x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სამი სექტემბერი" - როგორც იქცა სიმღერა შემთხვევით თარიღზე სახალხო ჰიტად
image

ბოლო წლებში, ამავე სახელწოდების ჰიტის წყალობით, 3 სექტემბერი თითქმის დღესასწაულად იქცა. სიმღერა "სამი სექტემბერი" პირველად 30 წლის წინ შესრულდა.


ახლა ჰიტ-სიმღერას მემებით და ვიდეოებით ერთმანეთს უგზავნიან როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები. სიმღერის ავტორები იღებენ ჰონორარს მისი ყოველი საჯარო შესრულებისთვის. ანუ, ყოველთვის, როცა მიხეილ შუფუტინსკი რადიოში ან კონცერტებზე "სამ სექტემბერს" შეასრულებს, ავტორებს რაღაც თანხა ერიცხებათ.


მომღერალმა მიხეილ შუფუტინსკიმ იგორ კრუტოის მუსიკაზე და იგორ ნიკოლაევის სიტყვებზე დაწერილი სიმღერა "სამი სექტემბერი" პირველად 1993 წელს შეასრულა. მის შემდეგ სიმღერა ყოველწლიურად მხოლოდ და მხოლოდ ახალ იმპულსს იძენს



განსაკუთრებული აჟოტაჟი დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო.


მიხეილ ზახაროვიჩს ვკითხეთ, შეამჩნია თუ არა ეს აჟიოტაჟი?


”დიახ, გარკვეული აჟიოტაჟი არის . ხალხს სურს ეს დღე დაამთხვიოს საკუთარ ქორწილს ან კიდევ სხვა რამეს . ვისაც დაბადების დღე აქვს ამ დღეს, ცდილობენ განსაკუთრებულად აღნიშნონ. მე არ ვაკვირდებოდი რა მომენტში დაიწყო აჟიოტაჟი, მაგრამ ხუთ წელზე გაცილებით ადრე მოხდა.. რაღაცნაირად თავისთავად თანდათან ძლიერდება და ეს საერთოდ არ მაწუხებს, ეს ”- განაცხადა შუფუტინსკიმ.


მიხეილ შუფუტინსკი ამბობს, რომ თუ სიმღერა არსებობს ამდენი წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ მასში არის რაღაც, რის გამოც ტანში ჟრუანტელი უვლით.


არა და მაესტრომ კონკრეტულად არაფერი გააკეთა "სამი სექტემბრის" პოპულარიზაციისთვის - მან ვიდეოკლიპიც კი არ გადაიღო . ამავდროულად, შუფუტინსკი "სამ სექტემბერს" უწოდებს მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ სიმღერას.

არა და ყველას უყვარს იგი.



იგორ ნიკოლაევმა განმარტა, თუ როგორ წერდა ტექსტს : მან სპონტანურად მოიფიქრა სტრიქონი "მე გადავფურცლავ კალენდარს - და ისევ 3 სექტემბერია, შენს ფოტოს დავხედავ - და ისევ 3 სექტემბერია". უბრალოდ შესანიშნავად მოუხდა მისი მეგობრის, იგორ კრუტოის მუსიკას. და მხოლოდ ამის შემდეგ მომავალი ჰიტის სიუჟეტი შეიკრა.


ნიკოლაევი გულწრფელად ამბობს: ”ამ თარიღის მიღმა არაფერია. უბრალოდ სტრიქონი იდეალურად ერგებოდა ჩემი მეგობრის, იგორ კრუტოის მელოდიას. ასე იბადება სიმღერები. ისინი, რომლებიც დიდხანს არსებობენ. მადლობა იგორ კრუტოის და მიშა შუფუტინსკის, ყველაფერია იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს კალენდარში წითლად შემოხაზული ახალი დღე".


0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0