგომარეობა XIX საუკუნის ბოლოს სამეგრელოში

image(პამფლეტი)

დროთა ვითარებამ და ჟამთა უკუღმა ტრიალმა სხვა ქართველებთან ერთად - ჩვენ, მეგრელებს ბევრი ხელჩასაჭიდი და თავმოსაწონი თვისებანი წარგვტაცა, გამოგვგლიჯა ხელიდან, ისეთი თვისებანი, რომლებითაც სამართლიანად თავი მოწონდათ ჩვენ წინაპრებს და ანდერძათ მიაჩნდა შთამომავლობას მათი შენახვა_შეურყევლობა!

მაგალითად: დავკარგეთ ჩვენ ის მტკიცე და შეურყეველი ხასიათი, რომლის მეოხებით ჩვენი ერი, მრავალტანჯული, ბევრჯერ აოხრებულ_აწიოკებული ურიცხვი მტრისაგან, მაინც არ აჩაგვრინებდა მტერს მის თავს და ხელთ იგდებდა თუ არა დროს, პირიქით, აშკარად უმტკიცებდა მუხანათს, რომ ის ბუნებას არ შეუქმნია მონად და აბუჩად ასაგდებად... განგვიქრა, გაწყდა ჩვენში ის სულიერი კავშირი, რომელიც ამხნევებდა, შთაბერდა სულს მამაცობისას ჩვენს ერს საერთო გაჭირვების დროს! და ყველა ამასთან, კერძოდ ჩვენ მეგრელებმა, მაწანწალა "სულელ_ბრძენების" მეოხებით, ჩვენდა დასამცირებლად და სახელის გასატეხად გავწყვიტეთ კავშირი ჩვენ თანანემამულეებთან, სწავლა_აღზრდის საქმეში უარი ვყავით ის, რაც ათასი და მეტიც წელიწადი გვაერთებდა, გვაკავშირებდა და გამოვყავით ყველა ქართველთა მოდგმის თემები ცხოვრების სარბიელზე ხელისხელ გაყრილნი, როგორც ღვიძლი ძმები!

დადგა ახალი დრო. დაჰბერა ახალმა სიომ. ამ ახალმა დრომ დაბადა პატიოსნება_აღმოხოცილნი მამულისშვილნი, იუდის თანაზიარნი, ანგარებით სავსე პირნი. ესენი გადაქმნილან, დამახინჯებულან, აღმოხოციათ გულიდან თანაგრძნობა თვისის მრავალტანჯულის ერისა. ამ პირთ ცხოვრების მიზნად გაუხდიათ ის, რომ ერის დამცირებაზე, გადაქმნაზე, მის უკან მსველობაზე აღაშენონ თავიანთი პირუტყვული კეთილდღეობა. ქვეყნის მუხანათნი, აი, რას თხოვენ ბოროტს სულს აკაკის ლექსით:

"პირმოთნეობის, მოღალატობის
და ორპირობის მომტანე ნიჭი,
რომ ვიმოქმედო ჩვენს ქვეყანაში
და თანდათანა წინ წავდგა ბიჯი".

"სულო ბოროტო! ეს აღმისრულე
და მეტს არ ვითხოვ შენგან დიდებას,
მაშინ შენც ნახავ, რომ ყველა ერთად
მე დამიწყებენ ჩვენში დიდ ქებას".

