x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„როგორც რიკოთმა დაიწყო სილის გაწვნა, ისე შემოგვცხებს გრუნტის ჭრა და კორპუსომანია“ - თეა გოდოლაძე
image

.

რიკოთზე წყალდიდობის დროს გამოწვეული პრობლემების გამო სპეციალისტები შეშფოთებულნი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ამით რიკოთმა სილა გაგვაწნა და კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სპეციალისტები ამბობენ, რომ იგივე გაფრთხილებებს უნდა ველოდეთ იმ წერტილებში, სადაც გრუნტის ჭრა და კორპუსების მშენებლობა ხდება.

.


სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

.

როგორც რიკოთმა დაიწყო სილის გაწვნა (და ჯერ კიდევ სად ვართ, აწი უფრო გართულდება) ისე შემოსცხებს ხელუკუღმას გრუნტის ჭრა და კორპუსომანია ამ ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ის, რა არ ვიცით! არც სახელმწიფო მოხელეებს, არც სამშენებლო “ისტებლიშმენტს”, არც გაბიზნესმენებულ და გამოპოლიტიკოსებულ სპორტსმენებს და “სელებრითებს”, წარმოდგენაც კი არა აქვთ ამ ქვეყანაში არსებულ საფრთხეებზე. კარგათ ვაშენებთო, ვიცითო. ვაი თქვენს პატრონს, თქვენ რომ იცით, გრამაფონშია. ნეტა იმდენი ინგლისური იცოდეთ, გესმოდეთ, რას “მეჭორავებიან” თქვენთან შეხვედრის შემდეგ, ცოტა აზრზე მოსული ავროპელი და ამერიკელი სპეციალისტები. მშენებლობის კუთხით, ბნელა აქო და რა გეშველებათო” - წეერს გოდოლაძე.

.

24 აგვისტოს სრული კოლაფსი იყო რიკოთზე - უღელტეხილზე მოსულმა წვიმამ ისევ პარალიზება გამოიწვია. ათასობით მგზავრი უსასრულო საცობში მთელი ღამე უძრავად იდგა. მაგისტრალზე ჩამოსული ლაფისა და წყლის უხვი რაოდენობის გამო, ავტომობილები ვერც წინ ახერხებდნენ გზის გაგრძელებას და უკან სვლაც შეუძლებელი იყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ხერგილში 7 საათზე მეტიც კი იდგნენ და ადგილიდან ვერ იძროდნენ.

.

ექსპერტებს უჩნდებათ ეჭვები, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება. როგორც სფეროს მკვლევრები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ რიკოთის უღელტეხილის სამშენებლო სამუშაოები დაბალ ხარისხში შეასრულა და საავტომობილო გზის გაფართოების პროცედურა სწორედ იმ ჩინურ კომპანიას ანდო, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია არ გააჩნია.

.

ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს არა მარტო ხარისხთან, არამედ კორუმპირებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად შესაძლებელია, რომ იყო მიღებული ამ მონაკვეთების მშენებლობისას. ივნისში იყო წვიმა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის დიდი ჩინური ჩანჩქერი, რომელიც დავინახეთ მაგისტრალზე და როგორც ჩანს, ეს პრობლემები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება. იმის მაგივრად, რომ "ოცნებას" აეშენებინა ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, აირჩიეს კორუფციული სქემები, ჩინური კომპანიები, რომლებსაც არც კვალიფიკაცია არ ჰქონდათ და დიდი სიამოვნებით მიიღეს იმ კორუფციულ სქემებში მონაწილეობა, რომელიც არსებობს", - ამბობს ექსპერტი.

.
ცნობისთვის, ძლიერი ნალექის გამო, 24 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილები და ტრაილერებით საათობით უძრავად იდგნენ.

.

მომხდართან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

0
183
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0