შოუბიზნესი
"ინფორმაცია გავრცელდა, რასაც სახელმწიფო მალავდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს თიკა ჯამბურია
19 აგვისტო, 12:59
სოციალურ ქსელებში მის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით აღშფოთებული მომღერალი თიკა ჯამბურია საკუთარ გამომწერებს თხოვნით მიმართავს და აღნიშნული სიბოროტის დასასრულებლად საზოგადოებას იურიდიული დახმარების გაწევას სთხოვს:
"იურისტი თუ მყავხართ ვინმე მეგობრებში, ვისაც სურვილი აქვს დამეხმაროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, პასუხი მოვთხოვო და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს სიბოროტე.
დასპონსორებული აქვთ და ინსტაგრამზე ფეისბუკზე ტრიალებს უკვე 1 კვირაა.
თან თაღლითობაა სერიოზული, ლინკია მითითებული 400 ლარი ღირს დარეგისტრირება და 10 000 ლარდ მიიღებთ ყოველ თვიურადო ... ჩემი სახელით ვითომ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც სახელმწიფო მალავდა ...."- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში და ზემოაღნიშნულ დასპონსორებულ "ნიუსს" პირად გვერდზე აზიარებს.