x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139003
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ფილმები, რომლებიც გაიძულებთ ნახვის შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმეში განმარტოვდეთ
ზოგიერთი ფილმი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე, რომ მაშინვე რეალურ სამყაროში დაბრუნება რთულია. როგორც წესი, მსგავსი თვისება აქვს მკაცრ დრამებს, რომელთა გმირებს უწევთ ცეცხლის და წყლის გავლა და რომელთაც ან არ აქვთ ბედნიერი დასასრული ან მაყურებელს ურტყამს ისეთი კათარსისით, რომ ნამდვილად ჯობია ცოტა ხანი ჩამოჯდე.



image



Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა: „რომელმა ფილმმა გაიძულათ 10 წუთით დადუმება მისი ნახვის შემდეგ? - ანუ იყო ისეთი ძლიერი სანახაობა, რომ გარკვეული დრო დაგჭირდათ ნანახის გასაცნობიერებლად.

აქ არის ფილმები, რომლებზეც ხალხი საუბრობს.



რიგითი რაიანის გადასარჩენად (1998)


image

„როცა კინოთეატრში ხალხი ადგა და დაშლა დაიწყო, სრული სიჩუმე იდგა, სიტყვა არავის უთქვამს“



ციცინათელების საფლავი (1988)

image

„ერთ-ერთი ფილმი ორიდან, რომელიც კარგი იყო, მაგრამ აღარასოდეს ვუყურებ ემოციური ტრავმის გამო. მეორე არის - „შვიდი““.



„შვიდი“ (1995)

image

„რა ატმოსფეროა...თავსხმა წვიმა, მკვლელობის პირქუში სცენები, ქალაქის ქაოსი და სიუჟეტი. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი“



შინდლერის სია (1994)

image

„მეტის გადარჩენა შემეძლო“ - ეს სცენა ყოველ ჯერზე გულს მტკენს.



კაცობრიობის შვილი (2006)

image

„არანაირი მოლოდინი არ მქონდა. უბრალოდ ვეძებდი რაღაცას, რომ დრო გამეტარებინა, როცა ქალაქგარეთ ვიყავი მივლინებაში. დავინახე, რომ კინოთეატრი ჩემი სასტუმროდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე იყო და იქ წავედი. გაოგნებული დავრჩი. ამ ფილმს ვურჩევ ყველას“.



მწვანე მილი (1999)

image

„სიჩუმე არ იყო მხოლოდ ჩემი ტირილის გამო“

„მე და ჩემი მეგობრები წავედით კინოთეატრში ამ ფილმის სანახავად. დადუმებულები გამოვედით, მანქანაში 30 წუთი ჩუმად ვისხედით და ბოლოს ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა: უჰჰ“.



პიანისტი (2002)

image

„ეს ფილმი მაზოხისტური ვნებით მიყვარდა, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ვუყურებდი, მტკიოდა. მაგრამ ედრიენ ბროუდის თამაში ფენომენალური იყო“.



ოცნების რეკვიემი (2000)

image

„საუკეთესო ფილმია, რომლის ხელახლა ყურება არ მინდა“

„იგივე. 10 წელი გავიდა და ვუყურე მხოლოდ ვიდეოს დასასრულით და მაშინვე ვინანე. მაგრამ ეს მუსიკაა“.



ღმერთის ქალაქი (2002)

image

„ჩემი საყვარელი ფაქტი - სცენისთვის, სადაც ბიჭს ფეხში ესროლეს, რეჟისორმა ბავშვ მსახიობს სთხოვა წარმოედგინა ყველაზე საშინელი ტკივილი, რაც კი შეეძლო, და წარმოედგინა, რომ ის ფეხში მოხვდა. თურმე ბიჭმა კბილის ტკივილზე გაიფიქრა. მისი რეაქცია იმდენად გულწრფელი იყო, რომ დუბლის გადაღების შემდეგ რეჟისორი მაშინვე ჩაეხუტა“.



რეინკარნაცია (2018)

image

„არა ბოლოს, ეს სცენა. მომიწია ფილმის შეჩერება და ცოტა ხნით კედლისკენ ყურება“.



ალქაჯი ბლერიდან (1999)

image

„იმ დროს ახალგაზრდა ვიყავი და მჯეროდა ყველა იმ მარკეტინგული აჟიოტაჟის, რომ ეს იყო „ნაპოვნი კადრები“. მე და ჩემი მეგობარი მართლა ჩუმად ვისხედით ყურების შემდეგ. მოგვიანებით გავიგე, რომ დოკუმენტური ფილმი არ არის“.



პარაზიტი (2019)

image

„ამ ფილმმა გამაჩუმა. ვდუმდი, სანამ სახლში მივდიოდი გამორთული რადიოთი. ვდუმდი, როცა ვწვებოდი, და მთელი მეორე დილით ხმა არ ამომიღია. ეს არ არის გადაჭარბება“.



ბიჭი ზოლიან პიჟამაში (2008)

image

„წიგნს ვკითხულობდი და თვალები ცრემლით გამევსო. წლები დამჭირდა, სანამ თავს ვაიძულებდი, რომ ფილმი მენახა. და ისევ ავტირდი“.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 ცნობილი რეჟისორის საყვარელი ფილმები, რომელთა ყურებას გვირჩევენ

10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ევროპული ფილმები სიყვარულზე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ და ბევრი დაკარგეთ

10 შესანიშნავი ფილმი, რომელიც შექსპირის ფარული ეკრანიზაციაა და ბევრმა ამის შესახებ არ იცის

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს


0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
301