x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
National Geographic-ის წამყვანი 10 წლით ჩასვეს ციხეში ძაღლების გაუპატიურების და მკვლელობის გამო
image

სასამართლომ სადისტის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა.


დიდ ბრიტანეთში სასამართლომ ცნობილ ტელეწამყვანსა და ზოოლოგს ადამ ბრიტონს განაჩენი გამოუტანა. წამყვანი, რომელიც ადრე მუშაობდა BBC-სა და National Geographic-ში, 56 პუნქტში წაუყენეს ბრალდება.


ბრიტონი დამნაშავედ ცნეს ცხოველების მიმართ ჩადენილ სისასტიკეში. ცნობილი ჟურნალისტი ხშირად "პატრონობდა" ძაღლებს და როდესაც ადამიანები ინტერესდებოდნენ "კარგ ხელში" ჩავარდნილი ძაღლების ბედით, ის ატყუებდა და ცხოველების ძველ ფოტოებს უგზავნიდა.



ამავდროულად, მამაკაცი იღებდა ცხოველებზე ძალადობის ამსახველ ვიდეოებს, რომელსაც ინტერნეტში სხვადასხვა ფსევდონიმით ავრცელებდა.


სასამართლოზე დადასტურდა, რომ ადამ ბრიტონმა 42 ძაღლი გააუპატიურა და 39 მოკლა.


53 წლის წამყვანს ძაღლებისთვის წამების ოთახიც კი ჰქონდა მოწყობილი. ის აუპატიურებდა და კლავდა ცხოველებს.


ბრიტონის იდენტიფიცირება შემთხვევით მოხდა - ერთ-ერთ ვიდეოში იყო ნივთმტკიცება, რომელმაც გამოძიება ტელეწამყვანამდე მიიყვანა.

image

ამის გარდა ჩხრეკისას მის კომპიუტერში აღმოაჩინეს "მასალები, რომლებიც მიუთითებდა ბავშვზე ძალადობას".


სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ადამ ბრიტონის ქმედებები "ადამიანური გაგების ფარგლებს მიღმა იყო". მისი დანაშაულის დეტალები იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ სასამართლო პროცესების დროს დამსწრეებს ზოგჯერ სასამართლო დარბაზის დატოვება სთხოვდნენ.


სასამართლოში, განაჩენის გამოცხადებისას, ზოგი ტიროდა. ტელეწამყვანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


ზოოლოგი ადამ ბრიტონი ცნობილი გახდა BBC-ში, როგორც ველური ნიანგების ექსპერტი. წამყვანს ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი.

image

0
351
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0