ბოროტმა სულმა ჩვენი ქვეყნის ორგულთ ვაჟბატონებს პირველი თხოვნა_ვედრება უკვე აუსრულა: მათ თანდათან, დღე_დღეობით, ემატებათ პირმოთნეობის, მოღალატობის და ორპირობის ნიჭი, მათ, ჩვენი ერის უნებურათ და რაღაც მანქანებით, დარჩათ ჩვენს ქვეყანაში მოედანი სამოქმედოთ და მით "თანდათან წინ წადგეს ბიჯი". მათმა ყალბმა და საფუძველს მოკლებულმა აზრმა, ლტოლვილებამ, დაიმსახურა ყურადღება და თანაგრძნობა იქ, სადაც მათთვის უფრო გამოსადეგია!
მხოლოდ მეორე, უკანასკნელი წადილი მათ ვერ შეუსრულებიათ. ისინი ვერ ეღირსებიან, რომ ერმა მათს საზიზღარს და სამარცხვინო მოქმედებას გუნდრუკი უკმიოს! წავიდა, - სულ თუმცა ჯერ კიდევ ვერ წასულა, მაინც თანდათან ქრება - ის მათთვის სანატრელი დრო, როდესაც ჩვენში ვერ არჩევდნენ მტერ-მოყვარეს, როდესაც ქვეყნის ორგული ვაჟბატონების მოქმედებას ბაზარი ჰქონდა! ახლა უბრალო, უვიცი სოფლის გლეხიც ზიზღით იხსენიებს მათ, ხედავს რა მათ მოქმედებას, მათ ანგარებით სავსე საქციელს, რომელიც ნიშანია მისი გრნობა_გონების დაქვეითებისა!

ზემოთ აღწერილი ახალი რჯული ვაჟბატონები - უსუსურნი და უგუნურნი, ნაძირალნი ჩვენის შეფერხებულის ცხოვრებისა, იმის ქადაგებასაც ბედავენ, რომ მეგრელები ქართველები არ არიანო, განცალკევებული ისტორიული ცხოვრებით უცხოვრიათო, რომ მეგრული ქართულს სრულებით არ წააგავსო, სხვა ენა არისო და სხვა და სხვა... მერე, რამ გამოიყვანა ეს ვაჟბატონები პროპაგანდულ ასპარეზზე? ნუთუ საქმის ღრმად გარკვევა_ჩაკვირვებამ, ფაქტების შესწორ_შედარებამ, ძველი ისტორიული ნაშთების კვლევა_ძიებამ, ენის კანონების გამოკვლევამ დაბადა, შექმნა, მათი ვითომდა რწმენა? არა, არა, და ათასჯერ არა! განა მათ გაეგებათ საზოგადოდ, რა არის ისტორია? განა მათ იციან კერძოდ საქართველოს თავგადასავალი? განა მათ იციან ქართული ენა და მისი კანონები? არც ცოდნა, არც გაგება მათ არა აქვთ! არც ერთი მთელი აზრი, არც ერთი ჰუმანური გრძნობა, არც ერთი ცხოვრებაში გამოსადეგი იდეა მათში არ მოიპოვება! მერე და, მკითხავთ, როგორ მოიპოვეს ჯერჯერობით მაინც გამარჯვება ასეთი ფარ_ხმალ_ისრით აღჭურვილ მეომართ? პასუხი რა საჭიროა? თქვენც კარგად იცით, ქარი საიდან ჰქრის!..

თუ ჩვენს ხალხს გულშემატკივარი სადმე მოეძებნება, ამ გარდამქმნელ_გადამგვარებელ მოვლენის მოსასპობად, იმის ძირიანად აღმოსათხრელად უნდა მოქმედებდეს. თუ ჩვენა გყვავს გონებაგანვითარებულნი, ზნეობრივად შეუბღალველნი და ჩაკვირვებულნი მამულის შვილნი, ისინი უნდა გაუმკლავდნენ ამ დამამხობელ ნაკლს და გამოაცალონ ნიადაგი, შეუკრან გზა გავრცელებისა. თუ ჩვენ გყვავს ექიმი, ამ ავადმყოფობას უნდა აღმოუჩინოს წამალი, მას უნდა მოანდომოს თავის ძალ_ღონე.

