x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ამსტერდამის აეროპორტში ხელების აწევას მთხოვენ, უკვე თვალწინ მიდგას ნიდერლანდების ციხეში გატარებული წლები...” – დათო გორგილაძე
image

.

ჟურნალისტი, მწერალი დათო გორგილაძე სოც ქსელში საინტერესო საზაფხულო თავგადასავალს აზიარებს;

.


“ამსტერდამის აეროპორტში ვარ.პასპორტის კონტროლზე ნამძინარევი მივედი.ჩემი ინგლისური ისედაც საყველპუროა და ძილიანობა თუ მიტევს, პულსი არ ესინჯება.მესაზღრე რაღაცას მეუბნება, ექოდ ჩამესმის. უცებ ორივე ხელს მაღლა წევს.

.

ვფხიზლდები.ვფიქრობ, რომ რაღაც დავაშავე. ან იქნებ ვინმეში ვეშლები? ფაქტია, ხელების მაღლა აწევას მთხოვს.უკვე ცხადად მიდგას თვალწინ ნიდერლანდების ციხეში გატარებული წლები.

.

შემდგომში ირკვევა, რომ ტალახაძითაა აღფრთოვანებული მესაზღვრე და რადგან სიტყვებით ვერას გახდა, სხეულის ენას მიმართა.ეს დღეები მოგზაურობის ჩანაწერებით შეგაბეზრებთ თავს, Cellfie-იმ გამომიწვია (ულიმიტო ინტერნეტით შემაიარაღა) და ვიფიქრე ძველ, გულუხვად გაზიარების დროს გავიხსენებ-მეთქი. როუმინგი გადავტენე, მოემზადეთ, ამიტანეთ. “ - წერს გორგილაძე.

.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა მას შემდეგ რაც გოგრილაძის პოპულარული გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემცირებული საბიუჯეტო დაფინანსების გამო დაიხურა, მან ინტერნეტ სიბვრცეში გადაინაცვლა და მისი გადაცემები ამჯერად იუთუბ არხზე გადის.

0
579
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0