x
მეტი
  • 09.08.2024
  • სტატია:136446
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510712
რეცეპტები, რომელთა დახმარებით შეძლებთ მიირთვათ ნაყინი საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე
ოდესმე გიფიქრიათ, რომ ნაყინი არ არის მხოლოდ პლომბირი, ხილის ყინული ან ესკიმო? ნაყინი, უპირველეს ყოვლისა, საკვების გარეგნობა და მისი ტემპერატურაა, ხოლო მისი დამზადება თითქმის ყველაფრისგან შეიძლება.



image



თუ მოგბეზრდათ ფაფები, ათქვეფილი კვერცხი და მაკარონი და მენიუს გამრავალფეროვნება გსურთ, გთავაზობთ სამ იდეას ნაყინის შესაქმნელად. არა უბრალოს, არამედ უნივერსალურ ნაყინს!



პროტეინის ნაყინი

image




„ალტერნატიული ნაყინის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია პროტეინის ნაყინი. შრატის ცილა საუკეთესო ინგრედიენტია, რადგან უფრო სწრაფად შეიწოვება. გემო შეგიძლიათ აირჩიოთ პირადი პრეფერენციებიდან გამომდინარე - არსებობს მარწყვის, შოკოლადის, ბანანის, ვანილის და მრავალი სხვა სახის ფხვნილი.



ნაყინისთვის რძე შეიძლება იყოს ნებისმიერი ცხიმიანობის. დასაშვებია ხილის და კენკრის დამატება. აი, ერთ-ერთი ვარიანტი:



ბლენდერში შეურიეთ 30 გრამი პროტეინი, 100 გრამი ხაჭო და ერთი ბანანის (ატამი, ჟოლო, მარწყვი და ა.შ.) რბილობი. მზა მასა მაცივარში დაახლოებით 2 საათი შეინახეთ. მზადაა! ახლა შეგიძლიათ მიირთვათ თქვენი მეგა ჯანსაღი პროტეინის ნაყინი!



ბოსტნეულის ნაყინი

image



დიახ, დიახ, ასეც ხდება! და ბევრი ამბობს, რომ გემრიელია.



ბოსტნეულის ნაყინი, როგორც ხილის ნაყინი, შეიძლება იყოს ნაღებზე დაფუძნებული, ან უბრალოდ „ყინული“. პირველ შემთხვევაში, დაგჭირდებათ ნაღები ან რძე, მეორე შემთხვევაში მხოლოდ ბოსტნეული საკმარისია.



მომზადება წარმოუდგენლად მარტივია: დააბლენდერეთ ნებისმიერი ბოსტნეული, დაუმატეთ მწვანილი, მარილი, სანელებლები. საყინულეში მოათავსეთ. გურმანებს შორის ასევე პოპულარულია ნიორი-პომიდვრის ნაყინი, რომელიც მზადდება 4 ახალი პომიდვრისგან, რამდენიმე კბილი ნივრისგან, 20 გრამი ღვინის ძმრისგან და 50 გრამი მწვანილისგან.



ხორცის ნაყინი

image



ამ ტიპის ნაყინი ჯერ არ არის ძალიან გავრცელებული, ადამიანებს შორის. აი, ზოოპარკში ცხოველებს დიდი ხანია სთავაზობენ ასეთ დელიკატესებს. და მაინც, ასეთი ნაყინი არსებობს და მეცნიერთა აზრით, შესანიშნავია არა მხოლოდ ცხოველებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ლაქტოზასთან ვერ მეგობრობს.



სწორედ მეცნიერებმა შექმნეს ასეთი ნაყინის სახეობა Davenport’s Chocolates-თან ერთად. კრევეტებისა და საქონლის ხორცისგან დამზადებული უჩვეულო დელიკატესი საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში.



გიზიარებთ ბეკონის ნაყინის რეცეპტს. იქნებ, ერთ დღეს ისურვოთ ეგზოტიკური კერძის მირთმევა:



„100 მლ რძე და 60 მლ ნაღები აადუღეთ. 100 გრამი შემწვარი ბეკონი (კარაქში) დაუმატეთ. შესაფუთი პარკი დააფარეთ და გაგრილება აცადეთ. სითხე საცერში გადაწურეთ და ბეკონი ამოიღეთ. ისევ აადუღეთ. 4 კვერცხის გული გახეხეთ და დაუმატეთ. 4 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ. წყლის ორთქლზე აადუღეთ 85 გრადუს ტემპერატურაზე, შემდეგ ჩადეთ ყინულით სავსე თასში და მთელი ღამე მაცივარში მოათავსეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჭამ ნაყინს და არ სუქდები: სახლის ნაყინის 3 რეცეპტი თქვენი ფიგურის დარღვევის გარეშე

იტალიელმა მეგობარმა გემრიელი ნაყინის გაკეთება მასწავლა

ცივი ყავის მომზადების 10 მაგარი მეთოდი

მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით

ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
23