x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისეთი ბრალდება წაუყენეს სამივე ერთად ვერ უშველის"- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელსც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


"კურსკის ოპერაციის ტოლფასი ფაქტია დუროვის დაჭერა. თან ისეთი ბრალდება წაუყენეს პარიზის გრანდები მეცნერი, ლევი და კეჟმანი რომ გააცოცხლო სამივე ერთად ვერ უშველის. აშკარად ტროას ცხენივით გამოვიდა ალიევი."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები "Telegram"-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად. პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. "Telegram"-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მედიამ 24 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ პაველ დუროვი დააკავეს საფრანგეთში, ლე-ბურჟეს აეროპორტში. იგი დაკითხეს და გუშაგთა კონტროლის ქვეშ დატოვეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბიზნესმენი აზერბაიჯანიდან კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.


"France-Presse"-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაველ დუროვი სასამართლოს წინაშე ახლო მომავალში წარდგება. სააგენტოს ინფორმაციით, დაპატიმრების ორდერი გასცა საფრანგეთის უწყებამ, რომელიც ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს (OFMIN) და ორდერი გაცემულია წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიემართება შესაძლო დარღვევებს, მათ შორის თაღლითობას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, კიბერ სივრცეში გავრცელებულ მუქარას, ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორიზმის პროპაგანდას. დუროვს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მან არ გაატარა ზომები მისი პლატფორმის ბოროტმოქმედთა მხრიდან გამოყენების წინააღმდეგ.







0
520
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
520