დიეტოლოგია სამი შვილის დედამ 32 კილო დაიკლო ყოფილი ქმრის ჯიბრით 2019, 5 ნოემბერი, 11:48 36 წლის ლოუ ბენტლიმ(Lou Bentley) ქალაქ მელტონ- მოუბრედიდან (ლესტერშერის საგრაფო, ინგლისი)32 კილოგრამი დაიკლო ყოფილი ქმრის ჯიბრით. ლოუ 20 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სამხედროს, შემდეგ გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად ქმრის სამსახურის გამო, წყვილს ეყოლა სამი შვილი . მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ლოუ 96 კილოგრამს იწონიდა. შემდეგ მისი მეუღლე ავღანეთში გააგზავნეს, თვითონ ბრიტანეთში დაბრუნდა.სწორედ მაშინ მიხვდა ლოუ, რომ მის ქორწინებას საფრთხე ემუქრებოდა. მართლაც, მეუღლის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წყვილი გაშორდა ერთმანეთს, ეს მოხდა 2017 წელს. ამის შემდეგ ლოუმ მკაცრად დიეტის დაცვა გადაწყვიტა, უარი თქვა ფასთფუდზე, რომელიც ასე ძლიერად უყვარდა. საკუთარ გარაჟში დაამონტაჟა სპორტული ტრენაჟორი და დაიწყო ვარჯიში, ამჟამად ლოუ 58 კილოგრამს იწონის. ყოველ დილით 6 საათზე დგება და 45 წუთი ვარჯიშობს. ამბობს, რომ არასდროს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა ასეთი მომხიბვლელი, როგორც ახლა არის. ადრე ვერ იცვამდა კაბებს და ქვედაბოლოს, არც თავს უვლიდა და არც მაკიაჟს იკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლოუმ იპოვა ახალი სიყვარული, ამტკიცებს, რომ მამაკაცის გარეშეც შეიძლება იყო ბედნიერი. 180 2-ს მოსწონს
|