სხვა 20+ ნათელი მტკიცებულება, რომ ცაციების ცხოვრება სავსეა გამოწვევებით 15 აგვისტო, 11:32 იცით, რომ ყოველწლიურად 13 აგვისტოს ცაციების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ? ეს დღე მიზნად ისახავს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ პრობლემებზე, რომელთაც აწყდებიან ცაციები მემარჯვენეების სამყაროში, დიზაინერების, მწარმოებლების და გამყიდველების ყურადღება გაამახვილოს ცაციების კომფორტის გათვალისწინებაზე სხვადასხვა ნივთის გამოყენებისას, გააქარწყლოს ცრურწმენები, რომელიც ცაციებს გარს ახვევია საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში, წაახალისოს სამეცნიერო კვლევები ცაციების ფენომენის შესწავლის სფეროში.
ჩვენს პლანეტაზე ადამიანების 15% ცაცია იბადება, ანუ ყოველი მეშვიდე ადამიანისთვის მარჯვენა ხელი პრიორიტეტული არ არის საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებისას და პირადი საჭიროებისთვის. დღეს ცაციებს ლოიალურად ეპყრობიან და მათ გადაჩვევას აღარ ცდილობენ, მაგრამ მათ ცხოვრებას მარტივს ვერ ვუწოდებთ. ასეთ რვეულში წერა ძალიან მოუხერხებელია. მარცხენა ხელი ყოველთვის ეყრდნობა სპირალს, რომელიც კალმის დაჭერისას კანში იჭრება ცაციას ჩვეულებრივი მდგომარეობა. ჭუჭყიანი ხელები, ჭუჭყიანი ფურცლები, რომლებზე წერენ ცაცია მხატვრის ხელი როცა კალამი მიმაგრებულია მარჯვენა მხრიდან 80 დონიანი დაცვა საზღვარგარეთ ზოგიერთ უნივერსიტეტში საკლასო მაგიდები ზუსტად ასე გამოიყურება. ცაციებისთვის ლექციების ჩაწერა მოუხერხებელია საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესობა დამზადებულია მემარჯვენე ადამიანებისთვის. ასე გამოიყურება ქილა, როდესაც ცაცია კონსერვის დანით ხსნის მართალია, ცაციებისთვის ინსტრუმენტები იწარმოება, მაგრამ ბევრად ძვირი ღირს. ფოტოზე მარჯვნივ - მაკრატელი ცაციასთვის. ასე იყენებენ ცაციები ჩვეულებრივ მაკრატელს. პირველ რიგში, არ ჩანს ხაზი, რომლის გასწვრივ ქაღალდი ან ქსოვილი უნდა გაჭრა. მეორეც, დიდი ძალისხმევის გაღება გიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაღალდზე სქელი ნებისმიერი მასალა უბრალოდ არ იჭრება. თითქოს წვრილმანია, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანისთვის ამას მნიშვნელობა აქვს. ხშირად ფინჯნებზე ნახატებს ბეჭდავენ მხოლოდ ერთი მხრიდან, ამიტომ ცაცია ვერ ხედავს მას, როცა იყენებს ფინჯანს დანიშნულებისამებრ. აქ სხვა პრობლემაა ჭიქის შიგთავსიც შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმის მიხედვით, რა მიმართულებით არის მობრუნებული სახელური. მემარჯვენეებისთვის ყავის ქაფი ქმნის ლამაზ გულს, ცაციებისთვის ... ნახატი და დიზაინი წვრილმანია. რთულია იპოვო საზომი ჭიქები, რომლებშიც მარკირება იქნება ცაციასთვის საჭირო მხარეს. ისევ მხოლოდ მემარჯვენეებისთვის! ზოგიერთი ჭურჭლის გამოყენება საკმაოდ რთული შეიძლება გახდეს საკრედიტო ბარათის გამოყენება აბსოლუტურად მოუხერხებელია ბევრი მოწყობილობა განკუთვნილია მემარჯვენეებისთვის - ჯოისტიკიდან კომპიუტერის მაუსამდე ცაციას ასე უწევს ციფრების შეყვანა, თუ სჭირდება სწრაფად და ბევრი მონაცემის ბრმად შეყვანა. ზოგიერთი ცაცია ცვლის კომპიუტერის მაუსის კლავიშების ფუნქციას ან ყიდულობს სპეციალურს და მარცხენა მხრიდან სარგებლობს საათის გასწორება მოუხერხებელია ცაციებს ასევე უჭირთ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება, განსაკუთრებით გიტარის. ხშირად ინსტრუმენტების მარცხენამხრიანი ვერსია არ არსებობს ან გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი გიტარა. მუსიკალური ნოტების და გაკვეთილების უმეტესობა, რომლებიც ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ, მემარჯვენე გიტარისტებისთვის დაწერილია რა თქმა უნდა, როცა ხარ ჯიმი ჰენდრიქსი, პოლ მაკარტნი და კურტ კობეინი, რომლებიც ასევე ცაციები იყვნენ, შეკვეთით ნებისმიერი გიტარა შეგიძლიათ დაამზადოთ. დამწყებ და ჩვეულებრივ მუსიკოსებს ასე არ გაუმართლათ გადამრთველი ბერკეტი, რადიო, უკანა ხედვის სარკე და სამუხრუჭე პედალი შექმნილია მემარჯვენეებისთვის. ცაციასთვის მანქანის მართვა უფრო რთულია ასევე დაგაინტერესებთ: იცით, როგორ გაჩნდა პაციფიკი – მშვიდობის საერთაშორისო სიმბოლო და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა როგორ გამოიყურებოდნენ მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან 100 წლის წინ 20+ სახალისო ფოტო, რომლებიც აეროპორტს განსაკუთრებულ ატმოსფეროს აჩვენებენ 17 შემთხვევა, როცა ხალხმა გემრიელი კერძების ნაცვლად იმედგაცრუების ულუფა მიიღო ირგვლივ ტყუილია – 15 მტკიცებულება, რომ ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია მარკეტოლოგებისთვის 129 1-ს მოსწონს |