ჯანმრთელი კვება 7 ყველაზე ჯანსაღი საუზმე, რომელიც ოდესმე მოგიმზადებიათ 14 აგვისტო, 10:00 ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე პროდუქტიული დღის და მხნეობის გასაღებია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დილით მოვამზადოთ არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ნოყიერი საუზმე. თუ დაიღალეთ უბრალო ფაფით ან კვერცხით, გთავაზობთ საუზმის 7 იდეალურ ვარიანტს, რომელიც მთელი ოჯახისთვის შესაფერისი იქნება. 1. შვრიის ბლინები 1 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა (ან 2 კვერცხი), 3 ს/კ შვრიის ფანტელები, 3 ს/კ რძე, კაკაოინგრედიენტებს აურიეთ და ტაფაზე დაასხით (წვეთი ზეთი სურვილისამებრ). თავსახური დაახურეთ და ორივე მხრიდან რამდენიმე წუთით შეწვით, შეწითლებამდე. შვრიის ბლინებს ნებისმიერი შიგთავსი დაუმატეთ და შეახვიეთ. 2. ხაჭოს მობრაწულა ვაშლით და ყაყაჩოთი 100 გ ხაჭო, 1 კვერცხი, ½ ჩ/კ თაფლი, ½ ვაშლი, 1 ჩ/კ ყაყაჩოს თესლიხაჭო და კვერცხი აურიეთ. თაფლი, ყაყაჩო და დაჭრილი ვაშლი დაუმატეთ. ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთი აცხვეთ. ცოტა გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ. 3. ყაბაყის ოლადები 250 გ ყაბაყი, 2 კვერცხი, 30 გ ჭვავის ქატო, მარილი და წიწაკა გემოვნებით, რბილი ხაჭო, ნატურალური იოგურტიყაბაყი გახეხეთ, კვერცხი, შემდეგ ქატო დაუმატეთ. ტაფაზე დაასხით და ორივე მხრიდან შეწვით. სოუსისთვის რბილი ხაჭო და იოგურტი აურიეთ არაჟნის მსგავსი მასის მიღებამდე. ცხელ ოლადებს ზემოდან სოუსი დაუმატეთ და სუფრაზე გაიტანეთ. 4. ბისკვიტის რულეტი 100გ მოხარშული ბრინჯი, 1 კვერცხი და 2 კვერცხის ცილა, 80 გ რბილი ხაჭო, მაყვალი ან სხვა კენკრა (ბანანიც შეიძლება)მოხარშული ბრინჯი და კვერცხის ცილები აურიეთ, შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან. ხაჭო და კენკრა ან ბანანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ბლინებს ხაჭოს შიგთავსი დაუმატეთ და რულეტებად დაახვიეთ. 5. ვაშლი შვრიის ფანტელებით რბილი ხაჭო, დარიჩინი გემოვნებით, მუსკატის კაკალი გემოვნებით, მწიკვი ყაყაჩო, ნიგოზი, 1 ს/კ შვრიის ფანტელები, ცოტა თაფლიწითელი ვაშლი აიღეთ და შუაგული ამოიღეთ. ვაშლი მოათავსეთ 1 ს/კ ხაჭო, 1-2 ს/კ შვრიის ფანტელები, დაფქული ნიგოზი, ზემოდან ყაყაჩო და დარიჩინი დაუმატეთ. ღუმელში 15 წუთი აცხვეთ ან სანამ ვაშლი არ დარბილდება. ცხელი ან შეგრილებული სუფრაზე გაიტანეთ. მაწონი ან რბილი ხაჭო დაუმატეთ. 6. შვრიის ფანქეიქი 50 გ შვრიის ფანტელები, 2 კვერცხი, 15 გ ქიშმიში, დამატკბობელი ან რამდენიმე წვეთი თაფლი, 50 გ უცხიმო ხაჭოყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნარევი ორივე მხრიდან შეწვით. ცხელი გაიტანეთ სუფრაზე. თუ სურვილი გაქვთ, რბილი ხაჭო (5%-იანი) დაუმატეთ ტოპინგის სახით. 7. შვრია ქილაში ½ ფინჯანი შვრიის ფანტელები, რბილი ხაჭო, ნატურალური იოგურტი, 1 ბანანი, კენკრა გემოვნებით, მწიკვი კაკაო ან დარიჩინი ((სურვილისამებრ), 1 ჩ/კ თაფლი (სურვილისამებრ)ქილაში ან კონტეინერში ფენებად ჩააწყვეთ შვრია, ხაჭო, 2 ს/კ იოგურტი, დაჭრილი ბანანი, კენკრა. თუ სურვილი გაქვთ, კაკაო ან დარიჩინი მოუყარეთ. თავსახური დაახურეთ. შეანჯღრიეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გემრიელი შვრიის ფაფა მიირთვით. თუ სურვილი გაქვთ, თაფლი დაუმატეთ. ასევე დაგაინტერესებთ: რეცეპტები, რომელთა დახმარებით შეძლებთ მიირთვათ ნაყინი საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე ფრანგი დედების 8 რეცეპტი, რომელიც ბავშვებს სწრაფ კვებას დაავიწყებს 7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან 6 გემრიელი და სასარგებლო სმუზი ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენც მოგეწონებათ 113 შეფასება არ არის |