მართლაც, ჩვენდა სასიხარულოდ ახლახან სამოქმედო ასპარეზზე იჩინა თავი ახალმა თაობამ, ახალი მიმართულებით, კეთილი აზრით და იდეებით. მხოლოდ ეს თაობა თავისი უანგარო შრომით გამოსჭვივის აქა იქ ჩვენს უფერულს ცხოვრებაში. მხოლოდ ის არის სწავლა_განათლების საქმეში "ნათელი" და "მარილი" ჩვენის ქვეყნისა. ეს ახალი თაობა აღჭურვილა შეძლებისდაგვარად ყოველის ეროვნულის საუნჯის ცოდნით, მოუმზადებია თავის გულის სიღრმეში ნიადაგი ერის გაჭირვების თანაგრნობისათვის. ამ ახალ მუშაკთა გუნდს უღვივის გულში ერის პატივისცემა, ის სასიხარულოდ ამცდარა გადაბირების გზას, არ დამახინჯებულა, არ მოსპობილა "კავშირი შემაერთი" მათ და ერს შორის. მოქმედების დროს ამ თაობას დიდი ბრძოლა მოელის, დიდს გაჭირვებასაც გამოივლის. ქონებრივი კეთილდღეობაც შეუმცირდება, მაგრამ ის უნდა გამხნევდეს, უსამართლობას შეებრძოლოს, ჰკაფოს ეკლიანი გზა ცხოვრებისა და მით დაიჭიროს დროშა ხელში კეთილდღეობისა და პატიოსნებისა, რადგანაც მისკენ არის ხალხის თანაგრძნობა. და სწორეთ ასეც იქცევა. მისი სიმხნევე_გამრჯელობით ჩვენში დაარსდა და ახლაც არსდება სამრევლო სკოლები, მათ შორის ორკლასიანიც, მაგალითად - ხეთისა, სადაც ორ ახალგაზრდა მუშაკთა თითქმის უსასყიდლო შრომით გლეხ_აზნაურის შვილები სწავლობენ ქართულ_რუსულს, იძენენ სოფლელთათვის გამოსადეგ ცოდნას. სიღარიბისა და უსახსრობის მიუხედავად ამ სკოლაში სწავლა კარგ ნიადაგზეა დაყენებული, რაც ცხადად დაამტკიცა წლიურმა შეგირდთა გამოცდამ. ამისთანა სკოლები ღირსია ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობისა და დახმარებისა, რადგანაც მათში მოღვაწეობა საქველმოქმედო საქმეთ უნდა ჩაეთვალოს მუშაკთ...

ახალ მუშაკთა დარიგება_ჩაგონებით იბადება სურვილი სამკითხველოებისა და წიგნთსაცავის დაარსებისა. მათ სურთ ერთადერთი მოსასვენებელი კვირადღე საკვირაო სკოლას მოახმარონ და სოფლის ბიჭებს, რომელთაც არა აქვთ სახსარი სკოლაში სწავლისა, ან და სკოლაში იმყოფებიან, მაგრამ არ იციან ქართული, შეასწავლონ ქართული წერა_კითხვა... და მომავალშიაც ბევრს უნდა მოელოდეთ ამ თაობისაგან, რადგანაც საზოგადო უანგარო, პატიოსანი და აზრიანი შრომა ნაყოფს გამოიღებს, ერს წინ წაწევს. ვუსურვებთ ამ ახალ თაობას და მის წადილს გამარჯვებას, ძლევამოსილად გამოსვლას ბრძოლის მოედნიდან!!!

ავტორი: აპო ხეთელი
*
წყარო: სალიტერატურო და სამეცნიერო ნახატებიანი გაზეთი "კვალი" – 1894 წლის 14 აგვისტო.
4
167
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
167
  
