x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სიცოცხლისთვის საშიში ორი ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ არ გავჩერდები, სანამ კიმ კარდაშიანს არ დავემსგავსები"
image

ინფლუენსერმა, რომელმაც ათზე მეტი კოსმეტიკური პროცედურა გაიარა, განაცხადა, რომ არ გაჩერდება მანამ, სანამ არ მიაღწევს თავის „ესთეტიკურ მიზნებს“.


ხლოი საქსონმა, მანჩესტერიდან, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ათასობით დოლარი დახარჯა, რათა გაეუმჯობესებინა თავისი ფიგურა, რადგან უნდა რომ „საუკეთესოდ გამოიყურებოდეს“.


ქენდალ ჯენერისა და ბელა ჰადიდის მსგავსი ცნობილი ადამიანების შთაგონებით, 36 წლის ახალგაზრდა ქალმა ორჯერ ჩაიტარა მაღალი რისკის მქონე "ბრაზილიური დუნდულების აჭიმვა(BBL), გაიზარდა მკერდი, გაიკეთა ცხვირის ხუთი ოპერაცია და ფილერი ლოყებზე, ტუჩებზე და ბარძაყებზეც კი.


image

მაგრამ ინფლუენზერსა და გლამურულ მოდელს, რომელმაც აღიარა, რომ თურქეთში ცხვირის გასაკეთებლად გაემგზავრა, კვლავ სურს მკერდის მორიგი ოპერაცია და სახის დაჭიმვა "მელიის თვალით".


ექიმები დიდი ხანია აფრთხილებდნენ ბრიტანელებს, ნუ განიხილონ საზღვარგარეთ გამგზავრებას მკერდის და სხვა იაფფასიანი პლასტიური ოპერაციების ჩასატარებლად.იყო ტრაგიკული შემთხვევები, როდესაც სტამბულში ჩატარებული პლასტიკური ოპერაცია " "ბრაზილიური დუნდულების აჭიმვა"(BBL)ბრიტანელი 36 წლის პაციენტის სიკვდილით დასრულდა.


თავად ხლოი საქსონი გაჩერებას არ აპირებს:

"მე გავიკეთე ორი სიცოცხლისთვის საშიში BBL, ხუთი ცხვირის ოპერაცია და ბარძაყის ფილერი - მაგრამ არ გავჩერდები, სანამ კიმ კარდაშიანს არ დავემსგავსები."

image


ქალბატონმა საქსონმა, რომელმაც პირველი ოპერაცია 2012 წელს გაიკეთა, თქვა, რომ „სოციალური მედიის ზეწოლამ“ მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, ჩაეტარებინა კოსმეტიკური პროცედურები.


კიმ კარდაშიანის ორეული გამოჩნდა მეხუთე არხის დოკუმენტურ ფილმში OMG: Make Me A Famous Face 2017 წელს, სადაც ის მულტიმილიონერი ტელესახის ცნობილი სხეულის ნაკვთების მიბაძვას ცდილობდა.


საქსონმა განმარტა: „მიზეზი, რის გამოც ცხვირის ამდენი ოპერაცია გავიკეთე, არის ის, რომ პირველად გავიკეთე, უბრალოდ ცოტა კორექტირება მსურდა.ეს იყო 12 წლის წინ და მათ ყველაფერი გააფუჭეს. მას შემდეგ, ცხვირის ყველა ოპერაცია, რომელიც გავიკეთე, უფრო მეტად კორექცია იყო.ბევრმა ქირურგმა მითხრა, რომ შეეძლოთ ამის გამოსწორება, მაგრამ ვერ შეძლეს.სტამბოლში ვიპოვე ქირურგი, სახელად დოქტორი ბალიქჩი და მან მაჩუქა ჩემი ოცნების ცხვირი."

image

ასე, რომ საქსონი ყურს არ უგდებს ბრიტანელი ექიმების გაფრთხილებას და კვლავ სტამბოლში აპირებს ჩასვლას, რათა მიაღწიოს"სრულყოფას".

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0