დიეტოლოგია ბოსტნეულის მოყვარულმა მშობლებმა შიმშილით მოკლეს თავიანთი 2 წლის ქალიშვილი 2023, 14 ოქტომბერი, 16:03 გოგონა ავად გახდა, მაგრამ მისმა მშობლებმა ექიმებს არ მიმართეს, ამჯობინეს ბავშვის მკურნალობა საკუთარი შინაური მეთოდით. ბავშვი გარდაიცვალა, მშობლებს კი ბრალად ედებათ მოვალეობის უგულებელყოფა და დახმარების გარეშე განზრახ დატოვება.
ოჯახური წყვილი კრასნოიარსკიდან ჭამდა მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს. კარგი ვთქვათ შეიძლება მხოლოდ ცოლ-ქმარი ყოფილიყო ასეთ დიეტაზე, მაგრამ სამ შვილსაც ასეთ დიეტაზე ამყოფებდნენ- ბავშვები მხოლოდ მცენარეულ საკვებს იღებნდნენ; ხორცი, თევზი, რძე უცხო იყო მათთვის - ერთი სიტყვით, ბავშვის განვითარებისთვის ასე აუცილებელ ცილოვან საკვები. შედეგად, ყველაზე უმცროსი გოგონა ცუდად განვითარდა. მიმდინარე წლის აპრილში ბავშვი ავად გახდა, მაგრამ მშობლებს არ სურდათ მისი მკურნალობა "ქიმიით", ამჯობინეს საკუთრივ შექმნილი მედიკამენტების გამოყენება. მალე დასუსტებული გოგონა გარდაიცვალა - აღმოჩნდა, რომ ბავშვს კორონავირუსიც ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, მის იმუნიტეტზე ძლიერი აღმოჩნდა. გოგონას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და წყვილს ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 156 (მშობლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდის ვალდებულების შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიმართ სასტიკ მოპყრობასთან ერთად), მუხლით და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 125 (ადამიანის განზრახ მიტოვება დახმარების გარეშე, რომელიც იმყოფება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში) მუხლით ამის შემდეგ ეს ოჯახი მეურვეობის ორგანომ კონტროლის ქვეშ აიყვანა. ფოტოზე ასახულია, თუ რა იპოვეს ოჯახში სტუმრობისას უმი საკვების მიმდევართა მაცივარში - ექსკლუზიურად მცენარეული პროდუქტები: კოჭა, სოკო, პომიდორი, მწნილი, ხახვი, ნიორი, ატამი და ყაბაყი. უბრალოდ არ არსებობს რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, სახლში მომზადებული საკვები, რომელსაც ჩვეულებრივ აჭმევენ ბავშვებს. მშობლებს შეიძლება ჩამოერთვათ შვილებზე უფლება (წყვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს - 7 და 4 წლის). ზემოთ აღნიშნული მუხლები შესაბამისად, 3 და 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვათა შორის, წყვილი ახლა ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან ვეგანები, მაგრამ ჭამდნენ ნედლ ბოსტნეულს და ხილს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების გამო. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთ მცენარეული დიეტით თავს უკეთ გრძნობდნენ. უფრო მეტიც, მათ თავიანთი ცხოვრების წესი ბიზნესად აქციეს, სოციალური ქსელების საშუალებით ყიდდნენ მზეზე გამომშრალ პომიდორს და სხვა მცენარეულ პროდუქტებს. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ წყვილს ბიზნესის დახურვა მოუწია. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ იკვებებოდნენ ბავშვები მხოლოდ ბოსტნეულით და უზღუდავდნენ მათ ნორმალურ და საჭირო საკვებს? 159 1-ს მოსწონს
|