x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ცალხელა იყო, მატარებელში ჩავარდა და ცალი ხელი მატარებელმა მოაჭრა“ - ვისზე საუბრობს გია ჯაჯანიძე
image

.

ყველაზე არაორდინალურ ტელეწამყვან გია ჯაჯანიძის სიყვარული ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების მიმართ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

,


აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანი კიდევ ერთხელ ვრცლად საუბრობს ჟურნალ „გზასთან“ და მორიგ ახალ ინტერვიუში იხსენებს, თუ როდის გაუჩნდა ფლორისა და ფაუნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება.


ამასთან, გია ჯაჯანიძე მკითხველს ურჩევს – თუ ბედნიერება სურთ, საკუთარ დაბადების დღეზე ხე დარგონ:

.

„ბაბუაჩემი ცალხელა იყო, მატარებელში ჩავარდა და ცალი ხელი მატარებელმა მოაჭრა. როცა დავიბადე, იმ პერიოდში ბიჭების გაჩენისას თოფს ისროდნენ. ბაბუას თოფი არ ჰქონდა, თან ცალი [მარცხენა] ხელით ვერ გაისროდა, შემდეგ მითხრა: შენი დაბადების დღეს ხე დავრგე და ასე ვთქვი, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენს ყოველ დაბადების დღეზე ხის ნერგს დავრგავო.

.

6 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა, იმ წელს ხის დარგვა მოასწრო. მერე, 7 წლის რომ გავხდი, მამამ ტყეში წამიყვანა, ორმო ამოთხარა და ნერგი ჩამარგვევინა – აი, ხომ გახსოვს ბაბუა რას გეუბნებოდა? ამიერიდან ხე ჩვენ უნდა დავრგოთ, ტრადიცია არ დავარღვიოთო…

.

მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა ხე დამოუკიდებლად პირველად დავრგე. მას მერე, წელი არ „ჩამიგდია“ – ჩემს დაბადების დღეზე ხეს სულ ვრგავ. ერევანში, ჯარში ყოფნის დროსაც კი დავრგე: ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ნაწილში, სადაც ვმსახურობდი, ღობის შორიახლოს დავრგე. წყალს სულ ვუსხამდი… მეორე წელს ბროწეულის მეორე ხეც დავრგე. პირველთან ახლოს…

.

პირადი ურთიერთობისას, ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, – თუ გინდა, ბედნიერი იყო, შენს დაბადების დღეზე ხე დარგე-მეთქი. მნიშვნელობა არ აქვს, რისი ნერგი იქნება“, – აღნიშნავს გია ჯაჯანიძე.

.

გია ჯაჯანიძის ინტერვიუს სრულად გაეცნობით ჟურნალ „გზის“ 22 აგვისტოს ნომერში სადაც სრულადაა გამოქვეყნებული.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0