სხვა პოლიტიკოსების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები 2024, 10 აგვისტო, 21:11 ![]() ვის უყვარს პოლიტიკოსები? ისინი საქმეს აფუჭებენ და შემდეგ ჩვენ გვიწევს მოგვარება. მხოლოდ ერთი ნუგეშია. მათაც უყვართ (ან უყვარდათ) დალევა, ანუ არის მათში რაღაც ადამიანური. უინსტონ ჩერჩილი ![]() ალბათ, გსმენიათ, რომ ჩერჩილს უყვარდა სომხური კონიაკი და სამუშაოდ მხოლოდ მეორე ბოთლის დალევის შემდეგ ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ლეგენდაა, თუმცა ბრიტანელ პრემიერ მინისტრს სასმელი მართლაც ძალიან უყვარდა. კონიაკებიდან უპირატესობას ანიჭებდა Hine-ს და სიგარასთან ერთად დიჯესტივის სახით სვამდა. უბრალო ვისკი მოსწონდა, Johnnie Walker Red Label, და დილით სვამდა, მაგრამ ძალიან, ძალიან გაზავებულს. წვეულებებზე Black Label-ით თავს ინებივრებდა. შამპანური უყვარდა, Pol Roger და დღეში რამდენიმე ბოთლს სვამდა. მარგარეტ ტეტჩერი ![]() რკინის ლედი კვირაში ოთხი დღე ალკოჰოლს სვამდა და ამას სამარცხვინოდ არ თვლიდა. ყოველდღიურად უპირატესობას ანიჭებდა Bell's-ის სოდიანს. მათ შორის სამსახურში, სადილზე. დედოფალი ელისაბედ II ![]() მისი უდიდებულესობა უპირატესობას ანიჭებდა სამ სასმელს: ჯინი, Dubonnet (აპერიტივი, რომელიც დაფუძნებულია ღვინოზე, ქინაქინაზე, სანელებლებზე, მწვანილებზე, ყავასა და ცედრაზე) და ტკბილი ფრანგული ღვინოები. რონალდ რეიგანი ![]() პრეზიდენტ-მსახიობი უპირატესობას ანიჭებდა კალიფორნიულ ღვინოებს, ხანდახან ღალატობდა Orange Blossom Special კოქტეილით (1 ნაწილი არაყი, 1 ნაწილი გრენადინი ან ტკბილი ვერმუტი, 2 ნაწილი ფორთოხლის წვენი და ყინული). ბარაკ ობამა ![]() აშშ-ს პრეზიდენტი ლუდს ამჯობინებდა. ანგელა მერკელი ![]() უპირატესობას ანიჭებს თეთრ ღვინოებს, მაგდამ ხანდახან ლუდზეც უარს არ ამბობს. ბორის ჯონსონი ![]() ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესთეტიკური პრეფერენციები აქვს. როგორც მინიმუმ, ამბობს, რომ ძვირადღირებული ტოსკანური ღვინო Tignanello მოსწონს. ემანუელ მაკრონი ![]() საფრანგეთის პრეზიდენტი ბოთლის გარეშე სადილზე არ ჯდება. უყვარს თეთრი ღვინო, ბურგუნდიის წითელი ღვინო, რონის ველის ღვინო. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, საიდან გაჩნდა რწმენა, რომ სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას და რა კავშირი აქვს ბრიტანელ მფრინავებთან? როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი? შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა მასების მართვის 10 მეთოდი, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროექტი „ლურჯი ფარშევანგი“ – როგორ შექმნეს ბრიტანელებმა ბირთვული ნაღმი ცოცხალი ქათმების შიგთავსით 334 1-ს მოსწონს |