კინო
არაბავშვური კინო: ნორჩი მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ზრდასრულთა როლები შეასრულეს
12 აგვისტო, 17:54
მსახიობის პროფესია ემოციურ დონეზე საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მსახიობობა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. ზოგიერთ ცნობილ არტისტს უძველესი პროფესიის წარმომადგენლის თამაში ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მოუწია, ამ მხრივ აღსანიშნავია ჯოდი ფოსტერი ფილმით "ტაქსის მძღოლი" და ნატალი პორტმანი კრიმინალური დრამით "ლეონი", თუმცა დღევანდელ სტატიაში მსურს კიდევ იმ რამდენიმე ცნობილი მსახიობის შესახებ მოგითხროთ, რომლებსაც მცირეწლოვან ასაკში საკმაოდ არაბავშვური როლების თამაში მოუწიათ.
ნიკი რიდი - "ცამეტი", 2003 წელი
ნიკიმ 15 წლის ასაკში ითამაშა ფილმში რომელიც მოზარდების არც თუ იოლ ცხოვრებაზე მოგვითხრობდა: პირველი ინტიმური კავშირი, სიგარეტი, ალკოჰოლი... აღსანიშნავია, რომ სცენარის შექმნაში გოგონა თავადაც მონაწილეობდა, ამიტომ ფილმში მსახიობის პირადი გამოცდილებიდან რამდენიმე ეპიზოდიც შევიდა.
მარტინ ლობი, ლარა ვენდელი და ევა იონესკო - "სიყვარულთან თამაში", 1977 წელი
სურათის სახელწოდება სრულად შეესაბამება ფილმის სიუჟეტს - 11 წლის მოზარდები არა მხოლოდ ინტიმურ სცენებში თამაშობდნენ, არამედ ისინი კადრში სრულიად შიშვლებიც ჩანდნენ. კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ფილმი მთლიანად პასუხობდა ბავშვთა პორნოგრაფიას, ამიტომ ის გაქირავებიდან მალევე მოიხსნა.
კარა ჰეიუორდი - "ამომავალი მთვარის სამეფო", 2012 წელი
13 წლის კარას ახალგაზრდა საკუთარ კოლეგასთან ინტიმურ სცენაში თამაში მოუწია. მართალია, რეჟისორს ასეთი გადაწყვეტილებისთვის ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა თავადაც მოგეხსენებათ, რომ შემოქმედებითი ადამიანები "ჩვენი სამყაროდან" სულაც არ არიან.
"ბავშვები", 1995 წელი
რეჟისორ ლარი კლარკის ფილმს ბავშვთა პორნოგრაფიას ღიად უწოდებდნენ, ვინაიდან ინტიმურ სცენებში, სადაც დაუცველი სქესობრივი კავშირი, ნარკოტიკები და ალკოჰოლი იყო ნაჩვენები 14-დან 16-წლამდე მოზარდები თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო ეკრანებზე არასოდეს გამოსულა დღეს მას ზოგიერთი კრიტიკოსი საკულტოსაც კი უწოდებს.