x
image
Yoona
Mediator image
10 შესანიშნავი ფილმი, რომელიც შექსპირის ფარული ეკრანიზაციაა და ბევრმა ამის შესახებ არ იცის

დიდმა ინგლისელმა პოეტმა და დრამატურგმა უილიამ შექსპირმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო კულტურაზე. სხვა კლასიკოსების ნაწარმოებების მსგავსად, მისი პიესები თითქმის ყოველწლიურად ხდება განხილვის, ადაპტაციისა და აღმოჩენის საგანი.


image

ვსაუბრობთ არა მხოლოდ მოდერნიზებულ სურათებზე, არამედ ცნობილი შექსპირისეული სიუჟეტების და ტექნიკის უმოწყალო სესხებაზე. ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად ხდება პოპკულტურაში, რომელსაც კლასიკაზე ექსპერიმენტების უფლება აქვს.


გიამბობთ შექსპირის პიესების მეტნაკლებად ყველაზე თვალსაჩინო კინოადაპტაციებზე, რომლებმაც ასე თუ ისე შთაბეჭდილება მოახდინეს მე-20 საუკუნის ბოლოსა და ჩვენი დროის მაყურებლებზე.


ვესტსაიდური ისტორია (2021)


image

სტივენ სპილბერგის მიუზიკლი, სადაც მთავარ როლშია ამომავალი ვარსკვლავი, რეიჩელ ზეგლერი. პირველი „ვესტსაიდური ისტორია“ გადაიღეს 1957 წელს, ასევე შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ მიხედვით. ორივე ფილმის მთავარი კონფლიქტი ეთნიკურ განსხვავებებს ეფუძნება.


ათასი ჰექტარი (1977)

image

მიშელ პფაიფერი, ჯესიკა ლანგი და ჯენიფერ ჯეისონ ლი თამაშობენ ტირანი ლარი კუკის ქალიშვილების როლს. როგორც შექსპირის „მეფე ლირში“ მათი ოჯახური ტრაგედია სევდიანად მთავრდება.


ჩემი პირადი შტატი აიდაჰო (1991)

image

რივერ ფენიქსი და კიანუ რივზი თამაშობენ ახლო მეგობრებს, რომელთა თავგადასავლები და ურთიერთობები ეფუძნება ერთდროულად რამდენიმე ისტორიულ პიესას: „ჰენრი IV, ნაწილი პირველი“, „ჰენრი IV ნაწილი მეორე“ და „ჰენრი V“. ავანგარდული დამოუკიდებელი დრამა იღებს პიესების საუკეთესო მოტივებს, რომლებიც თითქოს თანამედროვეობასთან კავშირში არაა: მშობლიურ სახლში დაბრუნების, პატიების, სიბერის მოტივები და ა.შ. როგორც შექსპირის ნებისმიერ ნაწარმოებში გვერდს ვერ აუვლით მასხარას და კუდიანს, ეს დრამაც იუმორს არ ივიწყებს.


სიყვარულის ვირუსი (2001)

image

თინეიჯერული კომედია, რომელშიც ბერკ ლენდერსი (ბენ ფოსტერი) ცდილობს დაიბრუნოს ყოფილი შეყვარებული, რომელიც ახალ შეყვარებულთან ერთად სასკოლო სპექტაკლში მონაწილეობს. „ზაფხულის ღამის სიზმრის“ გამარტივებული, მაგრამ ნამდვილად სახალისო ადაპტაცია, რომელიც ქორწინებით არ მთავრდება, მაგრამ მსგავსი განვითარების იმედს ტოვებს.


თქვენ არც კი დაგსიზმრებიათ (1981)

image

გალინა შერბაკოვას ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაცია უფროსკლასელ კატიასა და რომაზე, რომელთა მშობლები მათი ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლიან. თუმცა გულწრფელი და სუფთა სიყვარული გეოგრაფიულ დისტანციებსაც სძლევს. ღია ფინალი არბილებს ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტის“ დასასრულს, რომელიც აშკარად ამ ნაწარმოების შთაგონების წყარო იყო.


ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი (1999)

image

ჯულია სტაილზმა მთავარი პერსონაჟი ითამაშა შექსპირის პიესის „ჭირვეულის მორჯულების“ საკმაოდ თავისუფალ ადაპტაციაში, რამაც ხელი არ შეუშალა, რომ მიეღო MTV-ის ჯილდო „წლის გარღვევა“. სიუჟეტის მიხედვით, ის უმცროსი დაა, რომელმაც შეყვარებული უნდა იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფროსი დაც პაემანზე ვერ წავა. შექსპირის გმირების სახელები, კატერინა და ბიანკა, შენარჩუნებულია, მაგრამ მათი როლები იცვლება. სხვათა შორის, კეტის თაყვანისმცემლის როლს ჰით ლეჯერი თამაშობს.


O (2011)

image

კრიტიკოსების შეფასებით, ეს არც ისე წარმატებული, მაგრამ კარგად განზრახული კვლევა იყო მოზარდების ძალადობის შესახებ. ტრაგედიის „ოტელოს“ სიუჟეტი გადმოტანილია 21–ე საუკუნის დასაწყისის სასკოლო რეალობაში: ჰიუგო გოლდინგი შურის გამო ცდილობს ცხოვრება დაუნგრიოს შავკანიან კალათბურთელს ოდინს და მის შეყვარებულს, დეკანის ქალიშვილს, დეზის.


ის კაცია (2005)

image

სიუჟეტები გადაცმაზე მსგავს კინოკომედიამდე დიდი ხნით ადრე გამოიგონეს. მაგრამ შექსპირის „მეთორმეტე ღამისგან“ განსხვავებით ამ ფილმში გადაცმა ეფუძნება იმის დამტკიცების სურვილს, რომ ქალებს უფლება აქვთ დაინტერესდნენ არაქალური თემებით (აქ ფეხბურთზე საუბარი) და ამაში წარმატებას მიაღწიონ. ფილმში ნაწილობრივ შენარჩუნებულია მთავარი სასიყვარულო ურთიერთობები.


მეფე ლომი (1994)

image

ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ეს მულტფილმი „ჰამლეტის“ სიუჟეტზეა დაფუძნებული. აქ ცხოვრებისეული სიბრძნე ოსტატურად წარმოჩენილია.


თბილი სხეულები (2013)

image

პერსონაჟების სახელები: ზომბი (ნიკოლას ჰოლტი) სახელად „რ“ და გოგონა ჯული (ტერეზა პალმერი) - გვახსენებს „რომეო და ჯულიეტას“ გმირების სახელებს, ხოლო სიუჟეტი დაპირისპირებულ მხარეებსა და ორ მოსიყვარულე გულზე შანსს არ გვიტოვებს არ გავიხსენოთ კარგად ნაცნობი ტრაგედია, რომლის დასასრული, საბედნიეროდ, ფილმში ხელახლა გააზრებულია.


აქ შეგიძლიათ ნახოთ ევროპული ფილმები სიყვარულზე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ და ბევრი დაკარგეთ.

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
383
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
383