საზოგადოებრივი 10 გიჟური კანონი, რომელიც ძველ რომში მოქმედებდა 27 აგვისტო, 8:35 თანამედროვე იურისპრუდენციის საფუძველს რომაული სამართალი წარმოადგენს. თუმცა, ძველ რომში ისეთი კანონებიც იყო, რომელიც დღეს მხოლოდ ველურობად, კი არა, ნამდვილი ბარბაროსობად მიიჩნევა. აქ სწორედ 10 მათგანს წარმოგიდგენთ: თვითმკვლელობისთვის სენატის ნებართვა იყო საჭირო მოქალაქეებს, იმ დროს, საკუთარი სურვილით, თვითმკვლელობის უფლებას არ აძლევდნენ. თუ ადამიანი ცხოვრებასთან დამშვიდობებას გადაწყვეტდა, მას განცხადება სენატში უნდა შეეტანა, თან მიზეზიც აეხსნა, თუ ამ ნაბიჯს რის გამო დგამდა. თუ სენატორები, მსჯელობის შემდეგ, მიზეზს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდნენ, მთხოვნელს, უფასოდ, შხამს აძლევდნენ, რომ ცხოვრებიდან უმტკივნეულოდ წასულიყო. აკრძალული იყო მეწამული ფერის ტარება რომაელების ძირითადი სამოსი ტოგა იყო — საკმაოდ დიდი ზომის შალის ქსოვილი, რომელიც ტანზე ჰქონდათ შემოხვეული. ტოგა, როგორც წესი, თეთრი იყო. ხშირად მას მეწამული ან ოქროსფერი ზოლები, ან ორნამენტები ჰქონდა. მგლოვიარეებს კი, ნაცრისფერი ან შავი ტოგა ეცვათ. ტოგას ფერის არჩევისას, რომში მკაცრი წესები არ არსებობდა. გარდა ერთისა: მეწამული ტოგას ტარება მხოლოდ იმპერატორს შეეძლო. აკრძალული იყო დიდი ნადიმის გამართვა ძველ რომში მეტად აქტუალური იყო კანონები, გადაჭარბებული ფუფუნების წინააღმდეგ. ფუფუნებაში ითვლებოდა დიდი რაოდენობით ავეჯი, სამოსი, საკვები და ა. შ. მაგ., ძვ. წ. აღრ. 181 წ. მიღებული კანონის მიხედვით, ადამიანს საკუთარ სახლში მხოლოდ 3 სტუმრის მიღება და მასპინძლობა შეეძლო, ხოლო ბაზრის დღეებში – არაუმეტეს ხუთის (ასეთი დღეები თვეში 3–ჯერ იყო). დაკრძალვაზე ტირილი იკრძალებოდა ვიდრე აღნიშნულ კანონს მიიღებდნენ, მიცვალებულის დაკრძალვის ცერემონია მეტად საინტერესოდ ტარდებოდა. როდესაც დაკრძალვის დრო მოვიდოდა, ცხედრის დაკრძალვამდე ან კოცონზე დაწვამდე, მიცვალებულს, პროცესიის თანხლებით, ქალაქში ატარებდნენ — ბოლო პუნქტი რომის ფორუმი იყო. პროცესიის თავში მუსიკოსები მიდიოდნენ, მათ უკან — ჭირისუფალი და დამტირებლები მიდიოდნენ. ეს სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, რომლებიც გარდაცვლილს არც კი იცნობდნენ. ისინი თავზე თმას იგლეჯდნენ, წიოდნენ, კიოდნენ და მწუხარების გამოსახატავად, სახეს იკაწრავდნენ... და რაც უფრო მდიდარი და გავლენიანი იყო ადამიანი, მით უფრო დიდი იყო პროცესია. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დაკრძალვაზე ტირილი, უბრალოდ, აიკრძალა, რომ ხალხს ასეთი მსახიობები არ დაექირავებინა და ქალაქის სიმშვიდე არ დაერღვია. მამას შეეძლო, თავისი ქალიშვილის საყვარელი ლეგალურად მოეკლა ზოგადად, მეუღლეებს შორის ღალატის თვალსაზრისით, ძველი რომის კანონმდებლობა საკმაოდ თავისებური იყო, თუმცა იმდროინდელ ზნე-ჩვეულებებს ადეკვატურად ასახავდა. მაგ., თუ მამაკაცი ცოლს საყვარელთან გამოიჭერდა, მას ორივე ოთახში უნდა ჩაეკეტა და რაც შეიძლება მეტი მეზობელი მიეყვანა, ცოლის ღალატის ფაქტის დასამოწმებლად. ამის შემდეგ, მამაკაცი აუცილებლად უნდა გაჰყროდა მეუღლეს, რომ თავად ის არ დაედანაშაულებინათ სუტენიორობაში (მეუღლის სხეულით ვაჭრობაში). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ცოლის საყვარელი მსახიობი ან ყოფილი მონა იყო, კაცს მისი მოკვლა შეეძლო და ამის გამო, პასუხს არავინ მოსთხოვდა. ხოლო, თუ მამა გასათხოვარ ქალიშვილს საყვარელთან შეასწრებდა, მისი მოკვლა, სოციალური სტატუსის მიუხედავად შეეძლო. თავად მამაკაცის მეუღლისადმი ღალატს კი, — არც ფიზიკურად და არც იურიდიულად არ ისჯებოდა. მშობლების მკვლელს, ტყავის ტომრით, ცხოველთან ერთად ახრჩობდნენ ასეთი სასჯელი ელოდათ რომაელებს, ახლო ნათესავის მკვლელობისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დახრჩობა, სხვადასხვა დანაშაულისთვის, საკმაოდ გავრცელებული სასჯელი იყო. მაგრამ, ნათესავის მკვლელობის შემთხვევაში, ადამიანთან ერთად, ტომარაში რომელიმე ცხოველს — ძაღლს, გველს ან მაიმუნს სვამდნენ. მათი რწმენის თანახმად, ეს ცხოველები პატივს არ სცემდნენ საკუთარ მამებს... და საერთოდ, იმ ეპოქაში, ტომრით დახრჩობა უკიდურესად დამამცირებლად ითვლებოდა. არისტოკრატებს, როგორც წესი, სხვაგვარად სჯიდნენ. მეძავებს თმა ქერად ან წითლად უნდა შეეღება ამის მიზეზი, ცენტრალურ ევროპაში, რომაელების მრავალრიცხოვანი ლაშქრობა იყო. ძალიან მალე, უდიდესი იმპერიის დედაქალაქში, გერმანული და გალური ტომებიდან, უამრავი ქალი გამოჩნდა. ხშირ შემთხვევაში, ისინი საროსკიპოებში ხვდებოდნენ, მონების ან მეძავების სტატუსით და რადგან, მათ შორის უმრავლესობა ქერა და წითური იყო, სულ მალე ოფიციალური კანონი გამოიცა, რომელიც «სიყვარულის ქურუმს» თმის შეღებვას ავალდებულებდა, რომ მათი გარჩევა «წესიერი შავგვრემნებისგან» შესაძლებელი ყოფილიყო. მამას, შვილის მონად გაყიდვა 3–ჯერ შეეძლო ძველ რომში, ოჯახის მამა უდიდესი პატივით სარგებლობდა და მას საკუთარ ოჯახში, შეიძლება ითქვას, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა. მაგ., მას საკუთარი შვილის მონობაში გაყიდვა შეეძლო, ოღონდ, დროებით. ცნობილია ასევე, რომ რაღაც მომენტში, მამას შვილის უკან გამოსყიდვა და მისი სხვისთვის მიყიდვა შეეძლო. მაგრამ, ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვა არსებობდა — მამას შვილის გაყიდვა მხოლოდ 3–ჯერ შეეძლო. მესამე ჯერზე, მონობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის მამის ძალაუფლებისგან თავისუფლდებოდა. ქორწინების წინ, «გამოსაცდელი ვადის» გასახანგრძლივებლად, ქალს სამი დღით სახლიდან წასვლა შეეძლო ზოგადად, იმ ეპოქაში, რომში 3 სახის ქორწინება არსებობდა. პირველ ორს, ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც თანამედროვე ქორწინებას, ხოლო მესამე სახეობის ქორწინება, წყვილს მხოლოდ ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, «გამოსაცდელი ვადის» შემდეგ შეეძლო. თუ ქალი 3 დღით სახლიდან წავიდოდა, დროის ათვლა ახლიდან იწყებოდა. ოჯახის მამას, მთელი ოჯახის ამოწყვეტა შეეძლო — ამის უფლებას კანონი აძლევდა ეს კანონი განსაკუთრებით აქტუალური, რომის იმპერიის ადრეულ, იმპერიამდე პერიოდში იყო. ოჯახის მამა დინასტიის უხუცეს წევრად ითვლებოდა და როგორც აღვნიშნეთ, საკუთარ ოჯახში აბსოლუტური ძალაუფლება ეძლეოდა. იქ ის პროკურორიც იყო, მოსამართლეც და ჯალათიც. ამასთან, თუ მისი ვაჟები უკვე დიდები და დაოჯახებულები იყვნენ, ვიდრე მამა ცოცხალი ჰყავდათ, გვარის უფროსად სწორედ ის ითვლებოდა. მას შეეძლო, მაგ., ცოლი ან რძალი, ღალატის გამო, მოეკლა, ქალიშვილი — ქორწინების გარეშე კავშირის გამო, ხოლო, ვაჟიშვილები — ოჯახის ან საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.
არხის სხვა სიახლეები:* შეთქმულების თეორია, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია* 5 ულამაზესი კუნძული, რომელზეც ადამიანმა ფეხი ვერ მოიკიდა* 15 უნიკალური საქორწილო კაბა, ცნობილი დიზაინერებისგან* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ
461 2-ს მოსწონს
|