ახლა რო თავი გამოიდო ღარიბანთ ბიჭმა,ერეკლეს ძეგლი მინდა კახეთის გზატკეცილზეო,აქამდე სად იყო? ან მისი მაგინებელი რო გაამდიდრა მისმა ბოსმა,რატომ ხმა არ ამოიღო კახელმა ღარიბაანთ ბიჭმა და ქიზიყელმა პარლამენტის პაპუაანთ ბღარმა? მოღალატე მოღალატეა და როცა მოღალატე დაიწყებს პატრიოტობას,ეგ ყველაზე ცუდი ამბავია.
ბევრი რო არ გავაგრძელო,დაიშალა საქართველო და მისი აღდგენას ადამიანის ძალა არ ეყოფა. როგორც კონტანტინემ თქვა გიორგის პირით "როცა ამდენი მოღალატე ყავს ქვეყანას,მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს",ხოდა ეგრეა,მოღალატეები კილო მანეთად არის. ჩემი არ გჯერათ,მიდით თქვით ცუდი ამერიკაზე,ეგრევე რუსეთუმეს დაგიძახებენ და პირიქით,თქვი ცუდი რუსეთზე,მაშინვე ლიბერასტი გახდები. ანუ საქართველო სად არის? არ შეიძლება არც რუსეთი და არც ამერიკა არ მოგწონდეს? ერთის შექმება მეორის გინებას რატომ ნიშნავს ან პირიქით? შენ შემამოწმე,ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ თუ არა,ფეხებზე არ გკიდია რუსეთი და ამერიკა? მარა არა,არ კიდიათ,რადგან ნომრიანი აგენტები და სასარგებლო იდიოტები არიან,მათი ქვეყანა არის რუსეთი ან ამერიკა,ხოდა საქართველო სად არის? ეს არის ახალი თაობა თუ რაც არიან,დანომრილები არიან და ზოგი რიგში დგას,იქნებ ამერიკლემა ან რუსმა ბიძიამ მინომროს. აი,ჩვენი უბედურების სათავე ეს არის,განათლების ისე მოწყობა რო ადამიანებს ამერიკა ან რუსეთი არ ეგონოთ სამშობლო.
ახალ თაობაზე რა უნდა ითქვას,როცა მათ მოღალატეები ზრდიან,როგორც სახელბში,ისე სკოლასა თუ უნივერსიტეტებში. მხოლოდ იშვიათი ოჯახია,ვინც საკუთარ შვილს უნერგავს ქვეყნის და ხალხის სიყვარულს,მიდის ეს ახალგაზრდა და უნივერსიტეტში თავის ადგილს ვერ პოულობს,რადგან იქ ღალატს ასწავლიან და ის ისე გაიზარდა რო მოღალატე არ არის. ორი არჩევანი რჩება ასეთ ახალგაზრდას,ან იბრძოლოს ან წავიდეს აქედან. იბრძოლოს და რით უნდა იბრძოლოს,საითაც არ უნდა გაიხედო ყველაგან მოღალატეები არიან,ყველა ასეთს ებრძვის და მას იარაღიც კი არ აქვს. სიტყვა კი აქვს,მარა სიტყვა სიტყვაა,საქმე კი სულ სხვაა. ქვეყნიდან წასვლა არ უნდა,რადგან აქ უნდა ცხოვრება და ვერ ეგუება იმ აზრს,რომ მისი შვილი შესაძლოა უცხოეთში გაიზარდოს ანუ შანსი არის რო ნომრიანი აგენტი გახდეს,რადგან ასე მუშაობს იქაური სისტემა. სათავისოდ ასწავლიან,საქართველოსთვის ვინ დახარჯავს რესურს და ვინ გამოუზრდის თაობას. ამიტომაც,ახალი თაობა უსარგებლოა ამ ქვეყნისთვის. მე ხო არ მომიგონია,ქვეყნისთვის სამსახურს გირჩის მღვდლობა არჩიეს,ხომ არის ასე? ზოგი გიჟის საბუთს იღებს და ხვალ რო რამე მოხდეს,საზღვართან რიგს დააყენებენ. ზოგი ენჯეოშნიკი გახდა,უკვე აღარ აქვს ვალდებულება