x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა წამყვანმა ონკოლოგებმა ჩამოთვალეს პროდუქტები,რომელიც იწვევს კიბოს 50 წელს ქვემოთ ადამიანებში

image

ეს არის საგანგაშო კანონზომიერება, რომელიც აწუხებს ექიმებს მთელს მსოფლიოში: 50 წლამდე ადამიანი უფრო ხშირად ავადდება კიბოთი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

2023 წლის საერთაშორისო ანალიზის მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ნაადრევი დიაგნოზი გლობალურად 80 პროცენტით გაიზარდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში 25 პროცენტით.

მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის, ონკოლოგიის ბრიტანელმა ექსპერტებმა სერიოზული ეჭვი გამოთქვეს.

პროფესორმა ჩარლზ სვანტონმა, ონკოლოგმა და Cancer Research UK-ის მთავარმა კლინიცისტმა, ხაზი გაუსვა მზარდ კავშირს კიბოს "შემაშფოთებელ" სურათსა და ბრიტანეთში არაჯანსაღი ან ულტრა დამუშავებული საკვების მზარდ მოხმარებას შორის.

გასულ წელს კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ადრეული სტადიის ნაწლავური კიბო შეიძლება იყოს "გამოწვეული" ნაწლავში არსებული ბაქტერიებით, რომლებიც გავრცელებულია იმათში, ვინც დაბალი შემცველობის ბოჭკოვან საკვებს და შაქრიანს მიირთმევს.

”რასაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ კვლევაში არის ის, რომ ზოგიერთი სიმსივნე ადრეული კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში შეიცავს მუტაციებს, რომელთა ინიცირება შესაძლებელია მოხდა ამ ტიპის მიკრობებით, ” - თქვა მან.

ითვლება, რომ ეს მუტაციები ამცირებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას, რათა შეებრძოლოს კიბოსწინარე უჯრედებს.

დოქტორმა ქეთი ენგმა, კოლორექტალური კიბოს ექიმმა ნეშვილის ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან, ასევე აღნიშნა, რომ ბევრ ახალგაზრდა კიბოთი დაავადებულ პაციენტს ასევე აწუხებს ცხოვრების წესი, რომელიც დაკავშირებულია ცუდ კვებასთან, მაღალი წნევასთან, მაღალი ქოლესტერინთან და დიაბეტთან.

მეთიუ ლამბერტმა, დიეტოლოგმა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და ადვოკატირების მენეჯერმა კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდში (WCRF), განუცხადა Mail Online-ს: „ჩვენ ვურჩევთ ადამიანებს, ნაკლებად მიირთვან ზედმეტად გადამუშავებული საკვები, რომელიც გაჯერებულია ცხიმების დიდი რაოდენობით, შაქრით და მარილით. ესაა ნამცხვრები .ღვეზელები, ორცხობილები, ჩიფსები, ტკბილი გაზიანი სასმელები და სწრაფი კვება, როგორიცაა პიცა და ჰამბურგერი.

image

„ამ ტიპის საკვები არ შეიცავს ბოჭკოს და პრაქტიკულად არ შეიცავს აუცილებელ კვებით ნივთიერებებს და უნდა მიირთვათ იშვიათად და ისიც მცირე რაოდენობით“.

ლამბერტი დასძენს, რომ ჯერ არ არის ნათელი, არის თუ არა რისკი თავად არაჯანსაღ საკვებში თუ მისი დიდი რაოდენობით ჭამაში, რაც ზრდის წონის მომატების ალბათობას.

ცნობილია, რომ სიმსუქნე არის კიბოს 13 სახეობის პირდაპირი მიზეზი.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0