სხვა ქალის სექსუალური ჰოროსკოპი: თხის რქა 2012, 20 ოქტომბერი, 0:52 თხის რქა (22.12-20.01) ეს ნიშანი საკუთარი განცდების მსხვერპლი ხდება, რადგან, როგორც წესი პარტნიორი შეუყვარდება, სექსი და სიყვარული ერთმანეთში ერევა და საწოლში იშვიათად გრძნობს თავს ბედნიერად. იგი სექსუალურია, მეტად მგრძნობიარე, მაგრამ იშვიათად პოულობს პარტნიორს, რომელიც მის დაკმაყოფილებას შეძლებს. მისი მოსაწონი მამაკაცი ძნელი საპოვნია, მიუხედავად იმისა, უმრავლეს შემთხვევაში თხის რქა ადრე თხოვდება, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არა აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი სექსუალური მონაცემები და მოთხოვნილებები, ამის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ მის იმპულსურობაში და გადაჭარბებულ მგრძნობიარობაში უნდა ვეძიოთ. ჩვევლებრივ, თხის რქა ქმარ-შვილით უკვე მაშინაა დახუნძული, როცა მის თანატოლ გოგონებს ლტოლვა მეორე სქესისადმი არც კი გაჰღვიძებიათ. ბოლოსდაბოლოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალში ნამდვილი ვნება იღვიძებს და იწყება მისი ტანჯვა-წამება. იგი ხვდება, რომ შმაგი გრძნობებისათვისაა გაჩენილი. თხის რქაში მეტად დიდია პასუხისმგებლობის სრძნობა, ოჯახს იგი იშვიათად ანგრევს, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, მალევე პოულობს ახალ უღელს საკუთარი კისრისათვის და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. თუ თხის რქას წილად ხვდა ბედნიერება იპოვოს პარტნიორი, რომელიც ეყვარება და რომელსაც საწოლში შეეწყობა, მაშინ მას შეუძლია დიდ წარმატებებს მიაღწიოს - სექსი მისთვის ტკბობის უმაღლეს მწვერვალად იქცევა. 606 7-ს მოსწონს
|