იმსახუროს ქვეყნისთვის. მთალად ვერ გაამტყუნებ ამ სიტუაციაში,რადგან სამთავრობო უწყებებში და პარალემენტში დეზერტირები სხედან,ხოდა თუ დეზერტირი დაფასება ქვეყნის მართვას ნიშნავს,ახალმა თაობამ რატომ უნდა იმსახუროს? დეზერტირობა არის დაფასებული და ყარს ქვეყანა დეზერტირებით. ვიტყოდი რო ამ ქვეყანას ეშველებათქო,მარა მაგის არ მჯერა,რაღაც ხომ უნდა იყოს ისეთი რო ამის საშუალებას იძლეოდეს. საქართველო ერთ დროს გმირების და პატრიოტების ქვეყანა იყო,ეხლა დეზერტირების და მონების ქვეყანაა. დაპყრობილ საქართველოში უფრო მეტი გმირი გაიზარდა,ვიდრე დამოუკიდებელ ქვეყანაში. ავიღოთ 90იანების პერიოდი,სსრკში დაბადებული ადამიანები წავიდნენ ომში საქართველოსთვის,თან მოხალისეებად. იგივე სამეგრელოში,ადამიანები კბილებით იცავდნენ თავის მიწას,მერე რა მოხდა,ზოგიერთმა მოღალატემ დაარბია ეს ხალხი. დღეს ან მაშინ რო მოეთხოვათ დამოუკიდებლობა ამ ხალხს,მართლებიც იქნებოდნენ,თუმცა ეს არ გაუკეთებიათ. გამოდის რო ამ რეგიონში ეხლა ბევრი არის ერთიანობის მომხრე.
მარტო სამეგრელო არა,ყველა რეგიონმა თავისი წილი ცუდი გააკეთეს,მხოლოდ კახელები დარჩნენ ერთგულნი ერთიანი საქართველოს იდეის,მხოლოდ მათ აღიარეს მეფედ გიორგი VIII და იქცა კახეთის მეფედ,როგორც გიორგი პირველი. ამიტომაც,არ ეხმარებოდა კახეთი ქართლს,როცა ისინი სისხლისგან იცლებოდნენ,რადგან იქ ერთიანო საქართველოს მოღალატენი ცხოვრობდნენ,ყველგან კახეთის გარდა.კახეთში გაიზარდა ადამიანი,ვინც ითავა საქართველოს გაძლიერება და მის მტრებთან ბრძოლა,მას პირდპაირი წესით არ ეკუთვნოდა ქართლის ტახტი,რადგან მამამისი შაჰის დასმული იყო,არც ის გახლდათ ქართლის პირდაპირი მემკვიდრე.მთელი კახეთი და მთელი საქართველო იმედისთვალით შეჰყურებდა ამ ახალგაზრდას,რომელიც ჯერ კიდევ ყმაწვილობის დროიდან პირაპირ მდიოდა მტერზე შურის საძიებლად. გავიდა 200 წელზე მეტი და მხოლოდ კახეთში დაფასდა ეს კარგი კაცი. სხვებმა მის მოღალატედ მომხსენიებელს წითელი ხალიჩები გაუგეს და სწორედ იგივე დროება არის ეხლაც,კახეთი აფასებს იმას,რასაც არ აფასებენ სხვები.მტირალა ბარათაშვილმა თავის გულისტკივილი დაწერა და ადამიანებმა სრულ რეალობად აღიქვეს,როცა ადამიანი იმისგან იტანჯებოდა რო ქალმა უარი უთხრა. ხოლო,მისმა მასწავლებელმა და მისმა თანამდეროვეებმა ერთმანეთს უღალატეს და შეთქმულება გასცეს. ერთხელ არ დასცდენია სიტყვა მტირალას,რომ ღალატი იყო მიზეზი,რატომაც ერეკლე მიენდო რუსეთს და არა ის რო ის ფიქრობდა,რუსეთი ნეტარი ანგელოზებით სავსე იმპერია იყო. გავიდა ამდენი ხანი და ერეკლეს გეგმამ გაამართლა,საქართველო ისევ არსებობს და რელიაგიად ისევ ქრისტიანობა აქვს. როცა ამ საკითხზე ვსაუბრობ,ესეც დანაშაულია და დაუფასებლობა.
0 1 4