x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ასაფლავებენ მუსლიმები მიცვალებულებს მზის ჩასვლამდე?

image


მსოფლიოს ყველა ერს გააჩნია თავისი ტრადიციები და ჩვეულებები, რომლებიც მიცვალებულთა დაკრძალვასთანაა დაკავშირებული. მათი უმეტესობა იმ რწმენისა და რელიგიის საკითხებს ემყარება, რომელთაც ესა თუ ის კონკრეტული ერი მიეკუთვნება. დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან მუსლიმები. მათ ტრადიციებს რამდენიმე თავისებურება გააჩნია, რომელთა შესახებაც სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. მაგალითად, ზოგიერთი სხვა რელიგიის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ისლამის მიმდევრები არასოდეს მარხავენ მიცვალებულებს მზის ჩასვლის შემდეგ, ძალიან იშვიათად იყენებენ კუბოს, და ასევე არანაირად არ ამუშავებენ ცხედარს.



და მაინც, რატომ ხდება დაკრძალვა უშუალოდ მზის ჩასვლამდე?


image


უნდა გვახსოვდეს, რომ მუსულმანურ ქვეყნებში მიცვალებულთა დაკრძალვის წესები აღწერილია როგორც შარიათის კანონში, ასევე ყურანშიც. ეს მოთხოვნები ძირითადად, არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან ცხელი კლიმატით გამოირჩევა. გარდა ამისა, დაკრძალვის ტრადიციები ისლამის მიმდევრებს შორის ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ ჩამოყალიბდა.


image


ამიტომ მუსლიმებისთვის მიცვალებულის რაც შეიძლება მოკლე დროში დაკრძალვაა მიღებული. ყველაზე ხშირად ეს იმავე დღეს ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა და თან ყოველთვის მზის ჩასვლამდე. ასეთი სიჩქარე შეიძლება ძალიან მარტივად აიხსნას, რადგან ცხელ კლიმატში გვამი ხრწნას სწრაფად იწყებს. მზის ჩასვლამდე კი დაკრძალვა იმიტომ ხდება რომ ღამით ხილვადობაა ცუდი. გარდა ამისა, როგორც სხვა რელიგიებში, ასევე ისლამშიც სიბნელეში სასაფლაოების მონახულება დაშვებული არ არის.



კიდევ რით განსხვავდება მუსლიმთა დაკრძალვის ცერემონია ტრადიციული დასაფლავებისგან?


image


მუსლიმები არასოდეს უკეთებენ სხეულს კრემაციას და მას არანაირად არ ამუშავებენ, თუმცა სპეციალური წყლის ხსნარის საშუალებით ცხედრის განბანვა აუცილებლად ხდება. ისლამში დაკრძალვა მაქსიმალურად მოკრძალებული უნდა იყოს, რის გამოც სასახლე საერთოდ არ გამოიყენება (ან კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი საჭიროებაა). ითვლება, რომ კუბო უყაირათობის ნიშანია და ის გარდაცვლილს სულაც არ სჭირდება. ნაცვლად ამისა, მას სპეციალურ ქსოვილში ახვევენ და სამგლოვიარო საკაცით სასაფლაოზე მიჰყავთ. მუსლიმებს ასევე ეკძალებათ საფლავზე დიდი ძეგლების დადგმა, გარდაცვლილის ფოტოების განთავსება და ყვავილების მიტანა. დაკრძალვაზე ქალების დასწრება მიღებული არ არის. მათ სასაფლაოზე გასვლა მხოლოდ დაკრძალვის მეორე დღეს შეუძლიათ.







0
671
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
671