x
მეტი
  • 26.08.2024
  • სტატია:136716
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510931
„სასწავლო წელი იწყება „კარფურით“ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში
image

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.


21 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ — ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.


„კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში, 5-13 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის ხატვის კონკურსს მართავს — „დახატე შენი სკოლა, მოიტანე ნახატი „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალში და მიიღე შანსი მოიგო განსაკუთრებული პრიზები“.


image


კონკურსის ფარგლებში სულ გამოვლინდება 36 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასკოლო ჩანთები, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები მიიღებენ დამატებით პრიზებს: I ადგილი - აიპადი; II ადგილი - ბლუთუზ დინამიკი. ეს ყველაფერი არ არის, ყველასათვის საყვარელი მხატვარი - ზალიკო სულაკაური გამოავლენს საკუთარ რჩეულებს. კონკურსი გაგრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან 12 სექტემბერს.


ასევე, შეგახსენებთ, რომ „კარფურში“ მისულ მომხმარებლებს, სასკოლო ასორტიმენტის ფართო არჩევანი განსაკუთრებული ფასდაკლებით დახვდებათ - სასკოლო ჩანთები, ლანჩბოქსები, საკანცელარიო ნივთების დიდი არჩევანი და ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ყველა სხვა სასკოლო ინვენტარი თუ ტექნიკა.


„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.


R



0
2
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0