კინო 10 ცნობილი რეჟისორის საყვარელი ფილმები, რომელთა ყურებას გვირჩევენ 6 ივნისი, 14:57 ალბათ, თქვენთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც საღამოსთვის ფილმის პოვნა რთული ამოცანა ხდება. მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა ფილმია და საყურებლად მხოლოდ ერთის არჩევა მარტივი არ არის. როდესაც საუკეთესო ფილმების ათეულები ერთფეროვნად გამოიყურება და მიმოხილვები უღიმღამოა, დაგეხმარებიან ისინი, რომლებიც კინოში ნებისმიერ კინოკრიტიკოსზე უკეთ ერკვევიან.
ვსაუბრობთ ცნობილ რეჟისორებზე. მათაც, რომლებმაც მოგვცა საყვარელი ფილმები, აქვთ საკუთარი საყვარელი ფილმები. აი, რომელი ფილმების ყურებას გვირჩევენ რეჟისორები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე კინოინდუსტრიის წარმოდგენა. კვენტინ ტარანტინო კარგი, ცუდი, ბოროტი (1966 წელი)ტაქსის მძღოლი (1976 წელი) ყბა (1975 წელი) დოგვილი (2003 წელი) მებრძოლთა კლუბი (1999 წელი) კვენტინ ტარანტინოს ძალიან უყვარს ვერსტერნი, აზიური პროექტები და ზოგიერთი ძველი ჰოლივუდური კომედია, მაგალითად, „გოგონას აღზრდა“ (1938 წელი). მარტინ სკორსეზე რვანახევარი (1963 წელი) თანამემამულე (1946 წელი) შვიდი სამურაი (1954 წელი) ზიზღი (1963 წელი) 2010: კოსმოსური ოდისეა (1984 წელი)სკორსეზეს ყველაზე მეტად უყვარს დოკუმენტური და ისტორიული ფილმები. რეჟისორის თქმით, მოსწონს წარსულის ეპოქის ატმოსფეროში ჩაძირვა, რათა განიცადოს ის, რასაც ხალხი განიცდიდა ისტორიული მოვლენების დროს. ჰაიაო მიაძაკი სისხლი ტაკადანობაბაში (1928 წელი) ფერფლი და ბრილიანტები (1958 წელი) ბალადა ჯარისკაცზე (1959 წელი) ულიას სული (1973 წელი)მიაძაკი, სანამ დიდებული ანიმატორი გახდებოდა, სხვადასხვა ნახატსა და მულტფილმში შთაგონებას პოულობდა. მაგალითად, ანიმატორის ფავორიტთა სიაში შედის „თოვლის დედოფალი“ (1957 წელი) და „ზღარბი ნისლში“ (1975 წელი). დეივიდ ლინჩი ოზის ჯადოქარი (1938 წელი) რვანახევარი (1963 წელი) მისტერ ჰულოტის არდადეგები (1953 წელი) ფანჯარა ეზოს მხარეს (1954 წელი) სანსეტ ბულვარი (1950 წელი) ლოლიტა (1977 წელი) ეს საჩუქარია (1934 წელი)ლინჩის საყვარელი რეჟისორები არიან ფედერიკო ფელინი, ინგმარ ბერგმანი და ალფრედ ჰიჩკოკი. ასევე ძალიან უყვარს სტენლი კუბრიკის შემოქმედება. სტენლი კუბრიკი ნათლია (1972 წელი) ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975 წელი) თეთრი კაცები ვერ ხტებიან (1992 წელი) მაკულატურა (1994 წელი)კუბრიკი ინტერვიუებში ახსენებს სხვა ფილმებსაც, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს. ერთ–ერთი ფილმია ანდრეი ტარკოვსკის „მსხვერპლშეწირვა“ (1986 წელი). ლარს ფონ ტრიერი თავბრუსხვევა (1958 წელი) სოლარისი (1972 წელი) სარკე (1974 წელი)ერთ–ერთ ინტერვიუში ტრიერმა თქვა, რომ აღარ უყურებს სხვა რეჟისორების ფილმებს: „ბევრი შთაგონებას პოულობს სხვა ფილმებში და იღებს რამდენიმე სტილისტურ მომენტს კინოდან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მინდა დავრჩე „სუფთა“ და ვიმოქმედო საკუთარი ინსტინქტების დონეზე“. უეს ანდერსონი როზმარის ბავშვი (1968 წელი) მექანიკური ფორთოხალი (1971 წელი) მარიონეტების ცხოვრებიდან (1980 წელი) მთვარეული (1987 წელი)ასევე ანდერსონს უყვარს მულტფილმი „ჩემი მეზობელი ტოტორო“ – ჰაიაო მიაძაკის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი. კრისტოფერ ნოლანი დასავლეთის ფრონტი უცვლელია (1930 წელი) 2001: კოსმოსური ოდისეა (1968 წელი) 12 განრისხებული მამაკაცი (1957 წელი) უცხო (1979 წელი) მოუთმენლობა გულისა (1980 წელი) სამართებელზე მორბენალი (1982 წელი)ნოლანმა ფილმი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ აჩვენა მსახიობებს ფილმის „დიუნკერკი“ (2017) გადაღებების დროს. დეივიდ ფინჩერი მოქალაქე კეინი (1941 წელი) ყბა (1975 წელი) მთელი ეს ჯაზი (1979 წელი)2020 წელს ფინჩერმა გადაიღო შავ–თეთრი ფილმი მისი ერთ–ერთი საყვარელი ფილმის „მოქალაქე კეინის“ სცენარისტზე ჰერმან მანკევიჩზე. ფილმში მთავარ როლს გერი ოლდმენი ასრულებდა. სტივენ სპილბერგი ეს მშვენიერი ცხოვრება (1946 წელი) მაძიებლები (1956 წელი) ნათება (1980 წელი) ქალის სურნელი (1992 წელი)სპილბერგი თავის საყვარელ ფილმებს შორის გამოყოფს არა მარტო კლასიკურ ჰოლივუდურ ფილმებს, არამედ ახალ ფილმებსაც. მაგალითად, მისი ფავორიტი ფილმია „გალაქტიკის მცველები“ (2014 წელი). 385 1-ს მოსწონს |