x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალი მოჩხუბარი ირმების რქებს შუა გაიჭედა
image

ბრიტანელი ქალი ირმების ჩხუბში ჩაერთო გაშველების მიზნით და თვითონ დაშავდა.


დიდი ბრიტანეთში ქალი ორი ირმის ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Daily Mirror წერს.


ინციდენტი 22 ოქტომბერს კორნუოლში, სოფელ ქოუჩს-მილში მოხდა. დაახლოებით დილის 8 საათზე პოლიციას შეატყობინეს, რომ მოჩხუბარი ირმები გზაზე იმყოფებოდნენ, მათ შორის კი ქალი იყო გაჭედილი.



მსხვერპლმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დახმარებოდა ცხოველებს, რომლებსაც რქები ერთმანეთში ჰქონდათ გადახლართული და შემთხვევით თავადაც მოყვა კონფლიქტში. შედეგად, თავად ბრიტანელი ქალი გაიჭედა ორ ირემს შუა.


პოლიციამ ორი ირმის დაშორება მოახერხა. ქალი რქების დარტყმის შედეგად სერიოზულად დაშავდა და ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ერთი ირემი მაშინვე გავარდა ტყეში, მეორე ადგილზე დარჩა და ვეტერინარმა გამოიკვლია. ინციდენტში მონაწილე პირთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


შემოდგომა ირმების შეჯვარების პერიოდია, მამრები ერთმანეთში ტერიტორიისთვის და მდედრებისთვის იბრძვიან. ამ პროცესში ისინი ჩხუბში ერთვებიან და რქებით თავს ესხმიან მოწინააღმდეგეებს.


„თუ ორი ირემი ერთნაირი ზომისაა, ისინი სიტყვასიტყვით გადააჭდობენ რქებს და იბრძვიან დომინირებისთვის. ბრძოლები სასტიკია და გამარჯვებული ყველა პრივილეგიას ღებულობს . წყვილდება „ჰარემში“ ყველა მდედრთან, რომელიც შეიძლება 20 -მდე იყოს“, - აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით სატყეო მეურნეობის სამინისტროში.


ექსპერტები ადამიანებს ურჩევენ ამ პერიოდში ირმების მოერიდონ, რადგან ცხოველებმა შესაძლოა აგრესია გამოიჩინონ.

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0