x
მეტი
  • 31.10.2024
  • სტატია:137960
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511715
5 შოკოლადის დესერტი, რომელიც იმდენად კარგია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს
ღვთაებრივი შოკოლადის დესერტები, რომელთა გემოსაც შეუძლია დაიპყროს მათი გულებიც, რომლებიც თავს ტკბილეულის მოყვარულად არ თვლიან.



1. ხრაშუნა შოკოლადის ნამცხვრები

image

3 კვერცხის ცილა, 65 გრამი კაკაოს ფხვნილი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 100 გრამი შოკოლადის წვეთები, 360 გრამი შაქრის ფხვნილი



მშრალი ინგრედიენტები აურიეთ, კვერცხი ცილები და ვანილი დაუმატეთ და აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. ამის შემდეგ შოკოლადის წვეთები დაუმატეთ.




პერგამენტზე თითო ჩაის კოვზი ცომი გადაიტანეთ, ერთმანეთს შორის 2-3 სმ დისტანცია დატოვეთ. 180 გრადუსზე 15 წუთი აცხვეთ. 10 წუთი გაგრილება აცადეთ, შემდეგ გისოსზე გადაიტანეთ. ცხელი ძალიან მყიფეა.



2. შოკოლადის ჩიზქეიქი

image

250 გრამი ორცხობილა, 150 გრამი კარაქი, 2 ფილა შავი შოკოლადი, 3 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი (შაქრის ფხვნილი უკეთესია), 750 გრამი რბილი ყველი „ფილადელფია“, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 500 გრამი არაჟანი



ორცხობილა ბლენდერით დააქუცმაცეთ. ცოტა გამდნარი შოკოლადი დაუმატეთ, თუ შოკოლადის ორცხობილა არ გაქვთ. კარაქი და ცოტა დაფქული დარიჩინი დაუმატეთ. საცხობი ფორმის ძირს კარაქი წაუსვით და ორცხობილის ნარევი გადაიტანეთ. მსუბუქად დააწექით ძირს. პარკი დააფარეთ და 30 წუთი მაცივარში შეინახეთ.



შავი შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ცალკე კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. ნელ-ნელა შოკოლადი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. შემდეგ დაუმატეთ მდნარი ყველი, ვანილი და არაჟანი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.



ეს ნარევი ბისკვიტს დაასხით, გაათანაბრეთ და 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათი აცხვეთ. შემდეგ ღუმელი გამორთეთ, ღუმელის კარი გააღეთ და ასე დატოვეთ ჩიზქეიქი 2 საათამდე, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ და 5-7 საათი მაცივარში შეინახეთ. მზა ჩიზქეიქი შეგიძლიათ გააფორმოთ ათქვეფილი ნაღებით ან შოკოლადის ჭიქურით.



3. ნაზი შოკოლადის მუსი

image

100 გრამი შავი შოკოლადი (70% კაკაო), 200 მლ თხილის რძე, 300 გრამი ტოფუ, 50 გრამი დაქუცმაცებული თხილი



შოკოლადი კვადრატებად დაჭერით, ქვაბში ჩაყარეთ, რძე და დაჭრილი ტოფუ დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე შოკოლადი გაადნეთ, ყველა ინგრედიენტის მაქსიმალურად შერევა სცადეთ.



როგორც კი შოკოლადი ბოლომდე გადნება, მიღებული მასა თასში გადაიტანეთ და მიქსერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შოკოლადის მუსი ფორმებში ჩაასხით, თხილი მოაყარეთ და დაახლოებით 1 საათი მაცივარში შეინახეთ.



4. შოკოლადი-ნუშის ბრაუნი

image

100 გრამი კარაქი, 45 გრამი შავი შოკოლადი, 60 გრამი კაკაოს ფხვნილი, 1 ჭიქა შაქარი, მეოთხედი ჩაის კოვზი ზღვის მარილი, ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 1 კვერცხი, 80 გრამი ფქვილი, 200 გრამი შოკოლადი, ნუში გასაფორმებლად



ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. კვადრატული საცხობი ფორმა აიღეთ და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.



დიდ ქვაბში კარაქი და შავი შოკოლადი გაადნეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კაკაო, შაქარი და ზღვის მარილი დაუმატეთ. ვანილის ექსტრაქტი, კვერცხი, შემდეგ ფქვილი დაუმატეთ. მზა ცომი ფორმაში ჩაასხით და 25-30 წუთი აცხვეთ. სრულად გაგრილება აცადეთ.



200 გრამი შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ, შემდეგ ბრაუნს ზემოდან თანაბრად მოასხით. ნუში თხელ ფანტელებად დაჭერით და ზემოდან მოაყარეთ. მაცივარში გააცივეთ, სანამ შოკოლადის ზედა ფენა არ გამაგრდება.



5. ლავა-ფანქეიქი ჭიქაში

image

ნახევარი ჭიქა უმარილო კარაქი, 15 გრამი უშაქრო შოკოლადი, ნახევარი ჭიქა + 2 ჩაის კოვზი ნახევრად ტკბილი შოკოლადის წვეთები, 1 კვერცხი, მესამედი ჭიქა შაქარი, მერვედი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, მეოთხედი ჭიქა ფქვილი, ვანილის ნაყინი სერვირებისთვის



ღუმელი 160 გრადუსამდე გაახურეთ. მოამზადეთ ორი პატარა ფორმა. ცეცხლგამძლე თასში კაკაო, შოკოლადი და ნახევარი ჭიქა შოკოლადის წვეთები აურიეთ. დადეთ ქვაბზე, რომელშიც ცოტა მდუღარე წყალია (თასი წყალს არ უნდა ეხებოდეს). აურიეთ, გაადნეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თასი ქვაბიდან გადმოდგით და გააგრილეთ.



სხვა თასში კვერცხი და შაქარი თეთრი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. გამდნარ შოკოლადში ჩაასხით, მარილი, ვანილი და ფქვილი დაუმატეთ. მიღებული ნარევი ფორმაში ჩაასხით. შუაში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შოკოლადის წვეთები და ფრთხილად შიგნით მოათავსეთ. 15-20 წუთი აცხვეთ, სანამ ზედა ნაწილი არ გახმება და ხრაშუნა არ გახდება. 15 წუთი გაგრილება აცადეთ. სუფრაზე გაიტანეთ ნაყინის ბურთულებთან ერთად.



ასევე დაგაინტერესებთ:

ახალმოდური დუბაის შოკოლადის ფილა ფსტით - მარტივი რეცეპტი

5 გემრიელი დესერტი ფქვილისა და შაქრის გარეშე

შოკოლადს ყინულის ფორმაში ვასხამ: კანფეტი ალუბლით და თხილით

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!



0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
94