x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უგზო-უკვლოდ დაკარგული მაღაზიის გამყიდველი,10 წლის შემდეგ იმავე მაღაზიაში იპოვეს
image

დაკარგული გამყიდველი მაღაზიაში ათი წლის შემდეგ იპოვეს. როგორ გადაიქცა ის მუმიად?





ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ამბავი დაკარგული გამყიდველის შესახებ, რომელიც ათი წლის განმავლობაში ვერ იპოვეს. 25 წლის ბიჭი, რომელმაც მოულოდნელი შეტევები დაეწყო, სახლიდან გავარდა ძლიერ ქარბუქში და უკვალოდ გაუჩინარდა. მას რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ მხოლოდ ათი წლის შემდეგ იპოვეს და სრულიად შემთხვევით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ცხედარი სწორედ იმ სასურსათო მაღაზიაში აღმოაჩინეს სადაც ის მუშაობდა.


ვინ არის ლარი ელი მურილო-მონკადა და როგორ გაქრა?



2009 წელს, 25 წლის ლარი ელი მურილო-მონკადამ მადლიერების დღე ოჯახთან ერთად აღნიშნა აშშ-ს აიოვას შტატის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. იმ წლის ნოემბერი ცივი გამოდგა და დღესასწაულის მეორე დღეს დაიწყო ქარბუქი.


მანამდე ცოტა ხნით ადრე მურილო-მონკადას დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს და ანტიდეპრესანტების მიღება დაიწყო. როგორც ჩანს, მან ან ზედოზა მიიღო იმ დღეს ან დაეწყო წამლისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენები. დედამისმა თქვა, რომ მის შვილს მოულოდნელად ჰალუცინაციები დაეწყო. მისი თქმით, ის აშკარად დეზორიენტირებული იყო და ხმები ესმოდა.



"ეჩვენებოდა, რომ გული ძალიან სწრაფად უცემდა. ირწმუნებოდა, რომ შაქრის მიღება უშველიდა, მერე გული დაუმშვიდდებოდა"-გაიხსენა დედამისმა.



შედეგად ის ქუჩაში ფეხშიშველი და ზედა სამოსის გარეშე გავარდა . საკუთარი მანქანა თავის გასაღებით მშობლების სახლთან დატოვა.


ამის შემდეგ მალევე დაიწყო მურილო-მონკადას ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ის უკვალოდ გაუჩინარდა.

image

გაუჩინარებამდე მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა სუპერმარკეტების ქსელ No Frills-ში. პოლიციამ გაჩხრიკა მაღაზიის შენობა, მაგრამ მონკადას კვალი ვერ აღმოაჩინა.


მურილო-მონკადას დედა ყოველთვის ეჭვობდა, რომ მისი შვილი მაღაზიაში გაიქცა, სადაც ის მუშაობდა.


მას შემდეგ, რაც მურილო-მონკადა გაუჩინარდა, მომხმარებლებმა შეატყეს, რომ უცნაური სუნი იდგა No Frills-ში.


გავიდა წლები, ბევრს ახსოვდა, რომ ცუდი სუნი დიდხანს იდგა კედელთან მიდგმულ მაცივრის თაროებთან. სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა უბრალოდ შეწყვიტა მაღაზიაში სიარული. თანამშრომლების კი ერიდებოდნენ სუპერმარკეტის ამ ნაწილს, გამუდმებით უჩიოდნენ ხელმძღვანელობას, მაგრამ უშედეგოდ.

image

ამავდროულად, დაკარგული მამაკაცის დედა დარწმუნებული იყო, რომ მის შვილს შეეძლო მაღაზიაში წასულიყო, თუმცა ლარის იმ დღეს ცვლა არ ჰქონია. ამის მიუხედავად, პოლიციამ საჭიროდ არ ჩათვალა მაღაზიის სრული გაჩხრეკა.


მაღაზია 2016 წელს დაიხურა, მაგრამ შენობა არ გასუფთავებულა. სამი წლის განმავლობაში მიტოვებულ სუპერმარკეტში თაროები, დახლები და ვიტრინები ადგილზე დარჩა. მხოლოდ 2019 წელს მოვიდნენ იქ მუშები. ერთ-ერთი მაცივრის გამოწევის შემდეგ მათ აღმოაჩინეს ადამიანის მუმიფიცირებული ნაშთები.


ცხედარი იპოვეს არაბუნებრივ მდგომარეობაში: მამაკაცი მაცივრის უკან თავდაყირა „იდგა“ და იდაყვებით იატაკს ეყრდნობოდა. ნეშტი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მამაკაცის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. დნმ-ის ანალიზის შემდეგ ექიმებმა დაადასტურეს, რომ მუმიფიცირებული ცხედარი მურილო-მონკადას ეკუთვნოდა.



როგორც გაირკვა, გამყიდველები ხშირად ადიოდნენ მაცივრების თავზე საქონლის ჩასატვირთად ან გადმოსატვირთად. ნოემბრის იმ საბედისწერო დღეს მაღაზიაში შემოსული მამაკაცი რატომღაც ასე მოიქცა. თუმცა, მან სავარაუდოდ წონასწორობა დაკარგა და კედელსა და ოთხმეტრიან სტელაჟს შორის თავით ჩავარდა“. 45 სანტიმეტრი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამხდარი ბიჭი ნაპრალში გაჭედილიყო ამავდროულად, არ იყო საკმარისი ადგილი შემობრუნებისთვის. სავარაუდოდ, მურილო-მონკადა დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი ყვირილი ხმაურიანმა გაგრილების სისტემამ ჩაახშო.

0
490
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0