შოუბიზნესი პლასტიკურმა ქირურგმა 2024 წლის ყველაზე ლამაზი ქალების ტოპ- 10 დაასახელა, ვის ერგო პირველი ადგილი? 20 აგვისტო, 10:23
ცნობილმა ბრიტანელმა სახის პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ ოქროს კვეთის პროპორციებზე დაყრდნობით პლანეტის ათი ყველაზე ლამაზი ცნობილი ქალის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქირურგმა სელებრითები იდეალთან მიახლოვებული იმ რვა მახასიათებლიდან გამოავლინა როგორიცაა - სახის ფორმა, შუბლი, თვალების განლაგება, წარბები, ცხვირის სიგანე/სიგრძე, ცხვირისა და ტუჩის სიგანე, ზოგადად ტუჩები და ნიკაპის ფორმა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთი ტოპ ათეულები (განსაკუთრებით პირველ ადგილებზე მყოფთა) მოცემულ მომენტში ყველაზე პოპულარულ ქალბატონებზეა მორგებული, ამიტომ ამ ათეულშიც ბევრი საკამათო პოზიციაა. მოდით, თვალი გადავავლოთ ტოპ - ათეულს და გავარკვიოთ თუ ვინ გახდა გამარჯვებული, ანუ 2024 წლის ყველაზე ლამაზი სელებრითი ქალი მეცნიერული გზით, და ვნახოთ, რამდენად ახლოსაა მონაწილეთა გარეგნობის თითოეული ელემენტი პროცენტულად იდეალურ პროპორციებთან.
მე-10 ადგილი - ნაზანინ ბონიადი
ირანული ფესვების მქონე 44 წლის ბრიტანელ მსახიობს იდეალთან მიახლოვებული ცხვირისა და თვალების განლაგება აქვს. ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ ტოპ- ათეულის მონაწილეთა საერთო პროცენტული მაჩვენებელი და თავად ნახოთ, რომელი მათგანია ოქროს კვეთის პორპორციებთან ყველაზე ახლოს.
მე-9 ადგილი - ალია ბჰატი
31 წლის ინდური კინოს ვარსკვლავს ასევე თითქმის ასი პროცენტით იდეალურად განლაგებული თვალები აქვს.
მე-8 ადგილი - ჯან ძიი
45 წლის ჩინეთის მთავარ ლამაზმანსა და "ციური იმპერიის" ცნობილ მსახიობსა და მოდელს იდეალთან მიახლოვებული კიდევ უფრო პროპორციულად განლაგებული თვალები და თითქმის სრულყოფილი ნიკაპი აქვს.
მე-7 ადგილი - ტეილორ სვიფტი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მომღერალს იდეალთან მიახლოვებული ცხვირი და ნიკაპი აქვს.
მე-6 ადგილი - ბიონსე
44 წლის ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს სახის ფორმა თითქმის 100%-ით იდეალთან მიახლოვებული აქვს. ეს გახლავთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელს სიაში (99, 6%).
მე-5 ადგილი - სონ ჰეკიო
42 წლის ცნობილ სამხრეთ კორეელ მსახიობსა და მოდელს ტოპ- ათეულის დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით თვალების განლაგება იდეალურთან ყველაზე ახლოს აქვს (99, 7%).
მე-4 ადგილი - მარგო რობი
34 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი ყველა მონაცემით ოქროს კვეთის იდეალურ პროპორციებთან თითქმის ახლოსაა, გარდა წარბებისა, თუმცა ის არც ერთ მახასიათებელში პირველი არ არის.
მე-3 ადგილი - ბელა ჰადიდი
27 წლის ამერიკელ მოდელს ამ რეიტინგში მონაწილე ყველა სხვა პრეტენდენტს შორის იდეალთან მიახლოვებული ნიკაპი აქვს (99, 7%), და ამასთან ის თან ყველაზე ახალგაზრდაა.
მე-2 ადგილი - ზენდაია
27 წლის (ჰადიდზე ერთი თვით უფროსი) ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს შეუძლია იდეალურთან მიახლოვებული (99, 5%) ტუჩებითა და თითქმის სრულყოფილი შუბლით (98%) იამაყოს, (რომელიც მის გარდა, მხოლოდ გამარჯვებულს აქვს).
1 ადგილი - ანა ტეილორ-ჯოი
28 წლის ამერიკელ- ბრიტანელი მსახიობი ჩვენს ტოპ - ათეულში პირველ ადგილს იკავებს! მისი შუბლი, ნიკაპი და თვალების განლაგება იდეალთან თითქმის ასი პროცენტით მიახლოვებულია. შესაბამისად, სერიალ "ლაზიერის გამბიტის" ვარსკვლავის, ანია ტეილორ-ჯოის სახე, ცნობილი ბრიტანელი სახის პლასტიკური ქირურგის, ჯულიან დე სილვას მიერ ყველაზე სრულყოფილად დასახელდა.
|