კინო როგორ გამოიყურება 11 პოპულარული პერსონაჟი ანიმესა და ფილმში 16 ნოემბერი, 14:11 ანიმე არის იაპონური მულტფილმები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. იაპონური მულტფილმების უმეტესობა გათვლილია ზრდასრულ აუდიტორიაზე, ამიტომ მათ სცენარზე ხშირად იღებენ ფილმებს ან სერიალებს. ამ ჟანრისადმი ინტერესი კომპანიებს აიძულებს შექმნან კინოადაპტაციები არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ სხვა ქვეყნებში. მაყურებლები ინტერესით აკვირდებიან, როგორ ცოცხლდება მათი საყვარელი გმირები კინოეკრანებზე. შევარჩიეთ 11 ცნობილი ანიმე, რომლის მიხედვითაც ფილმები გადაიღეს. კეი კურონო - „განცი“ (2004) 2004 წლის ანიმე და 2011 წლის იაპონური ფილმი
საკამათო სცენების სიმრავლის გამო ანიმე იაპონური ტელევიზიით გადაიცემოდა უზარმაზარი ცენზურით. კიკი - „კუდიანის საფოსტო სერვისი“ (1989) ჰაიაო მიაძაკის 1989 წლის ანიმე და 2014 წლის იაპონური ფილმი
ავტორი მულტფილმზე მუშაობისას შვედეთში გაემგზავრა, რათა გულდასმით შეესწავლა პეიზაჟები, რომლებიც მოგვიანებით ფილმში ჩართეს. ფოტოები სტოკჰოლმიდან და ვისბიუდან ქმნის გამოგონილი ქალაქის კორიკოს მთავარ ფონს. ქალაქი ასევე შეიცავს ლისაბონის, პარიზის, სან-ფრანცისკოს და მილანის ელემენტებს. ნანა ოსაკი და ნანა კომაცუ - „ნანა“ (2006) 2006 წლის ანიმე და 2005 წლის იაპონური ფილმი
მთავარი გმირების სახელი „ნანა“ იაპონურად ნიშნავს ციფრს 7. სიუჟეტის დასაწყისში გოგონები ერთმანეთს ხვდებიან 707 ბინაში. აქედან იწყება მათი თავგადასავალი. ლაით იაგამი და L - „სიკვდილის რვეული“ (2006) 2006 წლის ანიმე და ფილმი ჰარუჰი ფუჯიოკა - „ორანის საშუალო სკოლის პაემნების კლუბი“ (2006) 2006 წლის ანიმე და 2012 წლის იაპონური ფილმი ედვარდ ელრიკი - „მეტალის ალქიმიკოსი“ (2003) 2003 წლის ანიმე და 2017 წლის იაპონური ფილმი რისა კოიძუმი და აცუში ოტანი „საყვარელი კომპლექსი“ (2007) 2007 წლის ანიმე და 2006 წლის იაპონური ფილმი კიოკო მოგამი, სიო ფუვა და რენ ცურუგა - „არ დანებდე“ (2008) 2008 წლის ანიმე და 2011 წლის ტაივანური სერიალი სონ გოკუ - „დრაკონის მარგალიტი“ (2015) 1986 წლის ანიმე და 2015 წლის ანიმე ანიმე არაერთხელ გადაიღეს. 2009 წელს გამოვიდა გაგრძელება: „დრაკონის მარგალიტი: ევოლუცია“. 2015 წელს მსოფლიომ იხილა კიდევ ერთი ნაწილი „დრაკონის მარგალიტი: სუპერ“. სეიგო კაგეამა - „მობ ფსიქო 100“ (2016) 2016 წლის ანიმე და 2018 წლის იაპონური სერიალი მანკი დ. ლუფი - „ვან-პის“ (1999) 1999 წლის ანიმე და 2023 წლის ამერიკული სერიალი „One Piece. დიდი ჯეკპოტი“
სერიალი ნეტფლიქსის ჰიტი გახდა. გამოსვლიდან მალევე 84 ქვეყანაში ნახვებით პირველი ადგილი დაიკავა. აზიაში, აშშ-სა და კანადაში ანიმე სერიალებმა უკვე დაიპყრო ბაზარი. მხოლოდ ნეტფლიქსმა 2022 წელს თავის პლატფორმაზე დაამატა 40-ზე მეტი ანიმე პროექტი. ჩვენთან ინტერესი იაპონური კულტურის მიმართ ნელ-ნელა იზრდება. ასევე დაგაინტერესებთ: 16 მტკიცებულება, რომ "მეფე ლომი" იაპონური ანიმეს პლაგიატია როგორ გახდა ჰაიაო მიაძაკის მულტფილმები მსოფლიო ფენომენი და რატომ გვჭირდება ყველას ტოტორო 22 სრულმეტრაჟიანი მულტფილმი, რომლებმაც „ოსკარის“ პრემია აიღეს როგორები იქნებოდნენ გმირები ჰარი პოტერის ფილმებიდან, ჰაიაო მიაძაკს ანიმეს პერსონაჟებად რომ ექცია მოიწყინეთ?- შედგენილია ფილმების სია, რომლებიც დეპრესიას ამარცხებს 21 შეფასება არ არის |