დიეტოლოგია "შენ ხარ მსუქანი, მოხუცი, მოსაწყენი და ამაზრზენი" 2023, 18 სექტემბერი, 19:43 შანსონის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შემსრულებლემა მიხეილ შუფუტინსკიმ ცოტა ხნის წინ საზოგადოება გააოცა თავისი ტრანსფორმირებით: არტისტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო-18 კილოგრამი. თაყვანისმცემლებთან შეხვედრისას მომღერალმა განმარტა, თუ ვინ აიძულა მას წონის დაკლება. თურმე მან დიეტაზე დაჯდომა გადაწყვიტა , ახალგაზრდა მეუღლის საყვედურების შემდეგ. 2020 წელს შუფუტინსკიმ ცოლად შეირთო თავისი დიდი ხნის შეყვარებული, მოცეკვავე სვეტლანა ურაზოვა. ცოლი მუსიკოსზე 24 წლით უმცროსია. მისი გულისთვის შუფუტინსკიმ მთლიანად შეცვალა ცხოვრების წესი და დიეტაზე დაჯდა. "მან მითხრა: "შენ ხარ მსუქანი, მოხუცი, მოსაწყენი და ამაზრზენი", - განაცხადა მომღერალმა ტელეშოუში "არ დაიჯერებ!"(Ты не поверишь!) სვეტლანას საყვედურებმა მტკივნეულად იმოქმედა შუფუტინსკიზე და მან გადაწყვიტა საკუთარი თავის ხელში აყვანა. მან ესეც დასძინა: ''შენ არ ხარ სრულყოფილი არც სექსში და არც ცხოვრებაში. დაუყოვნებლივ შეცვალე ცხოვრების წესი“, - ამბობს შემსრულებელი. ცოლმა არტისტი ცალკე კვებაზე დასვა. მან ამოიღო მისი რაციონიდან ცხიმიანი საკვები, პური და შაქარი, ჩაანაცვლა ისინი მჭლე ხორცით და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულით. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს ათეულობით ჰიტის ავტორი შესამჩნევად გამხდარი და ახალგაზრდულად გამოიყურება. სვეტლანა მუშაობდა მოცეკვავედ შუფუტინსკის ჯგუფში. ატრისტის თქმით, იგი მის ყურადღებას თითქმის 25 წლის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ იმ დროს ის დაქორწინებული იყო. მოგვიანებით სვეტლანა მომღერალს გვერდით დაუდგა რთულ პერიოდში, როცა ცოლი გარდაეცვალა. სვეტლანა ურაზოვა შემსრულებლის მესამე ცოლია. ცოტა ხნის წინ ვწერდით, შუფუტინსკის ცნობილ ჰიტზე "3 სექტემბერი ", რომელიც 30 წლის წინ ჩაიწერა და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, დღეს იგი უკვე მარადმწვანე ჰიტად იქცა. შუფუტინსკი დაიბადა მოსკოვში, ებრაულ ოჯახში, 1948 წლის 13 აპრილს, დაამთავრა იპოლიტოვა-ივანოვას სახელობის მუსიკალური კოლეჯი. მოსკოვისა და მაგადანის რესტორნებში მღეროდა სხვადასხვა ჯგუფში, შემდეგ კი გახდა ვია „ლეისია პესნია”-ს ხელმძღვანელი. ანსამბლი ვიაჩესლავ დობრინინის სიმღერებს ასრულებდა. 1981 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში აშშ-ში წავიდა. 10 წლის განმავლობაში ის კვლავ სხვადასხვა რესტორანში მღეროდა და შექმნა საკუთარი შოუ „Ataman-band” (რესტორნის სახელის მიხედვით). მიხეილი რუსეთსაც რეგულარულად სტუმრობდა. 1990 წელს დათანხმდა მიწვევას და რუსეთში 75 კონცერტი ჩაატარა. 1998 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სათაურით: И вот стою я на пути… („და აი, მე გზას ვადგავარ…”) 2003 წლიდან აშშ-დან რუსეთში გადმოვიდა საცხოვრებლად. 2022 წელს უკრაინამ მიხეილ შუფუტინსკი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, როგორც პირი "რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს და აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ" 655 3-ს მოსწონს
|