x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
იცით, როგორ გამოიყურება მსოფლიოში უიშვიათესი და ძვირადღირებული ყვავილი?
ყვავილებს შორის არის იშვიათი ჯიშები, რომლებზეც კოლექციონერები და მებაღეები ოცნებობენ. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, უიშვიათეს და ძვირადღირებულ ყვავილოვან მცენარედ, რომელზეც მხოლოდ შეიძლება იოცნებოთ, ითვლება არა იშვიათი ორქიდეა ამაზონის ჯუნგლიდან, არამედ ბაღის კამელია, მაგრამ უჩვეულო.



image



წითელი კამელია მიდლემისტი, რომელსაც ხანდახან რომანტიკულად უწოდებენ გაზაფხულის ვარდს, პირველად აღწერა ინგლისელმა ჯონ მიდლემისტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა 1804 წელს ჩინეთში. ამ კამელიას წითელს უწოდებენ, მაგრამ მისი ყვავილები ვარდისფერია. მე-19 საუკუნის დასაწყისში ამ იშვიათი და ძვირადღირებული მცენარის ნახვა მხოლოდ უმდიდრესი არისტოკრატების ბაღებში შეიძლებოდა.



image




როგორღაც მიდლემისტმა შეძლო წითელი კამელიას ნერგების მოპოვება და ლონდონში ჩაიტანა. მან სულგრძელად შესწირა იშვიათი ნერგები კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღს და იქ დაიწყეს მცენარის გამრავლება. ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა, რომ თითქმის ყველა წითელი კამელია სადღაც გაქრა და გადარჩა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი.



image



1823 წლისთვის დიდ ბრიტანეთში დარჩა მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც იზრდებოდა წითელი კამელია მიდლემისტი. ეს არის ვილა Chiswick House & Gardens. ყველაზე გასაკვირი არის არა მცენარის გაქრობა ინგლისში, არამედ მისი გაქრობა სამშობლოში, ჩინეთში. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შემორჩენილია მხოლოდ ორი წითელი კამელია, ერთი ინგლისში და ერთი ახალ ზელანდიაში.



image



როგორ აღმოჩნდა იშვიათი ყვავილი ოკეანის იზოლირებულ კუნძულებზე, არის კითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს. შემორჩენილი ინფორმაციის თანახმად, ახალ ზელანდიაში, წითელი კამელია დარგეს 1833 წელს ვაიტანგში, Treaty House-ის მამულში. ახლა ეს ადგილი, Chiswick House & Gardens-ის ვილასთან ერთად, ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ყველას შეუძლია დატკბეს კამელიის ყვავილებით.



image



ბოტანიკის დარგის ბევრი ექსპერტი თვლის, რომ იშვიათი მცენარის ბრიტანელი მფლობელები მის ყლორტებს დიდ ფულზე ყიდიან. უბრალოდ ამის აფიშირებას არ ახდენენ, რათა არ დაკარგონ იშვიათობის მფლობელის სტატუსი. ისინი მყიდველების კონკრეტულ სახელებსაც ასახელებენ. მაგალითად, არსებობს ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე მაღალსართულიან კორპუსში Sky Gardens by Rafal აპარტამენტის ანონიმურმა მფლობელმა ერთი ნერგი შეიძინა.



image

ვილის Chiswick House & Gardens ორანჟერეა



ბიოლოგმა ჯერალდინ კინგმა, რომელიც უვლის Chiswick House & Gardens-ის ბაღს, ერთხელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მე-19 საუკუნეში წითელი კამელიებით ვაჭრობა საკმაოდ გახურებული იყო. მაგალითად, მამულის ერთ-ერთმა მფლობელმა, დევონშირის ჰერცოგმა, 180 წლის წინ ბევრი ყლორტი გაყიდა საკმაოდ გონივრულ ფასში. იქნებ, სწორედ მაშინ წაიღეს წითელი კამელია ახალ ზელანდიაში?



ასევე დაგაინტერესებთ:

არამიწიერი სილამაზე: 16 უჩვეულო ოთახის მცენარე, რომელთა შესახებ არ იცოდით

სუკულენტის სახეობა, რომელიც კურდღლის ყურებს წააგავს

გაზაფხული ჩინეთში: აყვავებული საკურას 15+ ფოტო, რომელიც გაგაოცებთ

20 პატარა ბაღი, რომელიც ხელისგულზე დაეტევა

რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე

ლამაზი სახლები, რომლებიც უბრალოდ ყვავილების ზღვაში არიან ჩაფლულნი

ასეც ხდება: ქურდებმა მოპარული ბონსაის ხეები ვაშინგტონის მუზეუმში დააბრუნეს

ყვავილიდან კენკრამდე: რა ეტაპებს გადის მცენარეების სასიცოცხლო ციკლი

ამ კაცმა საკუთარ ტერიტორიაზე 180 წლის წითელი ხე მოჭრა და 300 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

შეშის ლამაზად დაწყობაც ხელოვნებაა

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
124