x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
13 წლის გოგონამ ტუალეტის ჩარეცხვაზე დავის გამო და მოკლა
image

შეერთებულ შტატებში 13 წლის გოგონამ უმცროსი და დანით მოკლა ტუალეტის ჩარეცხვაზე ატეხილი კამათის გამო.


აშშ-ში, მიჩიგანში, გოგონამ კამათის დროს შვიდი წლის და მოკლა. ინფორმაციას Fox 2 ავრცელებს.

დილით დების მშობლები სახლიდან გავიდნენ და 13 წლის ქალიშვილი უმცროსის მოსავლელად დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონებს შორის კამათი აბაზანაში დატოვებული წერილით დაიწყო. მისი ზუსტი შინაარსი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ საუბარი იყო ტუალეტის ჩარეცხვაზე

უფროსი და ისე გაბრაზდა უმცროს დასზე, რომ აბანოსთან ჩაუსაფრდა ორი დანით და თავს დაესხა. ამის შემდეგ მან მაშინვე დაურეკა მამას, შემდეგ პოლიციას და უთხრა, რაც გააკეთა. შვიდი წლის გოგონას ათი ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფროს დას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს და სასამართლოში წარდგება.


image

მშობლებმა აღიარეს, რომ ქალიშვილისგან ასეთ აგრესიულ ქცევას არ ელოდნენ. მათი თქმით, მას ყოველთვის მშვიდი ხასიათი ჰქონდა და პრობლემას არასდროს უქმნიდა. გოგონამ, რომელიც დებს კარგად იცნობდა, აღნიშნა, რომ ისინი ურთიერთობდნენ როგორც ახლო მეგობრები და ხშირად თამაშობდნენ ერთად ყოველგვარი ინციდენტების გარეშე.

image

პროკურორმა კიმ უორთიმ ორშაბათს თქვა, რომ უფროსი და უნდა დარჩეს არასრულწლოვანთა იურისდიქციის სისტემაში და არ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, როგორც ზრდასრული.

თუმცა, ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, სასამართლო პროცესის დროს, უეინის ოლქის პროკურატურამ შეიტანა ოფიციალური მოთხოვნა საქმის თავდაპირველ სამართლებრივ მასალაში შესწორების შესახებ, წინადადებით, რომ 13 წლის მოზარდი გამოცხადებულიყო სრულწლოვანად.

ეს იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი დასამართლდება როგორც ზრდასრული.უფროს დას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს და სასამართლოში წარდგება.


0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0