სხვა ახალდაქორწინებულებმა ჩამოსახრჩობად კრედიტი აიღეს(ნამდვილი ამბავი) 2012, 20 ოქტომბერი, 17:36 ხარკოვის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა შეყვარებული წყვილი. მათი ოჯახის შექმნას ეწინააღმდეგებოდნენ ორივეს მშობლები, რადგან შვილებისთვის მოძებნილი ჰყავდათ სოლიდური, ხელსაყრელი ვარიანტები. წყვილს ურთიერთობის დაკანონება საიდუმლოდ მოუხდა, რამაც მშობლების რისხვა გამოიწვია. ერთადერთი შედარებით კეთილგანწყობილი ადამიანი აღმოჩნდა პატარძლის ხერსონში მცხოვრები ბებია, რომელთანაც გადავიდნენ საცხოვრებლად.
ცხოვრება სხვენში უწევდათ. ფული ქრონიკულად არ ჰყოფნიდათ. ცოლს, რომელსაც დიპლომი უკვე ჰქონდა, სამსახურში არ იღებდნენ, ქმარს კი ბოლო კურსზე უნდა ესწავლა.
დიასახლისთან ჩხუბის შემდეგ(ბებია გამოგვას სთხოვდა), ახალგაზრდებმა ბანკიდან კრედიტი აიღეს, რითაც იყიდეს ახალი თოკი, საპონი, საჭმელი, ჩასხდნენ ტაქსში და გაემგზავრნენ ხერსონის მახლობლად უდაბნოში. იქ ნაძვის ქვეშ მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ვახშამი, ორივემ ერთ ტოტზე ჩამოკიდეს ყულფები და თავი ჩამოიხრჩვეს.
დილით ადგილობრივმა სოკოს შემგროვებლებმა იპოვეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ოთახში, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდნენ ახადაქორწინებულები, იპოვეს სიკვდილისწინა წერილი. უფრო სწორედ, წერილი კი არა, გავსებული სასკოლო რვეული, სადაც წყვილი გულდასმით აღწერდა თავისი გადაწყეტილების მიზეზებზე. რვეულში უფრო გულდასმით იყო აღწერილი ვისთვის უნდა მიეცათ მათი დარჩენილი ნივთები. 633 4-ს მოსწონს 1-ს არა
|