x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ყველა მადანაშაულებდა, შვილების მკვლელი ხარო, არავის უკითხავს, ღამის 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში“ – ზუგდიდში ხანძრის დროს დაღუპული ტყუპების დედა
image

,

12 აგვისტოს, ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპების დედა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.


ის ეხმიანება ადგილობრივი მცხოვრებლების იმ განცხადებებს, რაც მედიაში ვრცელდებოდა და ამბობს, რომ მის შვილებს არასდროს უმათხოვრიათ და მათ საკვები არასდროს აკლდათ.


.

„ყველა მე მადანაშაულებდა: შენი შვილების მკვლელი შენ ხარო, მაგრამ არავის უკითხავს, ღამის 1, 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში.


მეზობლები ამბობდნენ, მეზობლები ვეხმარებოდით 5-5 ლარითო, ბავშვები მათხოვრობდნენო. ჩემს შვილებს არასდროს უმათხოვრიათ, მათ საკვები არასდროს ეკლდათ. სოციალური სამსახური კვირაში სამჯერ მამოწმებდა. ჩემს შვილებს საჭმელი რომ ჰკლებოდათ, ბავშვებს ვინ დამიტოვებდა. ორი ანგელოზი დამრჩა, ღია ცის ქვეშ დავრჩით“, – ამბობს „ფორმულასთან“ ტყუპების დედა.

.

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპები ემსხვერპლნენ, მედიასთან კორპუსის მაცხოვრებლები საუბრობენ.

.

„ჩემთან შემოვარდა 2 ბავშვი, კარი გამიღეო, კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა, ორივე შიგნით შემოვიყვანე და კარი მივხურე, ვერ გაგიშვებ, შენც დაიწვები მეთქი, მეუბნებოდა, ბავშვებს გამოვიყვან შიგნიდანო.


მათ არანაირი დამწვრობა არ ჰქონდათ, ცეცხლი რას გაუჩნდა, არ ვიცით, შუქი არ ჰქონდათ, მგონი გადაუხდელობის გამო გამორთეს“, – ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი.

.



„ცეცხლი 01:30 საათზე გაჩნდა, სახანძროში დარეკეს, მაგრამ არაფერმა უშველა.


ტყუპები 5 წლისები იყვნენ. გადარჩენილები გოგო და ბიჭი არიან – მეხუთე და მეექვსე კლასელები, მშობლები წასულები არიან სადღაც, დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, საცოდავი, თხილზე დადიოდა.


სოციალურ სამსახურს ბავშვები წაყვანილი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა, რადგან შემოსავალი ჰქონდა.


უფროს და-ძმასთან ტოვებდა ხოლმე, გოგო ისეთი ჭკვიანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა“, – თქვა „მთავარ არხთან“ კიდევ ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0