x
image
რომეო
ჰოროსკოპი: ღრიანკალი

image(24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) წყლის ნიშანი, მტკიცე ხასიათის პარტონებს მეტად საინტერესო ცხოვრება ელით. ღრიანკალს ორი გავლენიანი პლანეტა მფარველობს: მარსი, მომელიც მას ძალითა და შეუბრალებლობით ასაჩუქრებს და ყოვლის შემძლე ნეპტუნი. ა ორი გავლენის ქვეშ მოქცეული ღრიანკალი იბრძვის, იტანჯება, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი გესლავს, განადგურებულსა და მიწასთან გასწორებულს მისი ძალა მაინც რჩება, რომ ფერფლიდან ხელახლა აღსდგეს და წელში გაიმართოს. საერთო ჯამსი იგი მეტად კონტრასტულ, ტემპერამენტიან, მიმზიდველ, მაგრამ შეუბრალებელ ადამიანთა ტიპს განეკუთვნება.

code:
ცხოვრება უჭირს, თუმცა, ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს, რაც წარმატებებისა და წინსვლისათვისაა საჭირო - ენერგია, ძალა, ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ რაკი თავისი ხასიათით მეტისმეტად აღიზიანებს ადამიანებს, მტერიც ბევრი მოეძებნება.
code:
ღრიანკალი ადვილად ღიზიანდება და ხშირად გაცოფებული საკუთარ თავზე ინთხევს შხამს, მის ბუნებაში ბევრია გამოუცნობი და დაფარული, ბოლომდე გულს არავის უხსნის, ჩაკეტილობა მისი თავდაცვის მანერაა.
code:
ღრიანკალს ეჩვენება რომ მუდამ აკრიტიკებენ, ემუქრებიან და ამიტონაც ციხე-სიმაგრე თავდასაცავად ყოველთვის მზად აქვს. თუ ვინმე მართლა გაბედავს თავს დაესხას, მისი გაცოფება მართლაც რომ შემზარავია.
code:
მოვალეობის შესრულრბისას იგი დიდ ნებისყოფასა და მონდომებას იჩენს, მისთვის უცნობია ილუზიებით თავის მოტყუება, ყოველთვის შეუძლია სიტუაციის ან ადამიანის სწორი შეფასებადა სუსტი წერტილების მოძებნა.
code:
ქალი ღრიანკალი. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანის ორ ტიპთან. ორივეს ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ პირველ მათგანს თავისი ტემპერამენტი დაფარული აქვს, მეორე ტიპის ქალები კი მამაკაცთათვის მეტად საშიში და საბედისწერონი არიან.
code:
პირველი ტიპის ქალები ხასითით მამაკაცებს ცამოჰგვანან. ასე, რომ ყველაფერი, რაც მამრ ღრიანკალზეა ნათქვამი, მათზეც ვრცელდება. როგორც წესი, ამ ტიპის ქალები სუსტი ნებისყოფის, პასიურ მამაკაცებს იზიდავს, მეუღლეებს კარიერის შექმნაში ეხმარებიან, ხშირად ამ ქალებს ცეცხლოვანი გამოხედვა ახასიათებთ და რბილი ხმა აქვთ, ჩაცმა-დახურვაზე ჭკუას არ კარგავენ და არც კეკლუცობა სჩვევიათ.
code:
მეორე ტიპის მანდილოსნები კი სწორედ კეკლუცობისა და მგრძნობიარობისადმი გადაჭარბებული მიდრეკილებებით გამოირჩევიან. ცნობისმოყვარეებიც არიან და საკმაოდ ძუნწებიც. სამაგიეროდ თავისი სიფიცხითა და ვნებიანობით საკუთარ თავსაც ხშირად აყენებენ ზიანს.
code:
დამოკიდებულება სხვა ნიშნებთან - სასურველია ღრიანკალის შეკავშირება თევზებთან, თხის რქასთან, ქალწულთან, კირჩხიბთან, მერწყულთან. ლომთან და ვერძთან ურთიერთობას უბედურება მოაქვს ორთავე მხარისთვის.
code:
ღრიანკალსა და ქალწულს შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ ერთად, რაკი ერთმანეთს აფასებენ. ღრიანკალისა და მერწყულის ურთიერთობაში კი თავდაპირველად ბევრია შეხლა-შემოხლა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება სიმშვიდე ჩამოვარდეს. მათი კომფლიქტის ძირითადი მიზეზი მერწყულის დაბალი ტემპერამენტია.
code:
თევზებთან ღრიანკალის შეკავშირება ბედნიერების მომასწავებელია, ოღონდ ღრიანკალი უნდა ეცადოს შეურაცხყოფა არ მიაყენოს მეტად სათუთი ბუნების თევზებს...




1
964
3-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
964
  
2012, 1 ნოემბერი, 18:38
+1
0 1 1