x
image
რომეო
ჰოროსკოპი: მშვილდოსანი
image(23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) ცეცხლის ნიშანი, მფარველობს იუპიტერი. მშვიდი ხასიათისა და ფილოსოფიური ბუნების პატრონი გახლავთ. იუპიტერი ბედნიერებისა და კეთილდღეობის პლანეტაა. მისი სიმბოლო კენტავრია, რაც მშვილდოსანში შინაგან გაორებას იწვევს. ერთი მხრივ, იგი მეტად მრავალმხრივი პიროვნებაა, მეორე მხრივ - პრიმიტიული. პირველი ტიპის მშვილდოსანი არ სცნობს ცივილიზაციას. საკმაოდ გამძლეა, მაგრამ უხეში, დიდი სასიცოცხლო ენერგიის პატრონია და მუდამ აქტიური. ძალიან მოსწონთ ქალებს. უყვარს ფათერაკები, თავგადასავლები, შეუძლია გმირობაც კი ჩაიდინოს.

მეორე ტიპის მშვილდოსნებში ხშირად გვხვდებიან ჯარისკაცები, მეზღვაურები, პირატები, ავანტიურისტები და მაწანწალები.

პირველი ტიპის მშვილდოსანი მოაზროვნეა ან პოლიტიკოსი. ბრძოლის ჟინი მასაც გააჩნია, მაგრამ პირველისაგან განსხვავებით, შერკინების ასპარეზი მისთვის ლაბორატორიაა, კათედრა, კაბინეტი ან სულაც, ტრიბუნა. როგორც პირველ ტიპს, მასაც აქვს სწრაფვა მოგზაურობისაკენ, ოღონდ ამას ოსტატურად მალავს.

მეორე ტიპის მშვილდოსანი ასევე დიდებული არქეოლოგი, ეთნოგრაფი ან ფოტორეპორტიორი შეიძლება გახდეს. გარეგნულად მუდამ მხიარული და კეთილი, გულში ხშირად განიცდის წარუმატებლობასა და აუხდენელ ოცნებებს. ამ ქვეყნად თავისი ადგილი ვერ უპოვია და ზოგჯერ თავადაც არ იცის რა უნდა. ეს ხალხი იშვიათად აღწევს მოხუცებულობამდე და ასევე იშვიათად აღესრულება საკუთარ საწოლში.


ქალი მშვილდოსანი: ისევე როგორც მამაკაცები, ამ ნიშნის ქალებიც ორ ტიპად იყოფა. ერთი, ქალაბიჭად დაბადებულნი, სპორტსა და მოძრაობას აღმერთებენ და ძნელად ეგუებიან ოჯახურ ატმოსფეროს.

ქალი მშვილდოსანი თავნებაა და ახირებული, არ უყვარს მორჩილება, აფასებს თავისუფლებას. ყოველგვარ პროფესიაში აღწევს წარმატებებს. რადგან მოხერხებულია და პრაქტიკული.

მეორე ტიპის მშვილდოსანი საზოგადოებაში გამოსული, ჭკვიანი და თავისუფალია, გატაცებულია ხელოვნებით, წიგნებითა და გამოჩენილი ადამიანებით. ყველაფერს დიდებულად ართმევენ თავს. ორიგინალურია და არც ექსტრავაგანტულობა აკლია.

სხვა ნიშანთან დამოკიდებულება: მისასალმებელია მშვილდოსნის დაკავშირება ქალწულთან, თევზებთან, ტყუპებთან და კუროსთან. კუროსთან სწრაფად ჩნდება სიმპათია და სიყვარული. მათი დაქორწინება გამართლებულია. მშვილდოსანს ძალიან აღელვებს და იზიდავს ვერძი, თუმცა ბევრი საერთო აქვთ. მათ ქორწინებას მაინც საფრთხე ემუქრება. მშვილდოსანის გადაჭარბებული ლტოლვა თავისუფლებისაკენ ასევე ბევრ მწუხარებას უქადის კირჩხიბს. მეორე მხრივ, მშვილდოსანის ძალას და შემართებას შეუძლია კირჩხიბის გარდაქმნა და მოთვინიერება.

გულწრფელობა, იმპულსუობა და პატიოსნება ეს ნიშნები აერთიანებთ მშვილდოსანსა და ლომს. მათი ხასიათი და ტემპერამენტიც ძალიან ჩამოჰგავს ერთმანეთს, ქორწინებაც გამართლებულია.

ქალწულის და მშვილდოსნის შეკავშირება სასურველი არაა, თუმცაღა მათ შორის საკმაოდ შეიმჩნევა ფიზიკური მიზიდულობა.

სასწორი და მშვილდოსანი ერთმანეთს ადვილად უკავშირდებიან და სწრაფადაც ქორწინდებიან, რაც ორთავე მხარეს ბედნიერების საწინდარია.

ღრიანკალი და მშვილდოსანი დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს, სასურველია მათი დამეგობრება და თანამშრომლობა.

თხის რქასთან მშვილდოსანს საერთო ინტერესები აკავშირებს. თანაც თხის რქის არასერიოზულობისას მშვილდოსანის ცოცხალი ხასიათი მშვენივრად ეთანხმება. თუ მათ შორის ფიზიკური ლტოლვაც აღმოცენდა, ქორწინება ბედნიერი იქნება.

მერწყული და მსვილდოსანი, როგორც ორი აქტიური და ენერგიული ნიშანი ადვილად უკავშირდებიან ერთმანეთს, რასაც კიდევაც აქვს გამართლება. თუ მაინც ექნება ადგილი ჩხუბსა და კინკლაობას, ამის მიზეზი უთუოდ მშვილდოსანის ცვალებადი და არამყარი ბუნება იქნება.

მშვილდოსანი და ტევზები მეტისმეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ ვნება გააჩნიათ, მათ საქორწინო კავშირს საფრთხე ემუქრება..








































2
4734
3-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
4734
  
2012, 20 ოქტომბერი, 0:22
:):):)
2012, 20 ოქტომბერი, 0:21
გაიხარე
0 1 2