x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დავით გარეჯში, აზერბაიჯანს უკვე არქეოლოგიური გათხრებიც დაუწყია“ – შალვა ნათელაშვილი
image

.

ქვეყანაში ყველაფერი ჩვენი სათქმელია, მე უნდა გავილანძღო, მტრები შევიძინო და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოსთვის ყველაფერი უნდა ავიტანოთ და ავიტანთ კიდეც. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებსს:~

.


ახლა, ნამდვილად არ მინდა, ჩვენს მეზობლებს, გავუძლიერო შეხედულება, რომ მათ წინააღმდეგ რამე მამოძრავებს, მაგრამ ის რაც ხდება დავით გარეჯში, უკვე აღარაფერს გავს. მეზობელი ქვეყნის მთავრობამ, არა მარტო პირდაპირ ვთქვათ, წაგვართვა 2018 წელს, ეს უნკალური, ქართული, ქრისტიანული, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, არამედ ახლა, როგორც ვხედავთ, იქ არქეოლოგიური გათხრებიც დაუწყია. ამ ფონზე დუმს სულგაყიდული, ვაი–ქართული ნეოლიბერალური ელიტა, რომელიც ფინანსდება აზერ–ნავთობკომპანია “სოკარიდან”, სდუმს ოპოზიციური პოლიტ—ბიზნეს პარტიები, რომელთა ლიდერებს კუდი აქვთ გადაბმული ასევე ბაქოს, ნავთობ–ენერგო სტრუქტურებთან, გატრუნულია საპატრიარქო, რომელიც ასევე ფინანსდება სოკარის და მსგავსი სტრუქტურებისგან, ხოლო ახლა, საერთოდ დაკავებულია ოლიგარქისთვის საარჩევნო ხმების შეგროვებით.

.

მთავრობის ლიდერი ოლიგარქი, რომ ალიევის ბიზნეს–პარტნიორია და მის დავალებებს, მათ შორის ხალხის გატაცებაზე თბილისიდან, უსიტყვოდ ასრულებს, ამაზე საუბრით აღარ მოგაცდენთ. მოკლედ ქვეყანაში ყველაფერი ჩვენი სათქმელია, მე უნდა გავილანძღო, მტრები შევიძინო და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოსთვის ყველაფერი უნდა ავიტანოთ და ავიტანთ კიდეც. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს .

.

—————- P.S ისე ამ ბაქოელ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული კულტურა( ხოჯალი–გედაბეკის) ძველი წელთაღრიცხვის მე 13 მე 7 საუკუნეს უკავშირდება, ხოლო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს შემქმნელი ტომები კავკასიაში მოვიდნენ ახალი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნეში. ამ გვიან მოსვლაში არაფერია სამარცხვინო, ჩვენც ალბათ, ოდესღაც საიდანღაც მოვედით . მთავარია მეზობლებმა სალოცავი და ისტორია არ წავართვათ ერთმანეთს – წერს ნათელაშვილი.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0