საზოგადოება
"დიდი შფოთვაა...."- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
15 აგვისტო, 22:17
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართვით უკმაყოფილო ფეხბურთის გულშემატკივართა წუხილს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"დიდი შფოთვაა, დინამოს სტადიონზე რატომ არ იმართება საქართველო-ჩეხეთის მატჩიო. ახლავე აგიხსნით: ივანიშვილს უნდა ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება, რომ საქართველოში ამერიკელი და ნატოელი სამხედროს ფეხი ამოძირკვოს სამუდამოდ. მარტო ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენების იდეა არ აღმოჩნდა საკმარისი ბაზის გასაუქმებლად. საჭიროება ვერ მტკიცდება.
ფეხბურთზე შეთხლეშილი საზოგადოების სენტიმენტების გამოყენებაც გადაწვიტეს და ვაზიანის ახალ აეროპორტთან მაგარ სტადიონს აგიშენებთო კობახიძემ. ზედმეტი კითხვები რომ არ გაჩენილიყო, დინამო ამორტიზებულიაო. არავინ არ მიაქციეთ ყურადღება, არ გეცალათ, არ გაინტერესებდათ. ხოდა ახლა ამორტიზებულობის ვერსიას ამყარებენ და თქვენ მოთქვამთ, ბილეთები ვერ ვიშოვნეთო.
რა ბილეთები, რა ფეხბურთი, ეს რუსები პირდაპირ ნაჯახით ჩეხავენ ამერიკასთან ურთიერთობას და ჩვენ ვღლიცინებთ ათას სისულელეზე. ოკ, სანამ მაკდონალდსის მაგივრად Вкусно и точка-ს ბანერებს არ დაინახავთ და სანამ კადიროვის ბათინკი არ მოგვხვდება პირდაპირი გაგებით ცხვირში, არ შევიმჩნიოთ. გააგრძელეთ ბილეთებზე წუწუნი."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.