შოუბიზნესი
მშობლებისგან საუკეთესო აიღეს! კრუსისა და ბარდემის შვილები პაპარაცების ფოტოობიექტივში მოხვდნენ
14 აგვისტო, 11:43
აბა, უსაფუძვლოდ ხომ არ უწოდებენ პენელოპე კრუსსა და ხავიერ ბარდემს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილს! ეს "ცხელი" ესპანელი, ვარსკვლავური წყვილი მაგნიტივით იზიდავს საზოგადოების ყურადღებას. ძნელი დასაჯერებელია, რომ კრუს ცოტა ხნის წინ, 50 წელი შეუსრულდა. პენელოპემ და ხავიერმა თავიანთი ხიბლი და მიმზიდველობა თავიანთ შთამომავლებსაც გადასცეს.
რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ოჯახი ესპანეთის ქუჩებში სეირნობისას "გამოიჭირეს". როგორ გამოიყურებიან ჰოლივუდის გამორჩეულად ლამაზი წყვილის მემკვიდრეები? "გასაკვირი არ არის, რომ შვილები ასე ლამაზები გამოვიდნენ", "მშვენიერი წყვილია"
"ძალიან მომწონს ეს წყვილი", "ბავშვებს მშობლების შარმი და მომხიბვლელობა მემკვიდრეობით ერგოთ", "პენელოპა, თითქოს წლებთან ერთად სულ უფრო ლამაზდება", "ხავიერი ახალგაზრდობაში ისეთი სიმპათიური იყო", "შესანიშნავები არიან"
"ვაღმერთებ ამ წყვილს", "ესპანელებს განსაკუთრებულად მიმზიდველი სილამაზე აქვთ", "ლამაზი მშობლების მშვენიერი შვილები", - არ წყდებოდა ცნობილი წყვილის ფოტოების ქვეშ სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღმაფრთოვანებელი კომენტარები.
ესპანელი ლამაზმანი პენელოპა კრუსი და ქალების გულთამპყრობელი ხავიერ ბარდემი ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური წყვილია, რომლებმაც ერთმანეთი ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს ცნობილი ესპანელი რეჟისორის, ბიგას ლუნას ფილმის - "ლორი, ლორის" გადაღებებზე გაიცნეს, თუმცა ვარსკვლავებს შორის რომანტიკული ურთიერთობები მაშინვე არ დაწყებულა.
ერთმანეთით მოხიბლულმა კოლეგებმა აქტიური შეხვედრები 2007 წლიდან დაიწყეს, ხოლო წყვილმა თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად 2010 წელს დააკანონა და ბაჰამის კუნძულებზე, საერთო მეგობრის სახლში გრანდიზული ქორწილიც გადაიხადა. პენელოპესა და ხავიერს ორ შვილი - ვაჟი ლეონარდო და ქალიშვილი ლუნა ჰყავთ. ამ საოცარი წყვილის ფოტოების თვალიერებისას, შეუძლებელია აღფრთოვანებას არ იწვევდეს მათი საოცარი ურთიერთსიყვარულის გრძნობა, რომელიც თითოეული მათი ფოტოდან ეკრანის მიღმაც კი იგრძნობა.